რა ჭირს ბალოტელის? იტალიელი თავდამსხმელის გამოუყენებელი მომენტები

21 ივნისს, იტალიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის მატჩში, მარიო ბალოტელიმ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

პატარა ბიჭუნამ ინგლისელ ფეხბურთელებს ბალოტელის ჟესტი უჩვენა

როგორც იცით, იტალიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (2:1) შემდეგ, კამერებმა მარიო ბალოტელის ჟესტი დააფიქსირეს.

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია პატარა ბიჭუნა.

სუპერ მარიომ იტალია გაახარა

გუშინდელი დღის ცენტრალური მატჩი მარიო ბალოტელის გადამწყვეტი გოლით იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა. 

შეხვედრა ინგლისელებმა უკეთ დაიწყეს. ჰოჯსონის შეგირდები უფრო ტექნიკურები, გამბედავები და მობილურები იყვნენ. თუმცა, მალე ნათელი გახდა, რომ იტალიელები აქცენტს სხვა რამეზე აკეთებენ. პრანდელის შეგირდები არ ჩქარობდნენ, ბურთს დაჭერას და ტემპის დაგდებას ცდილობდნენ.

მომენტები დებიუტში ინგლისელებს ექმენბოდათ, თუმცა საკუთარი შანსის გამოყენება იტალიელებმა შესაძლეს. გათამაშებული სტანდარტის და პირლოს გენიალური გადაწყვეტილების შემდეგა დასარტყმელ პოზიციაზე მარკიზიო დარჩა, რომელმაც ბურთი ზუსტად გადაგზავნა ინგლისელთა კარში. 35-ე წუთზე იტალია დაწინაურდა, მაგრამ მათი სიხარული მხოლოდ ორ წუთს გრძელდებოდა. პირველივე საპასუხო შეტევაში მარცხენა ფლანგიდან რუნის გამჭოლი გადაცემა სტარიჯმა ეფექტური გოლით დააგვირგვინდა.

ინგლისელებმა ამ ეპიზოდსი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმის ბოლომდე წინ გასვლაც შეეძლოთ. გოლის გატანის შანსი პრანდელის შეგირდებსაც შეეძლოთ.

მეორე ტაიმი ინგლისელებმა უკეთ დაიწყეს, თუმცა პირველივე შეტევაში საკუთარ კარში გოლი მიიღო. ბალოტელიმ შესანიშნავი დარტყმით დააწინაური თავისიანები.

ჰოჯსონის გუნდმა შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომეტნიც შექმნა, თუმცა უშედეგოდ. სირიგუ და კომპანია თავს კარგად იცავდნენ და სახიფათო შეტევების განხორციელებასაც ასწრებდნენ.

საკუთარი თამაშით ორივე გუნდმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა იტალიელებმა გამარჯვება უფრო მეტად დაიმსახურეს.

მარიო ბალოტელი ლორენცო ინსინიეს აწვალებს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, ტუ როგორ აწვალებს მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრების ვარჯიშზე ლორენცო ინსინიეს.

მარიო ბალოტელის დიდებული საგოლე გადაცემა და მარკიზიოს გოლი

4 ივნისს, იტალიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, მარიო ბალოტელიმ კლაუდიო მარკიზიოს მშვენიერი საგოლე პასი გაუკეთა.

ნეიმარი, იოზილი, ბალოტელი და კიდევ 14 სიგარეტის მწეველი ცნობილი ფეხბურთელი

ფეხბურთის ისტორიაში საკმაოდ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გვინახავს, რომლებიც სიგარეტის მოწევისას დააფიქსირეს.

რობერტო კარლოსი

დარიო სრნა

ჟერარ პიკე

უეინ რუნი

ფაბიენ ბარტეზი

ზინედინ ზიდანი

ჯანლუიჯი ბუფონი

ეშლი კოული

მესუთ იოზილი

დიმიტარ ბერბატოვი

რონალდო

ნეიმარი

ადრიანო

ჯეკ უილშირი

ფაბიო კოენტრაო

უეინ ბრიჯი

მარიო ბალოტელი

იტალიელმა გულშემატკივრებმა მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს

იტალიის ეროვნული ნაკრების მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ჩეზარე პრანდელის მიერ გამოძახებული ფეხბურთელები იტალიის ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილებაში მყოფ სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობენ.

