“ბარსელონას” დირექტორი: “მზად ვართ, კოუტინიო ზამთარში ვიყიდოთ”

კატალონიის “ბარსელონას” აღმასრულებელი დირექტორი, ოსკარ გრაუ კლუბის გულშემატკივრებისთვის საინტერესო განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ზამთარში მათგან ტრანსფერებს უნდა ველოდოთ.

“მზად ვართ ზამთარში კოუტინიო დავიმატოთ და ყველა ის ფეხბურთელი, რომლის მოყვანის სურვილიც ტექნიკურ პერსონალს გაუჩნდება. თუმცა, თუ ფეხბურთელების დამატებას გადავწყვეტთ, რამდენიმე უნდა გავუშვათ კიდეც.

უნდა დავივიწყოთ ნეიმარის ტრანსფერისგან მიღებული თანხა. გადასახადების წყალობით, ჩვენი შემოსავალი მხოლოდ 188 მილიონი ევროა, საერთო ჯამში კი კლუბის ანგარიშზე 144 მილიონი ევროს მოგება აისახა,” – აცხადებს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” დირექტორი.

25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში გატანილი 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა (“ლივერპულში”), “ბარსელონას” დაახლოებით 115 მილიონი უნდა დაუჯდეს.

“არსენალი” ბარსელონას ფეხბურთელს შეიძლენს

ლონდონის “არსენალი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთენს შეიძენს.

CNN-ის თურქული გამოცემა იტყობინება, რომ ინგლისურ კლუბს არდა თურანის დამატება სურს. მათი თქმით, “არსენალის” სკაუტები უკვე დაუკავშირდნენ თურანის აგენტს და მოლაპარაკებები დაიწყეს.

თურქი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2015 წლის ზაფხულზე გადავიდა და ამ დროის განმავლობაში, იშვიათად ეძლეოდა თამაშის საშუალება. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ არდას შეძენა, ასევე “გალათასარაის” სურდა, სწორედ ამ გუნდის კაპიტანი იყო თურანი, სანამ ის “ატლეტიკოში” გადავიდოდა.

AS: მესიმ, შესაძლოა, “ბარსელონა” დატოვოს

მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა კატალონიის “ბარსელონა” დატოვოს.

საქმე იმაშია, რომ არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ჯერ-ჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე. ამ ყველაფრით სარგებლობა კი, “მანჩესტერ სიტის” სურს. AS-ის ცნობით, ინგლისური კლუბი მზადაა, მესიში 400 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატოს.

არსენ ვენგერი პრემიერ ლიგაში “ბარსელონას” გაწევრიანების წინააღმდეგია

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა პრესასთან პრემიერ ლიგაში “ბარსელონას” გადასვლის შანსებსა და სიტუაციის განვითარების სავარაუდო სცენარზე ისაუბრა.

“მონაკო” საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშობს, უელსური კლუბები კი ინგლისში ასპარეზობენ. არამგონია, უეფას ამასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია ჰქონდეს.

“ბარსელონას” მოწვევა პრემიერ ლიგაში? ამის მომხრე ნამდვილად არ ვარ, არ ღირს გეოგრაფიული ერთიანობის დარღვევა. რატომ არ ვიწვევთ “სელტიკს” ან “რეინჯერსს”? ვფიქრობ, ეს უფრო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა.

ამასთანავე, არსებობს პოლიტიკური ჩარჩოც. თუ კატალონიასა და ესპანეთს შორის სიტუაცია ამ დონეზე დაიძაბება, მათი მიღება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ინგლისი კატალონიელთა პოლიტიკის მომხრეა.

ეს არც ისე რეალური ვარიანტია, როგორც თქვენ გგონია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამ წერტილამდე არ მივა და “ბარსელონა” თამაშს კვლავ ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

რაფინიას მსურველები ინგლისშიც გამოუჩნდნენ

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, რაფინია ძალიან ახლოსაა იანვარში “ბლაუგრანას” დატოვებასთან და მსურველებიც საკმაოდ ჰყავს.

ინგლისურ პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, 24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას იტალიურ “მილანთან” ერთად ლონდონური “არსენალიც” შეეცდება.

