ფრენკ რაიკაარდი: “მესი ღმერთია”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი, ფრენკ რაიკაარდი გუშინ “კამპ ნოუს” ესტურმა და ჩემპიონთა ლიგის წინასამატჩო ვარჯიშს დაესწრო. მას თან საკუთარი ვაჟიც ახლდა. საწვრთნელი პროცესის შემდეგ, რაიკაარდი ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას შეხვდა. შემდეგ კი, კომენტარიც გააკეთა.

“ახლა მეოჯახე ვარ და შემიძლია, “კამპ ნოუზე” მშვიდად ვუყურო “ბარსელონას” თამაშებს. ჩემი შვილი რვა წლისაა და მისი ოცნებაა, ამ კლუბის მატჩი ცხადში ნახოს. ხვალ მას ეს ნატვრა აუხდება.”

“მესი? ის ღმერთია! ის ღმერთია ყველასთვის! ასევე, აუცილებელია, განსაკუთრებულად შევაქოთ ანდრეს ინიესტა. ზოგადად, ყველა ფეხბურთელს წარსულიდან ვუყურებ. მათ მშვენიერი კარიერები აქვთ,” – აცხადებს ჰოლანდიელი.

სუარესი: “დარწმუნებული ვარ, ნეიმარი ამას არ გააკეთებს”

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი პრესაში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენში” თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და მადრიდის “რეალში” აპირებს კარიერის გაგრძელებას.

“მსგავსი რამ ჩემთვის წარმოუდგენელია, მჯერა, რომ ის “რეალში” არ გადავა. ნეიმარს საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, თუ რა კავშირი აქვს მას “ბარსელონასთან”. ის კლუბს და თავის ყოფილ თანაგუნდელებს პატივს სცემს და ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

ნეიმარი “ბარსელონადან” არ გაქცეულა, მას უბრალოდ ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. ეს მისთვის ძალიან რთული იყო, გადაწყვეტილების მიღებისას მან თავის გრძნობებს დაუჯერა.

ამ ფეხბურთელმა “ბარსელონასთვის” ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ამის გამო, ჩვენ მუდამ მადლიერები ვიქნებით,” – აცხადებს ურუგვაელი.

აგენტი ადასტურებს: “თურანი “ბარსელონას” იანვარში დატოვებს”

კატალონიის “ბარსელონას” თურქი ნახევარმცველის, არდა თურანის აგენტი ადასტურებს, რომ “ატლეტიკოს” ექს-მოთამაშე “კამპ ნოუს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს.

“ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას არდა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ზამთარში ის “ბარსელონას” დატოვებს.

ამ დროისთვის სამ კლუბთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს – ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ კლუბებთან.”გალათასარაის” მხრიდან კი არანაირი წინადადება არ წამოსულა. 15 დღის შემდეგ ყველაფერი გაირკვევა.

ორი ვარიანტია: ან არდას გაყიდიან, ან გაანათხოვრებენ,” – აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.

უმტიტი ლაზარეთში რვა კვირას გაატარებს და “ელ კლასიკოს” გამოტოვებს

კატალონიის “ბარსელონას” დაცვის ბურჯი, სამუელ უმტიტი ტრავმირებულია. ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა “სელტასთან” გამართულ მატჩში მიიღო (2-2), როდესაც ის იაგო ასპასისთვის სცდილობდა ბურთის ართმევას.

მატჩის შემდეგ, მას მალევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო გამოკვლევები, სადაც მას საკმაოდ მძიმე დაზიანება აღმოუჩინეს მარჯვენა ფეხზე. ექიმების თქმით, სრული რეაბილიტაციისათვის, სამუელ უმტიტს ლაზარეთში რვა თვის გატარება დასჭირდება.

ბუნებრივია, რომ უმტიტის არყოფნა კატალონიური გრანდისთვის დიდი დანაკლისი იქნება, განსაკუთრებით კი მომავალ “ელ კლასიკოში”, რომელიც 23 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

მასკერანო: “ბარსაში” საუკეთესო წლები უკვე მქონდა, ჩემი დრო ნელ-ნელა მიდის”

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ხავიერ მასკერანო აცხადებს, რომ ესპანურ გრანდში მისი დრო, ფაქტობრივად, ამოიწურა.

