მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა “პსჟ”-ს შემტევი, ნეიმარი აქო და განაცხადა, რომ ბრაზილიელისთვის “ბლანკოსის” კარი ყოველთვის ღიაა.
“სასიამოვნოა, როცა საუკეთესო ფესბურთელები გყავს გუნდში. ნეიმარი სწორედ ასეთ მოთამაშეებს მიეკუთვნება. ალბათ, უფრო ადვილი იყო ნეიმარისთვის, რომ “პსჟ”-ში წასულიყო, ვიდრე პირდაპირ “რეალში” გადმოსულიყო. ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილება იყო. ვერ იტყვი, რა მოხდება მომავალში, ჩვენ ხომ ფეხბურთის ნაწილნი ვართ.”
“ამჟამად, ნეიმართან კარგი ურთიერთობა მაქვს. მინდა მას საჯაროდ ვუთხრა, რომ “რეალის” კარი მისთვის ღიაა,” – აცხადებს მადრიდელთა კაპიტანი.