“ატლეტიკომ” “ხეტაფე” დაამარცხა, ტორესმა ლა ლიგაში გოლის გემო გაიხსენა

დასრულდა პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურის შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე, სადაც “ატლეტიკომ” “ხეტაფე” 2-0 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფერნანდო ტორესმა ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ, პირველი გოლი გაიტანა.

“ატლეტიკო მადრიდი” 2:0 “ხეტაფე”

გოლი: ტორესი ‘3, ტიაგუ ’44

“ატლეტიკო” კავანით ინტერესდება

მადრიდულ კლუბში “პსჟ”-ს ურუგვაელი ფორვარდის დონის თავდამსხმელი არ არის.

ზამთარში მადრიდელებმა ფერნანდო ტორესი უკან დაიბრუნდეს, თუმცა ისინი ზაფხულში ედინსონ კავანის დამატებას ეცდებიან.

არ არის ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ “ლეიბებს” 28 წლის წინახაზელის ტრანსფერის ფული აქვთ, მაგრამ სიმეონემ მოლაპარაკება დაადასტურა.

“დიახ, კავანით ვვინტერესდებით, ჩვენ მისი გაფორმება გვსურს. ჩვენთვის ძალიან კარგი ვარიანტი იქნება,”-განუცხადა ჩოლოს დამხმარემ, ოსკარ ორტეგამ ჟურნალისტს.

კავანიმ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 27 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ადრე, მას ინგლისურ კლუბებს უკავშირებდნენ.

“ვალენსია” და “ატლეტიკო” – მთავარი პრეტენდენტები მილნერისთვის ბრძოლაში

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ახალ ჩემპიონატში გადასასვლელად ემზადება.

29 წლის შემტევს გუნდთან კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, მაგრამ “ქალაქელები” მასთან გახანგრძლივებას არ აპირებენ.

ამდენად, თავისუფალი აგენტი მილნერის აყვანას “რომა” ეცდება.

თუმცა, ESPN გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესპანური ორი გუნდი: “ვალენსია” და მადრიდის “ატლეტიკო” მილნერის გაფორმების მთავარი პრეტენდენტები არიან.

“ჩელსი” მზად არის შეელიოს ფილიპე ლუისს კოკესთვის

ლონდონის “ჩელსი” მზად არის გაუშვას ფილიპე ლუისი თავის ძველ გუნდში, თუ ეს ყოველივე მათ კოკეს დაბრუნებაში დაეხმარებათ.

Standard Sport-ის ცნობით, “არისტოკრატები” გეგმავენ გაიფორმონ 23 წლის ნახევარმცველი, რომლის სატრანსფერო ფასიც დაახლოებით 48 მილიონი ფუნტია.

წყაროს გათვალისწინებით, “ჩელსიმ” შეიძლება ტრანსფერში 29 წლის ბრაზილიელი მცველი გამოიყენოს, რომელიც გასულ ზაფხულს სწორედ მადრიდული გუნდიდან შეუერთდა მათ.

“პენსიონერებმა” ფილიპე ლუისში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ამ ორ კლუბს ერთმანეთთან კარგი სატრანსფერო ურთიერთობა აქვს. ინგლისელებს ტიბო კურტუა სწორედ მათთან ჰყავდათ იჯარით, რომელიც ლუისთან და დიეგო კოშტასთან ერთად ზაფხულში მივიდა გუნდში, ხოლო “ჩელსიმ” “ლეიბებში” ფერნანდო ტორესი გაუშვა.

სიმეონე: “პირველი სეივი პენალტების სერიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა “ბაიერ ლევერკუზენთან” მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა.

ესპანური გუნდის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “ფარმაცევტების” ძლევით გავიდა. დაპირისპირება ორი მატჩის ჯამში 1-1 დასრულდა, ხოლო “ლეიბებმა” პენალტების სერია 3-2 მოიგეს.

“ბიჭებმა გუნდურად ბრწყინვალედ იმუშავეს. 1/4 ფინალში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ამას გარდა, ბოლო წუთები ათი კაცით გავატარეთ. მე ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, რომლებიც ბოლო დროს პროგრესს განიცდიან,”-განუცხადა სიმეონემ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს.

“პენალტების სერიისთვის ვარჯიშზე დიდად არ მოვმზადებულვართ. ყველა თემა ეხებოდა მხოლოდ იმ საკითხებს, რომელიც 90 წუთიან ფეხბურთში ხდება. ობლაკს როდესაც მოედანზე შესვლა მოუწია, ვატყობდი ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ მატჩისთვის მზად იყო. პირველი სეივი პენალტების სერიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, მან სიმშვიდე გასაოცრად შეინარჩუნა, რაც მის ასპარეზობაზეც აისახა”.

“ატლეტიკო დაუღალავად მუშაობს და ჩვენ ყოველთვის მეტი გვსურს. მე ასეთი გუნდი მომწონს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გადალახა. სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ, ევროპის რვა საუკეთესო გუნდში მოვხვდით. ჩვენთვის ყველა მატჩი ერთი დონისაა, რადგან ყველგან მოსაგებად გავდივართ. ამას გულშემატკივრებისთვის ვაკეთებთ,”-დაასრულა ჩოლო სიმეონემ.

ნერვების თამაში მადრიდელებმა მოიგეს

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე”, სადაც დიეგო სიმეონეს შეგირდებმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად მასპინძლები კარგად იყვნენ მომზადებულნი. პირველი მატჩი გერმანიაში, “ბაიარენაზე” ჩატარდა, სადაც ჩალჰანოღლუს გოლით “ფარმაცევტებმა” მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. ასეთი შედეგის შემდეგ, განმეორებითი მატჩისთვის ორივე გუნდი პენალტების სერიისთვის კარგად ემზადება, მაგრამ “ბაიერ ლევერკუზენმა” 5 დარტყმიდან სამი თერთმეტმეტრიანი საშინლად შეასრულა.