“ვფიქრობ, ჩემი დრო აქ ამოიწურა. ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამდენი დროის შემდეგ, კლუბისთვის ბევრი რამის გაკეთება აღარ შემიძლია. შესაბამისად, ჩემი დრო ნელ-ნელა მიდის. ამას დამძიმებული გულით არ ვამბობ. აქ ჩემი კარიერის საუკეთესო წლები მქონდა, რასაც ვერასდროს დავივიწყებ.”

“ვფიქრობ იმ ერთ-ერთი ადამიანთაგანი ვარ, რომლებმაც იციან, როდის გამოვდიდნენ სცენიდან. ვხვდები, როდის აღარ შევეფერები კოლექტივს. მინდა, სცენიდნა სწორ დროს გამოვიდე. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. ამ პერიოდს, რა თქმა უნდა “ლივერპულისას” ვერ შევადარებ. მაშინ იქ არსებული მდგომარეობა არ მომწონდა და სწორედ ამიტომ დავტოვე იქაური გუნდი. აქ კი სულ სხვა გრძნობა მაქვს,” – აცხადებს არგენტინელი.

“ბარსელონას” ფეხბურთელებს “აუდიმ” საჩუქრად ავტომობილები გადასცა (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებს კლუბის პარტნიორმა “აუდიმ” ახალი ავტომობილები გადასცა.

“აუდის” გადაწყვეტილებით, Audi RS6 Avant performance მესის, პიკესა და სუარესს გადაეცათ, ხოლო ანდრეს ინიესტას Audi SQ7 4.0 უსახსოვრეს, ბუსკეცს კი Audi R8 Plus აჩუქეს. “აუდიმ” არც სხვა ფეხბურთელებს დაწყვიტა გული და კატალონიის ბარსელონას თითოეულ ფეხბურთელს ახალთახალი მანქანა უსახსოვრა.

იხილეთ ფოტოები:



“ბარსელონაში” კოუტინიოს ალტერნატივად ვილიანს განიხილავენ

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ვილიანი კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელთა ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემებიც ადასტურებენ.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი სამიზნე ბოლო დროს ფილიპე კოუტინიოა, თუმცა 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე – “ბარსელონაში”. შესაბამისად, ესპანელებმა გეგმა ბ-ც შეადგინეს.

შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატები” 29 წლის ვილიანს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ განიხილავენ. ამიტომაც, ვილიანი მზადაა, კლუბი ზამთარშიც დატოვოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვილიანსა და კოუტინიოს ერთი აგენტი ჰყავთ – ჟულიანო ბერტოლუჩი.

“ბარსელონამ” “მურსია” გაანადგურა და კოპა დელ რეის 1/16 ფინალში გავიდა (ვიდეო)

დღეს კოპა დელ რეის 1/32 ფინალის განმეორებითი მატჩები გაიმართა.

“კამპ ნოუზე” კატალონიის “ბარსელონამ” “რეალ მურსია” მიიღო. ანგარიში მე-16 წუთზე პაკო ალკასერმა გახსნა. მას ამ მომენტში ალეიშ ვიდალმა “უპასა.” მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე ვიდალმა ხერარდ პიკეს გაატანინა. მურსიელთა განადგურება მე-60 წუთზე გაგრძელდა: ამჯერად “ბარსას” მარჯვენა მცველმა, ორი ასისტის შემდეგ, გოლის გატანაც მოახერხა. ამის შემდეგ, 74-ე წუთზე ლუის სუარესმა სერხი რობერტოს საგოლე გადაცემით შეძლო მეტოქის კარის აღება. მეხუთე გოლი კი 79-ეზე ხოსე არაისმა გაიტანა.

საბოლოოდ, “ბლაგურნამ” ანგარიშით, 5-0 მოიგო. მოგეხსენებათ, მასპინძლებმა წინა შეხვედრაში ანგარიშით, 3-0 მოიგეს – ორი მატჩის ჯამში – 8-0 და “ბარსა” 1/16 ფინალში გავიდა.

რაკიტიჩი: “ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ამას გავაკეთებდი…”

კატალონიის “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი ნეიმარის წასვლაზე საუბრისას აცხადებს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის წასვლის შემდეგ გუნდი უფრო დაბალანსირებულია.

