დენის სუარესი: “მინდა, “ბარსას” ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი ვიყო”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, დენის სუარესმა ესპანურ ტელევიზიასთან ინტერვიუ ჩაწერა. 23 წლის სპორტსმენის დიდი სურვილია, რომ კლუბში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდეს.

“ბარსას” დატოვებაზე არასდროს მიფიქრია. გასულ ზაფხულში ორი შემოთავაზება მქონდა, თუმცა არც კი განმიხილავს. ვიცი, რომ მწვრთნელი და ფეხბურთელები მენდობიან. ბედნიერი ვარ იმ გარემოთი, რომელშიც მიწევს განვითარება. მინდა, მაღალ დონეზე ავიდე და კლუბში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე.”

“ჩემი მიზანია ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ქცევა. ამისთვის ბრძოლას იქამდე არ შევწყვეტ, სანამ მას არ მივაღწევ. ალბათ, წინაზე უკეთესი ახალი სეზონია. რამდენიმე თამაში სასტრატოში დავიწყე და გოლებიც გავიტანე. გაჩერებას არ ვაპირებ, მინდა მწვრთნელს უფრო მეტად ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები და გაცილებით ბევრი თამაში დავიწყო ძირითადში,” – აცხადებს სუარესი.

ავტოგოლები – “ბარსელონას” მეორე “ბომბარდირი”, მესის შემდეგ

ლა ლიგაში სულ ექვსი ტური ჩატრადა. კატალონიის “ბარსელონამ” ყველა მათგანის მოგება მოახერხა და ახლა ესპანეთის ჩემპიონატს 18 ქულით ლიდერობს.

შესანიშნავ ფორმაში იმყოფება “ბლაგურნას” ლიდერი, ლიონელ მესი, რომელმაც უკვე ცხრა გოლს მოუყარა თავი. თუმცა, სხვა ფეხბურთელები ამ მხრივ, კარგი სტატისტიკით ვერ გამოიყურებიან. რაც არ უნდა კომიკური იყოს, “ბარსას” ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე ავტოგოლებია. კატალონიელებს მეტოქეები თავიანთ კარში გატანილი გოლებით უკვე სამჯერ დაეხმარნენ. პირველი ასეთი შემთხვევა სადებიუტო ტურში, “რეალ ბეტისთან” იყო. ხოლო, უკანასკნელ შეხვედრაში “ჟირონას” ფეხბურთელებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს.

“ბარსას” ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება

ლიონელ მესი – 9 გოლი

ავტოგოლები – 3 გოლი

დენის სუარესი – 2 გოლი

პაულინიო –  2 გოლი

სერხი რობერტო – 1

ლუის სუარესი – 1

პიკე – 1

 

ხორდი ალბა: “მწვრთნელს გუნდის თამაში იდეალურისკენ მიჰყავს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეექვსე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” “ჟირონას” ესტუმრა და მეტქოე ანგარიშით, 3:0 იმარჯვა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” მარცხენა მცველი, ხორდი ალბა ესაუბრა.

“მწვრთნელს გუნდის თამაში იდეალურისკენ მიჰყავს. კარგია, რომ ყველა ფეხბურთელს ეძლევა ასპარეზობის შანსი. ვალვერდე შესანიშნავად მუშაობს. ჩვენ მშვენიერი ურთიერთგაგება გვაქვს.”

“მომწონს ის სტილი, რომლითაც ახლა ვთამაშობთ. მსოფლიოში ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, რომლის მიხედვითაც მოედანზე შეიძლება, იხელმძღვანელო, თუმცა ვგრძნობ, ეს ჩვენთვის იდეალური სტილია. ამ გუნდის ნაწილი ვარ და მიხარია, რომ ახალ წარმატებებში წვლილის შეტანა შემიძლია,” – აცხადებს ალბა.

“რეალმა” “ბარსელონას” რეკორდი დაამხო

მადრიდის “რეალი” ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში ბოლოადგილოსან “ალავესს” დაუპირისპირდა. შეხვედრაში ანგარიში დანი სებალოსმა, თამაშის მეათე წუთზე გახსნა, რითიც “სამეფო კლუბმა” “ბარსელონას” რეკორდის გაუმჯობესება შეძლო.