ლონდონური კლუბის თავკაცი, არსენ ვენგერი რაფინიას მესუთ იოზილის შემცვლელად მოისაზრებს. “მეტოფეებს”, “როსონერის” მსგავსად ბრაზილიელის არენდის წესით აყვანის ვარიანტიც მოსწონთ.

საგულისხმოა ისიც, რომ რაფინიას ადრეც ჰქონდა “კამპ ნოუს” დატოვების შანსები, მაგრამ ის არჩევანს მუდამ მშობლიურ კლუბში დარჩენაზე აკეთებდა.

“ატლეტიკო” “ბარსელონას” ფანებს ბილეთის ყიდვის უფლებას არ აძლევს

ესპანეთის ლა ლიგის მერვე ტურის ცენტრალური მატჩი 14 ოქტომბერს, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ათლეტები” კატალონიის “ბარსელონას” დამარცხებას შეეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის “ატლეტიკოს” ახალ სტადიონზე კატალონიელთათვის განკუთვნილი სექტორის ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია, რასაც მადრიდული კლუბი საორგანიზაციო საკითხებში არსებულ პრობლემებს აბრალებს. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია, რომ კატალონიელებს კიდევ უფრო აღიზიანებს.

უცხოურ პრესაში კი ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ესპანეთში არსებული დაძაბული სიტუაციის გამოძახილია და რომ “როხიბლანკოს” მესვეურები მაქსიმალურად ცდილობენ ყველანაირი სახის კონფლიქტის არიდებას, რაც ძალიან რთული იქნება.

“მილანი” “ბარსელონელის” ტრანსფერში 15 მილიონს იხდის

სექტემბრის თვეში “მილანის” ფეხბურთელმა, ანდრეა კონტიმ საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ფეხბურთს მომდევნო ექვსი თვის მანძილზე ვეღარ ითამაშებს.

გამომდინარე იქიდან, რომ კონტი განახლებულ “როსონერიში” ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მისი ტრავმა იტალიელთათვის დიდი დარტყმაა. კლუბის ხელმძღვანელები მისი შემცვლელის დამატებას იანვარშივე გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “მილანის” აღმასრულებელი დირექტორები “ბარსელონას” მარჯვეა მცველის, ალეიშ ვიდალის ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ და მზად არიან, “ბარსელონელთა” საბანკო ანგარიშზე 15 მილიონი ევრო გადარიცხონ.

შეგახსენებთ, რომ ალეიშ ვიდალი “კამპ ნოუზე” 2015 წლის ზაფხულში გამოჩნდა. მიმდინარე სეზონში კი 28 წლის ფეხბურთელმა შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლით დაგვამახსოვრა თავი.

ბართომეუ: “ბარსელონა” ლა ლიგის დატოვების ვარიანტს განიხილავს”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში შესაძლოა, “ბარსელონამ” ლა ლიგაში აღარ ითამაშოს.

“ბუნებრივია, ახლა ამ სიტუაციაზე არ ვფიქრობთ, რადგანაც გადაწყვეტილი არაფერია.

თუ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც დაგეგმილია, ლა ლიგიდან წასვლის ვარიანტს დირექტორთა საბჭო აუცილებლად განიხილავს. ეს ისეთი რამაა, რაზეც ცივი გონებით უნდა ვიმსჯელოთ.

ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით დაუფიქრებლობა არ გამოგვადგება, სიდინჯე გვმართებს. თუმცა ერთი რამ ფაქტია, ამის საკმაოდ რეალური შანსი არსებობს,” – აცხადებს ბართომეუ.

ფიფამ შესაძლოა, ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთოს

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ (FIFA) ესპანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით (რეფერენდუმი ესპანეთისა და კატალონიის გაყოფის თობაზე) საკუთარი პოზიცია საკმაოდ გარკვევით დააფიქსირა.

ყველაზე პოპულარული ესპანური გამოცემა, Marca ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “ფიფა” ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთით ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის სიტყვების მიხედვით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში ფედერაცია “ბარსელონასა” და სხვა კატალონიურ კლუბებს ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში თამაშის უფლებას არ მისცემს.

ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციაში თვლიან, რომ მსგავსი ნაბიჯი სრულიად გაუმართლებელია და რომ პოლიტიკა ფეხბურთში არ უნდა ერეოდეს.

დისკვალფიიკაციის შემთხვევაში, ესპანეთის ნაკრები ოფიციალურ მატჩებში, ხოლო ესპანური კლუბები ფიფას ეგიდით გამართულ თამაშებში ვერ შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.

ვალვერდე გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს

ერნესტო ვალვერდე, რომელიც ივნისის თვიდან აკვირდება “ბარსელონას” მიერ განხორციელებულ სპორტულ ქმედებებს სატრანსფერო ბაზარზე, თვლის, რომ გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა უნდა დატოვოს.

მიუხედავად იმისა, რომ “ბლაუგრანას” სპორტული დირექტორები მუდმივად ეკითხებოდნენ მას აზრს, ის მაინც ჩუმად ყოფნას ამჯობინებდა. შესამჩნევია, რომ ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილ თავკაცს დიდი მოთხოვნები არ გააჩნია.

Sport.es-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ვალვერდე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფეხბურთელის დამატების ნაცვლად გუნდიდან რამდენიმეს გაშვებას გეგმავს.

ვალვერდეს აზრით, ვარჯიშზე ბევრი ფეხბურთელი მონაწილეობს. სავარაუდოდ, ამ მიზეზით, “კამპ ნოუს” იანვარში ვერმალაენი და თურანი გამოემშვიდობებიან და შანსები ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცემათ.

პაულინიო:”მესი მოვიდა და მითხრა”

ბრაზილიისა და  “ბარსელონას” ნახევარმცველმა პაულიონიომ, საკმაოდ საინტერესო განცხადბა გააკეთა.

მისი თქმით, როდესაც ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში არგენტინას უპირისპირდებოდა, ერთ-ერთ ეპიზოდში მასთან მესი მივიდა და კითხა:”გადმოხვალ “ბარსელონაში”? პაულინიომ კი, უპასუხა:”თუ შენ ჩემი წაყვანა გსურს, ეს შეგიძლია.”

“ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი რა მოხდებოდა. თამაშის შემდეგ მაისურები გავცვალეთ, დღეს კი, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.”

“ეს იყო უნიკალური შანსი ჩემთვის, როდესაც “ბარსელონას” მსგავს გუნდს, ჩემი დამატება ჩინეთიდან სურდა. მე საკმაოდ ახლოს ვიყავი ფელიპე სკოლარისთან და დიდი მადლობა მას მხარდაჭერისთვის.”

“ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა წასვლის ნება, რომ არ მოეცათ, რადგან ცხოვრებაში მსგავსი შანსი, მხოლოდ ერთხელ გვეძლევა.”

კატალონიის სპორტის მინისტრის თქმით შესაძლოა, “ბარსელონამ” პრემიერ ლიგაში ითამაშოს

კატალონიის სპორტის მინისტრი, ჟერარ ფეგუერასი პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, კატალონიური კლუბები შესაძლოა, სხვა ქვეყნის ჩემპიონატებშიც ვიხილოთ.

“კატალონიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემთხვევაში, კატალონიურ კლუბებს, რომლებიც ამ დროისთვის ლა ლიგაში ასპარეზობენ, უფლება ექნებათ აირჩიონ, თუ რომელ ჩემპიონატში გააგრძელებენ გამოსვლას – იქნება ეს ესპანეთის ჩემპიონატი, თუ მეზობელი ქვეყნების, იტალიის, საფრანგეთისა ან თუნდაც პრემიერ ლიგაში ითამაშებენ.

ესპანეთში დღესაც თამაშობენ სხვა ქვეყნის კლუბები: ანდორული კლუბები ფეხბურთისა და კალათბურთის ოფიციალურ ლიგებში იღებენ მონაწილეობას. “მონაკო” საფრანგეთში თამაშობს, უელსური კლუბები კი ინგლისში. არამგონია, უეფამ რაიმე პრეტენზია გამოთქვას ჩვენი კლუბების სხვა ჩემპიონატში გაწევრიანების თაობაზე,” – აცხადებს კატალონიის სპორტის მინისტრი.