ავსტრიის ფეხბურთის კავშირმა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვთნელ მარსელ კოლერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2017 წლამდე იქნება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქე იქნება. მარსელ კოლერის გუნდი მანამდე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზეც მეტოქეებად უნგრეთის, ისლანდიისა და პორტუგალიის ნაკრებები ელის.
ავსტრიის ნაკრებს ფიფას რეიტინგში მეათე პოზიცია უკავია.