საქმე ისაა, რომ ეს პრიმერა დივიზიონი ზედიზედ 33-ე გასვლითი მატჩია, რომელშიც მადრიდულმა გრანდმა გოლის გატანა შეძლო. “ბარსელონას” სერია კი 32 მატჩს მოიცავდა.

ზინედინ ზიდანის ბიჭები ლა ლიგაში მომდევნო საგარეო მატჩს “ხეტაფეს” წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც ბოლო დროს არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება.

ობამეიანგი დემბელეს ქმედებებს ამართლებს

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი ლიდერ, პიერ ემერიკ-ობამეიანგი დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი, უსმან დემბელე “ბარსელონაში” საკუთარ კვალს დატოვებს და იქ წარმატებების მიღწევა არ გაუჭირდება.

“მისმა ტრანსფერმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. რამდენადაც მე ვიცი, კლუბებმა შეთანხმებას მარტივად მიაღწიეს. დორტმუნდის “ბორუსია” მას დარჩენას ვერ აიძულებდა, თუ “ბარსელონას” ამ ტრანსფერის განხორციელების სურვილი გააჩნდა.

მართალია, რომ მან თავისი ქმედებებით სიტუაცია უფრო გაამწვავა, მაგრამ მისი მაინც მესმის. ის ჩემი მეგობარია და მჯერა, რომ “ბარსელონაში” საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება არ გაუჭირდება.

მას უკვე ვესაუბრე და მითხრა, რომ ლაზარეთიდან ორ თვეში დაბრუნდებოდა. დემბელე საკმაოდ სწრაფად გადის ადაპტაციის პროცესს, რაც მას “ბარსელონაშიც” გამოადგება,” – აცხადებს ობამეიანგი.

კარიკატურა: “რეალსა” და “ბარსელონას” შორის სხვაობა შვიდი ქულაა

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “რეალ ბეტისი” მიიღო და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ “რეალსა” და “ბარსელონას” შორის სხვაობა შვიდი ქულა გახდა.

გთავაზობთ ZEZO-ს სახალისო კარიკატურას.

 

“რეალის” ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო ოცი წლის მანძილზე

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “რეალ ბეტისი” მიიღო და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის სამი საშინაო მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხეს. მათ “ვალენსიასთან” (2-2) და “ლევანტესთან” (1-1) ფრე ითამაშეს, ხოლო უკვე ნახსენებ “რეალ ბეტისთან” სანაბრიას მიერ, შეხვედრის მეოთხე დამატებით წუთზე გატანილი თავურით დამარცხდნენ. ასეთი ცუდი შედეგი ბოლოს “ბლანკოსს” 1996/1997 წლების სეზონში ჰქონდა. მაშინ “თეთრებმა” ორი საშინაო დაპირისპირება წააგეს და ერთი ფრეც გააგორეს.

ამჟამად, “რეალს” რვა აქულა აქვს და შვიდით ჩამორჩება მოსისხლე მტერ “ბარსელონას”.

“ბარსელონას” ფეხბურთელებმა უსმან დემბელეს სოლიდარობა გამოუცხადეს (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, უსმან დემბელემ ლა ლიგა სანტანდერის მეოთხე ტურის შეხვედრაში ტრავმა მიიღო. ფრანგმა ახალგაზრდამ უკვე გაიკეთა ოპერაცია. ახლა მას სამიდან ოთხ თვემდე მოუწევს სარეაბილიტაციო კურსის გავლა.

გუშინ “ეიბართან” შეხვედრის წინ “ბარსას” მოთამაშეებმა საკუთარ თანაგუნდელს სოლიდარობა გამოუცხადეს მაისურებით, რომელზეც ეწერა: “გამხნევდი, უსმან”.

 

ლიონელ მესიმ საკუთარი რეკორდი დაამხო

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში “ბარსელონამ” “ალავესს” ანგარიშით, 6-1 სძლია. პოკერი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელმაც მე-20, 59-ე, 62-ე და 87-ე წუთებზე აიღო მარკო დმიტროვიჩის კარი.