სამშაბათს, ერთ-ერთი ვარჯიშისას ძალიან უსიამოვნო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ იტალიელმა გულშემატკივრებმა “მილანის” თავდამსხმელ მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც გაირკვა, ასეთი გულშემატკივრების რაოდენობა ოთხი ან ხუთი იყო.

Gazetta Dello Sport-ის ცნობით, ინციდენტის შემდეგ ბალოტელის თანაგუნდელებისთვის უთქვამს, რომ ასეთი რამ მხოლოდ რომსა და ფლორენციაში ხდება.

ბალოტელი: “მინდა, სეზონში 40 გოლი გავიტანო”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი აცხადებს, რომ მას სეზონში 40 გოლის გატანა სურს.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, იტალიის სერია A-ში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ლივორნო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ბალოტელიმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

“მიხარია, რომ წელს გოლების გატანაში ჩემი პირადი სტატისტიკა გავაუმჯობესე. თუმცა, ვფიქრობ, გასულ სეზონებში, მაგალითად, ინგლისში უფრო მეტი გოლის გატანა შემეძლო. მინდა, სეზონში 40 გოლის გატანა შევძლო.

ზეედორფი? რა თქმა უნდა, კლარენსმა გუნდს უდიდესი დახმარება გაუწია. ძალიან გვინდა, რომ ევროპის ლიგაზე მოვხვდეთ და იქ წარმატებით ვიასპარეზოთ”, – ამბობს ბალოტელი.

ბალოტელი: “მსაჯი ნერვებს მიშლიდა”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ “ფიორენტინასთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ მას მატჩის მიმდინარეობისას, ყველაზე მეტად ნერვებს მსაჯი უშლიდა.

შეგახსენებთ, რომ 27 მარტს, იტალიის სერია A-ში, “ფიორენტინამ” “მილანი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ბალოტელიმ შეხვედრაში საჯარიმო დარტყმით ერთი გოლის გატანა მოახერხა. მე-16 წუთზე კი ყვითელი ბარათიც მიიღო, რომლისთვისაც ის სეზონში რიგით მეათე იყო.

“გუშინდელ მატჩში, ყველაზე მეტად ვინც მაღიზიანებდა, მსაჯი იყო. ის ნერვებს მიშლიდა, საუბრის უფლებასაც არ მაძლევდა. არბიტრს ვუთხარი, რომ მეტოქემ ხელი ჩამატყა, მან კი მიპასუხა, რომ ბევრს ვლაპარაკობ”, – ამბობს ბალოტელი.

მარიო ბალოტელიმ დიეგო კოშტას ბურთი უხერხულ ადგილში გაარტყა

11 მარტს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ატლეტიკოსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში (4:1), მარიო ბალოტელის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ, ბურთი დიეგო კოშტას უხერხულ ადგილში მოხვდა.

21-ე საუკუნის 10 საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი

საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა 21-ე საუკუნეში მოთამაშე ათი საუკეთესო იტალიელი დაასახელა.

10. ჯენარო გატუზო

Paris Saint-Germain FC v AC Milan - Dubai Challenge Cup

9. მარიო ბალოტელი

AC Milan v Bologna FC - Serie A

8. ჯანლუკა ძამბროტა

Barcelona v Valladolid - La Liga

7. ალესანდრო ნესტა

New England Revolution v Montreal Impact

6. პაოლო მალდინი

AC Milan's defender and captain Paolo Ma

5. ანდრეა პირლო

Juventus v AC Chievo Verona - Serie A

4. ფაბიო კანავარო

Italy's Fabio Cannavaro poses before the

3. ჯანლუიჯი ბუფონი

FBL-EUR-C1-GALATASARAY-JUVENTUS

2. ფრანჩესკო ტოტი

SS Lazio v AS Roma - Serie A

1. ალესანდრო დელ პიერო

Juventus' forward Alessandro Del Piero c

ბალოტელის “იუვენტუსთან” ვერ ითამაშებს

“მილანის” ფორვარდი მარიო ბალოტელი “იუვენტუსთან” მატჩს გამოტოვებს. ფეხბურთელმა ტრავმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო.

ბალოტელიმ ვარჯიში განაახლა, მაგრამ სრულფასოვან დატვირთვებს ჯერ ერიდება.

დღეს, იტალიელმა ჟურნალისტებმა “მილანის” ბაზიდან წამოსული მარიო შეამჩნიეს, მისი პარტნიერები კი მზადებას განაგრძობდნენ.