“როდესაც ნეიმარი “ბარსელონაში” იყო, ჩვენს თამაშში უფრო მეტი შოუ იყო. შეიძლება, ახლა სწორედ ეს გვაკლია. ნეიმარს ამის შევსება მარტოც შეეძლო. მინდა ის ჩვენთან იყოს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით გავაჩენდი ნეიმარს ჩვენს გუნდში.

ნეიზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ, ის ახლა უკვე ჩვენთან აღარ არის და ამის მიუხედავად, მაინც კარგად ვასრულებთ დაკისრებულ მოვალეობებს.

სისტემის შეცვლამ ბევრი დადებითი შედეგი მოიტანა. ახლა უფრო მეტი ბალანსი იგრძნობა, მეტი ერთიანობა ისევე როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს,” – აცხადებს რაკიტიჩი.

კოუტინიო “ლივერპულის” ხელმძღვანელებს “ბარსელონაში” ტრანსფერზე შეუთანხმდა

მერსესაიდის “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო ძალიან ახლოს არის “ბარსელონაში” გადასვლასთან. ინგლისური პრესის ცნობით, მან უკვე მიაღწია შეთანხმებას “წითლების” ხელმძღვანელობასთან.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი გასულ სატრანსფერო ფანჯარაზეც საკმაოდ აქტიურად ცდილობდა კოუტინიოს გადაბირებას, მაგრამ იურგენ კლოპმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფილიპე “ენფილდზე” დარჩენილიყო.

მართალია, კოუტინიომ ინგლისელებისგან თანხმობა მიიღო, მაგრამ “წითლები” მის გაყიდვას მხოლოდ 150 მილიონ ევროდ აპირებენ. საკითხავია, დემბელეს ტრანსფერის შემდეგ, დათანხმდება თუ არა “ბარსელონა” ამ თანხის გადახდას.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ კოუტინიომ მიმდინარე სეზონში 12-ჯერ ითამაშა “ლივერპულის” მაისურით და თავი ხუთი გატანილი გოლით დაგვამახსოვრა.

სერხი რობერტომ ტრავმა მოიშუშა და “მურსიასთან” თამაშს შეძლებს

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, სერხი რობერტომ ლაზარეთი დატოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება დღეს ერნესტო ვალვერდეს კოპა დელ რეის 1/32 ფინალში შეეძლება. “ბლაგურნა” “მურსიას” დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ რობერტომ ტრავმა 31 ოქტომბერს “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრაში მიიღო. ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ მატჩში ესპანელს მარჯვენა ფეხის ბიცეპსი დაუზიანდა, რის გამოც ერთი თვე უქმობა მოუწია. თუმცა, მან დაზიანების სრულიად აღმოფხვრა მოახერხა, სწორედ ამიტომ დღეს ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით, 3-0 დასრულდა.

მსაჯთა კომიტეტის უფროსი ვიდეოგამეორებებზე: “ლა ლიგას ფულის დახარჯვა არ უნდა”

კრიტიკის ქარცეცხლში მყოფი იგნასიო იგლესიას ვილანუევა ესპანეთის მსაჯთა კომიტეტის პრეზიდენტმა, ვიქტორიანო სანჩეს არმინიომ დაიცვა და აღნიშნა, რომ “ბარსელონასთან” მატჩში დაშვებული შეცდომის გამო მისი გაწირვა უსამართლობაა.

“ხალხს ყოველთვის ურჩევნია, მსაჯების წინააღმდეგ იყოს. არავის უყვარს მათ გვერდში ყოფნა.

იგლესიას ვილანუევას ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა და მხოლოდ ერთ მომენტში დაუშვა შეცდომა, სადაც გარკვევა ძალიან რთული იყო. მას ვესაუბრე და ვიცი რა მდგომარეობაშიც არის ამის გამო და ეს უსამართლობად მიმაჩნია.

ვფიქრობ, რომ მას ასე არ უნდა ექცეოდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წავაქეზოთ და ეს პერიოდი დავაძლევინოთ. ის უნდა გაძლიერდეს და თავისი საქმის კეთება გააგრძელოს.

რაც შეეხება ვიდეოგამეორებების დანერგვას, ამისთვის ლა ლიგას ფიფას თანხმობა და 4 მილიონი ევრო სჭირდება (ერთ-ერთი ტექნოლოგიის Hawk-eye-ს შესასყიდად). მათ კი ფულის გადახდა უბრალოდ არ უნდათ,” – აცხადებს არმინიო.