ასე და ამგვარად, “ლეიბები” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არიან.

“ატლეტიკო მადრიდი” 1:0 “ბაიერ ლევერკუზენი”(პირველი მატჩი 1-0)(პენალტების სერია – 3:2)

გოლი: სუარესი ’27

ატლეტიკო: მოია(ობლაკი 23), გამესი, გიმენესი, მირანდა, ხუანფრანი, თურანი, სუარესი, კოკე, კანი(გარსია 46), გრიზმანი, მანჯუკიჩი(ტორესი 83)

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ტოპრაკი, სპაჰიჩი, ვენდელი, კასტრო, ბენდერი(პაპადოპულოსი 104), ბელარაბი, ჩალჰანოგლუ, სონი(როლფესი 77), დრმიჩი(კისლინგი 69)

ფილიპე ლუისი, შესაძლოა, “ატლეტიკოში” დაბრუნდეს

“ჩელსის” მარცხენა მცველი, ფილიპე ლუისი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძლება დიეგო სიმეონეს გუნდში დაბრუნდეს.

ინგლისური გამოცემა The Telegraph იუწყება, რომ ლონდონელები ბრაზილიელი მცველის შესაძლო გაყიდვის ვარიანტს განიხილავენ.

მას შემდეგ, რაც ფილიპე “სტემფორდ ბრიჯზე” გადავიდა, მან ვერ დაიმკვიდრა სასტარტო თერთმეტეულში ადგილი და სეზარ ასპილიკუეტას შემცვლელია, რაც ცხადია, რომ არ მოსწონს.

“ლეიბები” დაინტერესებულნი არიან ლათინოამერიკელით, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ორი განაპირა მცველი: კრისტიან ანსალდი და გილერმე სიკეირა ჰყავს.

მიმდინარე სეზონში, ლუისმა პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა.

“ატლეტიკომ” ბარსელონაში ფრე ითამაშა

დასრულდა პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის მატჩი “კორნელია ელ-პრატზე”, სადაც დიეგო სიმეონეს “ატლეტიკო” კატალონიურ “ესპანიოლს” დაუზავდა.

“ესპანიოლი” 0:0 “ატლეტიკო მადრიდი”

გოლი: არავინ

სიმეონემ “ატლეტიკოს” კავანის შეძენა კატეგორიულად მოსთხოვა

“ატლეტიკოს” დამირეგებელი დიეგო სიმეონე თვლის, რომ “პარის სენ-ჟერმენის” ფორვარდი ედისონ კავანი ზუსტად ისეთი ცენტრ-ფორვარდია, როგორიც მას თავისი გუნდისთვის სჭირდება.

როგორც ფრანგული გამოცემა “Lequipe” იწრუმნება, “ელ ჩოლომ” მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას ურუგვაელი ფეხბურთელის შეძენა უკვე კატეგორიულად მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის თქმით დაიმუქრა.

თუ აღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესახამება, ბუნებრივია, “როხიბლანკოს” შეფები სიმეონეს ულტიმატუმს სერიოზულად მოეკიდებიან და ცდას არ დააკლებენ საიმისოდ, რომ ღვაწლმოსილ მწვრთნელს სურვილი შეუსრულონ.

აქვე გეტყვით, რომ კავანისა და “პსჟ”-ს შორის არსებული კონტრაქტი 2018 წლამდეა ძალაში.

სიმეონე კავანის “ატლეტიკოში” გადასვლაზე ესაუბრა

ზაფხულის ერთ-ერთ მოსალოდნელ ტრანსფერად ფრანგული “პსჟ”-ს ფორვარდ ედინსონ კავანის მადრიდის “ატლეტიკოში” გადაბარგება განიხილება.

როგორც ფრანგული გამოცემები წერენ, “ტლეტიკოს” მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს კავანისთან სატელეფონი საუბარი ჰქონდა და პირდაპირ შესთავაზა მის გუნდში გადასვლა. მეტიც, ცნობაში ნათქვამია, რომ არგენტინელ სპეციალისტს ურუგვაელის ტელეფონის ნომერი მისმა შეგირდმა დიეგო გოდინმა ისცა, რომელიც კავანისთან ერთად ურუგვაის ნაკრებში ასპარეზობს.

რა უპასუხა სიმეონეს კავანიმ, უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელი სერიოზუალდ განიხილავს მადრიდულ ვარიანტს.

“სევილიამ” და “ატლეტიკომ” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

დასრულდა პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურის მატჩი “სანჩეს პისხუანზე”, სადაც “სევილია” და “ატლეტიკო” ერთმანეთს ნულოვანი ფრით გაეყარნენ.

“სევილია” 0-0 “ატლეტიკო”(მადრიდი)

გოლი: არავინ

ჩალჰანოღლუ: “დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში”

“ატლეტიკოს” კარში გამარჯვების გოლის ავტორმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში, “ლევერკუზენმა” “ატლეტიკო” მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ წარმატებული ასპარეზობა შეგვიძლია. თუ ყველა მატჩში ასე გავაგრძელებთ, წინსვლის ბრწყინვალე შანსი გვაქვს”.

“მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე? – ჩვენი მიზანი რაც შეიძლება წინ წასვლაა,”-დაასრულა თურქმა ფეხბურთელმა.