კატალონიის “ბარსელონამ” გასვლაზე ლა ლიგის ბოლოადგილოსანი “მალაგა” დაამარცხა და “ატლეტიკოსთან” თავისი უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა მაშინ, როდესაც “რეალს” “ბლაუგრანამდე” 15 ქულა აშორებს. მიუხედავად ამ ჰანდიკაპისა, ვალვერდე საჩემპიონო ბრძოლას დასრულებულად არ მიიჩნევს.
“რა თქმა უნდა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მანამ სანამ მათემატიკურად შესაძლებელია, არცერთი მათგანის ჩამოწერას არ ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ.
მესის არყოფნა? (მესამე შვილის დაბადების გამო) ამის შესახებ კარლეს ნავალმა შემატყობინა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ასე რომ ყველაფერი ჩვენს კონტროლს ექვემდებარებოდა.
რაც შეეხება დემბელეს, ამ ფეხბურთელს დრო სჭირდება, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. “ბარსელონაში” ძალიან დიდი ზეწოლაა და ამიტომაც ადაპტაციის პერიოდის გავლა გაცილებით უფრო რთულია,” – აცხადებს ვალვერდე.