დემბელეს ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა

უსმან დემბელემ ლა ლიგა სანტანდერის წინა ტურის შეხვედრაში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ, ტრავმა მიიღო. ფრანგ ფეხბურთელს ოპერაცია დღეს ჩაუტარდა.

როგორც კატალონიელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება, უსმანის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ პროცესს ქირურგი, საკარი ორავა ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, 20 წლის ახალგაზრდის ბარძაყს საფრთხე აღარ ემუქრება.

როგორც ცნობილია, დემბელე სამიდან ოთხ თვემდე ვადაში დაუბრუნდება მოედანს.

დემბელეს ტრავმამ შესაძლოა, “ბარსელონას” 10 მილიონი ევრო დააზოგინოს

ლა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” “ხეტაფე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრის 25-ე წუთზე საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო უსმან დემბელემ, რის გამოც 3-4 თვით მოუწევს უქმობა.

მართალია, “ბარსელონას” ქომაგთათვის ეს ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, არის ერთი დადებითი მხარეც – დემბელეს ტრავმის წყალობით, “ბარსელონა” 10 მილიონი ევროს ეკონომიას გააკეთებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ბორუსიასა” და “ბარსელონას” მიერ გაფორმებულ კონტრაქტში არის სპეციალური პუნქტი: თუ ფრანგი ვარსკვლავი სადებიუტო სეზონში 50 მატჩში მიიღებს მონაწილეობას, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” დამატებით 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს გერმანელთათვის.

შეგახსენებთ, რომ დემბელეს ტრანსფერი “ბარსას” 105 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც შესაძლოა, ბონუსების სახით კიდევ 40 მილიონი დაემატოს.

“ბარსელონა”: ვიდალი და ვერმაელენი დაბრუნდნენ, უმტიტი “ეიბართან” არ ითამაშებს

ხვალ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” “ეიბარს” მიიღებს.

ერნესტო ვალვერდემ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებმაც შესაძლოა, აღნიშნულ მატჩში ითამაშონ. საგულისხმოა, რომ ამ ჩამონათვალში არაა სამუელ უმტიტი, რომელსაც მთავარმა მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა. სამაგიეროდ, ლაზარეთს ორი ფეხბურთელი, ალეიშ ვიდალი და ტომას ვერმაელენი გამოაკლდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ეს უკანასკნელი ან ხავიერ მასკერანო ჩაანაცვლებს ნახსენებ ფრანგ ცენტარლურ მცველს.

აქვე გეტყვით, რომ შეხვედრა თბილისის დროით 20 სექტემბერს, 00:00 საათზე (ხვალ საღამოს) გაიმართება.

ვალვერდე: “გამოცდილი ფეხბურთელი ისეთ მოძრაობას არ გააკეთებდა, რაც დემბელემ ტრავმის დროს ქნა”

ლა ლიგა სანტანდერის უკანასკნელ ტურში კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა, უსმან დემბელემ საკუთარი არასწორი მოძრაობით თავი დაიზიანა, რის გამოც იგი სამიდან ოთხ თვემდე იუქმებს.

“არ ვიცი, რა მოხდება მის ტრავმასთან დაკავშირებით. მინდა, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს უსმანი მოედანზე. ცხადია, რომ დემბელე არის ფეხბურთელი, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემა კუნთზე და ასეთი მკურნალობის გამოცდილება არ აქვს.”

“ჩემი აზრით, გამოცდილი ფეხბურთელი არასდროს გააკეთებდა იმ მოძრაობას, რომელიც მან გააკეთა. თუმცა, ახლა მთავარია, იგი მოთმინებით იყოს და ნელ-ნელ გამოჯანმრთელდეს. მისი სწორი მკურნალობა და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესი, ახლა მნიშვნელოვანია,” – აცხადებს ვალვერდე.

 

 

უსმან დემბელე სამიდან ოთხ თვემდე იუქმებს

ძალიან ცუდი ინფორმაცია ვრცელდება კატალონიის “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის.

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეოთხე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” “ხეტაფე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2 :1 დაამარცხა. შეხვედრის 25-ე წუთზე დაზიანება მიიღო უსმან დემბელემ, რომლის ნაცვლად მოედანზე ჟერარდ დეულოფეუ შემოვიდა.

როგორც ესპანური პრესა იუწყება, 20 წლის ფრანგის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. მას მარცხენა ბარძაყზე აქვს დაზიანება, რის გამოც სამიდან ოთხ თვემდე უქმობა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ დემბელე გასულ ზაფხულში 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა “ბორუსიადან” “ბარსელონაში”.

უსმან დემბელეს პირველადი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, უსმან დემბელემ, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ, “ხეტაფესთან” ტრავმა მიიღო (1:2). 20 წლის თავდამსხმელმა დაზიანება მატჩის 29-ე წუთზე მიიღო, ის ჟერარ დეულოფეუმ შეცვალა.

როგორც ცნობილი ხდება, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალწვეულს უკვე ჩაუტარდა პირველადი შემოწმება. ექიმების ცნობით, დემბელეს მარცხენა მუხლის მყესი აქვს დაზიანებული.

