“რასინგის” მეკარეთა მწვრთნელი შეურაცხმყოფელმა ჟესტმა შეიწირა

“რასინგის” ხელმძღვანელები იმედგაცრუებულნი არიან ხუან კარლოს გამბანდეს ქმედებით, რომელიც კლუბში მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა. ეს უკანასკნელი “ატლეტიკო მინეიროსთან” მატჩში მაშინ დააფიქსირეს, როცა მან მაყურებლების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა.

კოპა ლიბერტადორესის ეგიდით გამართული მატჩის ბოლოს (რომელიც 2-1 წააგო “რასინგმა”), მწვრთნელმა ბანანის გაფრცქვნისა და მისი ჭამის იმიტაცია გააკეთა.

კლუბის პრეზიდენტმა კი ოფიციალური გამოსვლით დაადასტურა, რომ გამბანდე აღარ იცავდა ამ კლუბის ღირსებას: “ის კლუბიდან გავაძევეთ, ის აღარ იცავს “რასინგის” ინტერესებს.”

“ატლეტიკო მინეიროს” ფეხბურთელმა “კოლო კოლოს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

23 აპრილს, ლიბერტადორესის თასზე “ატლეტიკო მინეირომ” საკუთარ მოედანზე “კოლო კოლო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი რაფაელ კარიოკამ გაიტანა, რომელმაც ჩილელების კარი უძლიერესი დარტყმით აიღო.

“ამერიკა მინეიროს” ფეხბურთელმა “ატლეტიკო მინეიროს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

22 თებერვალს, ბრაზილიაში, “ამერიკა მინეიროსა” და “ატლეტიკო მინეიროს” შორის გამართულ მატჩში (2:1), 65-ე წუთზე ბრაიანმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

„შახტარის“ თავკაცი მსაჯთან „საქმის გასარჩევად“ მოედანზე შევიდა (ვიდეო)

ბრაზილიურ ტურში მყოფი დონეცკის „შახტარის“ მორიგი მეტოქე „ატლეტიკო მინეირო“ იყო. ბრაზილიურ კლუბთან ამხანაგური შეხვედრის მიმდინარეობისას დონეცკელთა მთავარი მწვრთნელი მირჩი ლუჩესკუ მსაჯის ქმედებებით იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ თავი ვერ შეიკავა და მოედანზე შევიდა.

როგორ გადაადგილდება რონალდინიო კოლუმბიაში

ბრაზილიური “ატლეტიკო მინეირო” კოლუმბიაში ჩაფრინდა, სადაც მომდევნო მატჩი უნდა გამართოს. გუნდთან ერთად იმყოფებოდა რონალდინიო, რომელსაც გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, დიდი ოვაციებით შეხვდნენ.

ჟომ ცარიელ კარს ახლო მანძილიდან ააცილა

11 აპრილს, ლიბერტადორესის თასის გათამაშებაში, “ატლეტიკო მინეირომ” საკუთარ მოედანზე ვენესუელური “ზამორა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში “ატლეტიკო მინეიროს” თავდამსხმელმა ჟომ მეტოქის კარში გოლის გატანა ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ მოახერხა.

მეტოქე გუნდის გულშემატკივრებმა რონალდინიოს მონეტები დაუშინეს

4 აპრილს, ლიბერტადორესის თასზე, “სანტა ფესა” და “ატლეტიკო მინეიროს” შორის გამართულ შეხვედრაში, მასპინძელთა გუნდის გულშემატკივრებმა რონალდინიოს მონეტები დაუშინეს.

ადრიანო ფეხბურთს დაუბრუნდა (ვიდეო)

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ადიანო, რომელიც ევროპული ფეხბურთის გულშემატკივარს “ინტერში” ასპარეზობიდან ახსოვს, ორწლიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ 31 წლის ფროვარდმა ბრაზილიუ “ატლეტიკო მინეიროსთან” გააფორმა კონტრაქტი. მისი ხელმეორე დებიუტი ლიბერტადორესის თასზე, ბოლივიურ “სტრონგსეტთან” შედგა. ადრიანო თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო.

“ამ მიზნის მისაღწევად ყოველდღიურად ვიბრძოდი. ახლა ბედნიერი ვარ” – განაცხადა მატჩის შემდეგ ადიანომ.

 

რონალდინიო ვარჯიშზე ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ფინტს აკეთებს ვარჯიშზე რონალდინიო.

რონალდინიო “ბეშიქთაშში” არ გადავა – ბრაზილიელმა “ატლეტიკო მინეიროსთან” გაახანგძლივა

ბრაზილიური “ატლეტიკო მინეიროს” პრეზიდენტი, ალექსანდრე კალილი აცხადებს, რომ რონალდინიომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგძლივა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი თურქულ “ბეშიქთაშს” არ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირაა, რონალდინიოს “ბეშიქთაშთან” ინტენსიურად აკავშირებდნენ და მისი თურქულ კლუბში გადაბარგება ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო.

“რონალდინიომ ჩვენთან კონტრაქტი გაახანგძლივა. მას “ატლეტიკო მინეიროს” გულშემატკივრები უყვარს”, – ამბობს ალექსანდრე კალილი.

“ბეშიქთაში” რონალდინიოს არ ეშვება

თურქული “ბეშიქთაშის” ხელმძღვანებლობა რონალდინიოს შეძენას გეგმავს, თუმცა კლუბს ამისათვის საკმარისი ფინანსები არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ბრაზილიელს “ატლეტიკო მინეიროსთან” კონტრაქტი ამოეწურა და ახლა ის თავისუფალი აგენტია.

“ცხადია, რონალდინიოს შეძენა გვსურს, მაგრამ ამ ყოველივეს დიდი ფინანსები ესაჭიროება. შევეცდებით, სპონსორი მოვიძიოთ და საბოლოოდ, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ”, – ამბობს “ბეშიქთაშის” ერთ-ერთი მმართველი.

რონალდინიოს წითელი ბარათი “გუანჯოუსთან” მატჩში

21 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, მესამე ადგილისათვის, “ატლეტიკო მინეიროსა” და “გუანჯოუს” შორის გამართულ შეხვედრაში (3:2), მსაჯმა მოედნიდან რონალდინიო გააძევა.