საგულისხმოა, რომ ლეოს გუშინდელი შეხვედრის შემდეგგ, ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის ხუთ შეხვედრაში ცხრა გოლი დაუგროვდა. მან ამით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2011/2012 წლების სეზონის დასაწყისში დაამყარა. მაშინ არგენტინელმა პირველ ხუთ მატჩში რვაჯერ მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა.

ხოლო, მესის პირადი რეკორდი ყველა დროის საუკეთესო შედეგი არაა. საწყის ხუთ შეხვედრაში ათი გოლის გატანა პრუდენმა, მარსელინო კამპანალმა და პაჰინომ შორეულ წარსულში მოახერხეს.

პაულინიო: “ბედნიერი ვარ იმით, რომ “ბარსელონაში” ასე მიმიღეს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” “ეიბარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 6-1 დაამარცხა. ერთ-ერთი გოლის ავტორი ბრაზილიელი პაულინიო გახდა, რომელმაც დენის სუარესის პასით გაიტანა.

სამხრეთამერიკელმა საყრდენმა ნახევარმცველმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ბედნიერი ვარ იმით, რომ “ბარსელონაში” ასე მიმიღეს. ასეთი დონის ფეხბურთელებთან თამაში სასიამოვნოა. ასევე, ისინი ადაპტაციაში მეხმარებიან.”

“მახარებს ის დადებითი დამოკიდებულება, რომელიც გულშემატკივრებს ჩემს მიმართ აქვთ. თუმცა, მათი იმედების გამართლებას ყოველთვის უნდა შევეცადო მოედანზე. მინდა, თანაგუნდელებს დავეხმარო, რომ დიდ მიზნებს მივაღწიოთ. მესი? იღბლიანი ხარ, როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით გიწევს თამაში,” –  აცხადებს პაულინიო.

დენის სუარესი: “იმედი მაქვს, სათამაშო დრო ისევ მექნება და გოლების გატანას გავაგრძელებ”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” “ეიბარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 6-1 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ასპარეზობა “ბლაგურნას” ფეხბურთელმა, დენის სუარესმა. მან 38-ე წუთზე პაულინიოს გაუკეთა საგოლე გადაცემა. ხოლო, 53-ეზე თვითონ გაიტანა. ასევე, პოკერი შეასრულა ლიონელ მესიმ. შეხვედრის შემდეგ სუარესი ჟურნალისტებს ესაუბრა.

“ბედნიერი ვარ იმ შედეგით, რომელისაც დღეს მივაღწიეთ. სასიამოვნოა, როცა შენი კლუბის წარმატებაში წვლილი შეგაქვს. იმედი მაქვს, თამაშს და გოლების გატანას გავაგრძელებ. მეტოქეს 0-0-ზე რამდენიმე შანსი ჰქონდა, რომ ანგარიში გაეხსნა. თუმცა, პირველი გოლის შემდეგ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ჩვენ გვსურდა.”

“მესი ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებს. ცალკე სიამოვნებაა მისი თამაშის ცქერა, ლეოს გვერდზე ასპარეზობა კი ყველასთვის სანატრელია. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამაში ეჭვია არავინ უნდა შეიტანოს,” – განაცხადა სუარესმა.

ვალვერდემ მესის შეაქო: “ის ექსტრაორდინალურია”

საშინაო კედლებში “ეიბარის” განადგურების (6-1) შემდეგ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პოკერის ავტორის, ლეო მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“მესი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს საფეხბურთო მოედანზე. მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, შეუძლია მაშინვე იქ გაჩნდეს, სადაც საჭიროა. ის ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, სიტყვები არ მყოფნის მის აღსაწერად.

რაც შეეხება მეტოქეს, “ეიბარი” საკმაოდ ძლიერი და შეკრული გუნდია. ერთი შეხედვით, ადვილად მოვიგეთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ ყოფილა. იყო მომენტები, როდესაც მეტოქე მნიშვნელოვნად გვავიწროვებდა,” – აცხადებს ბილბაოს “ატელტიკის” ექს-დამრიგებელი.

გეტყვით იმასაც, რომ ლა ლიგაში ჩატარებული ხუთი მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილს “ბარსელონა” ლიდერობს 15 ქულით.