მსგავსი დაზიანების სამკურნალოდ კი დაახლოებით სამი კვირაა საჭირო. დემბელეს დაბრუნების ზუსტი თარიღი კი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფეხბურთელს დაწვრილებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

უსმან დემბელემ გასული სეზონი დორტმუნდის “ბორუსიაში” გაატარა, სადაც 32 მატჩში ექვსი გატანილი გოლითა და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

“ბარსელონამ” “ხეტაფე” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგის  მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა.

ხეტაფეში, ადგილობრივმა “ხეტაფემ” კატალონიური “ბარსელონა” მიიღო. ანგარიში 39-ე წუთზე შიბასაკიმ გახსნა. ამის შემდგე მასპინძლები დიდიი ხნის მანილზე იგებდნენ.

62-ე წუთზე დენის სუარესმა გაათანაბრა. 77-ე წუთზე რაკიტიჩის ნაცვლად მოედანზე პაულინიო შემოვიდა, რომელმაც ზუსტად შვიდ წუთში გამარჯვების გოლი შეაგდო.

საბოლოოდ, “ბარსამ” ანგარიშით, 2-1 მოიგო.

“ბლაგურნა” 12 ქულით პირველზეა. “ხეტაფეს” 4 ქულა აქვს და მეთერთმეტეზეა.

ივან რაკიტიჩი: “სუპერ თასზე წაგებამ უფრო ერთიანი გუნდი გაგვხადა”

კატალონიის “ბარსელონამ” აგვისტოს თვეში (13 და 16 რიცხვებში) ესპანეთის სუპერ თასზე მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გაიბრძოლა და ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 1:5 დამარცხდა.  ამის შემდეგ “ბლაგურნამ” ოთხი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და სამი ლა ლიგაში, ერთი კი ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო.

ესპანელთა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ჟურნალისტებთან კლუბის ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

“გასულ თვეში სუპერ თასი წავაგეთ, რამაც ჩვენზე, ერთ მხრივ, დადებითად იმოქმედა: გუნდი უფრო ერთიანი გახდა. ამაზე მეტყველებს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგები. “იუვენტუსთან” მატჩს დიდ ყურადღებას ვაქცევდით, რადგან სწორედ მათ გამოგვთიშეს წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან. ვფიქრობ, რომ იმ თამაშთან დაპირისპირება, რაც იტალიელებთნა ვაჩვენეთ, ნებისმიერ კლუბს გაუჭირდება.”

“ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები დავიმატეთ და მათთან ერთად ვეცებით დიდი მიზნების მიღწევას. მწვრთნელი? ყველა სპეციალისტს თავისი იდეები აქვს. ვთვლი, რომ ერნესტო ვალვერდე მენდობა. თავს კომფორტულად ვგრძნობ და ვეცდები, ჩემი ადგილი შევინარჩუნო,” – აცხადებს ხორვატი.

კარიკატურა: მესიმ “იუვენტუსს” მარტომ მოუგო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქეს ანგარიშით, 3:0 სძლია. დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელმაც საოცარი შეხვედრა ჩაატარა.

ომარ მომანის აზრით, ასეთ ფორმაში მყოფი მესი მარტოც მოუგებდა “იუვეს”.

 

იგუაინი უეფას სასჯელს გადაურჩა (ფოტო)

უეფას დისციპლინარული კომიტეტი ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის დასჯას არ აპირებს, რომელმაც “ბარსელონას” ფანებს თამაშის დასრულების შემდეგ შუა თითი უჩვენა.

როგორც იცით, იგუაინი ადრე “რეალის” ღირსებას იცავდა, რის გამოც კატალონიელ გულშემატკივარს ის ძალიან არ უყვართ და მის მიმართ მუდმივად გულგრილად არიან განწყობილები. მატჩის ბოლოს, წაგებით იმედგაცრუებულმა იგუაინმა თავი ვერ შეიკავა გულშემატკივართა ბილწ შეძახილებს შუა თითის ჩვენებით უპასუხა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრების” წინააღმდეგ გონსალოს 21-ჯერ აქვს ნათამაშები და მათ კარში მხოლოდ სამი გოლი აქვს გატანილი.

ვალვერდე: “სუპერთასის წაგების შემდეგ, კარგ ფორმაში შევედით და “იუვესაც” მომზადებულები ვხვდებით”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს.

შეხვედრის წინ, “ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“თავიდანვე გეტყვით, რომ ჯერ არ ვიცი, დაიწყებს თუ არა უსმან დემბელე პირველივე წუთიდან თამაშს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სრულიად მზად იქნება. ის კარგად ვარჯიშობს და გუნდთან ნელ-ნელა ინტეგრირდება.”

“სუპერთასზე დამარცხება დავიწყებას მიეცა, ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაში ვართ. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია. პროგრესირება და გამარჯვებულის პოზიციაზე ყოფნა გვსურს.”

“გასულ უქმეებზე 5-0 ვიმარჯვეთ, გვინდა რომ ყველა ტურნირზე დამაჯერებლად მოვიგოთ და ასე გავაგრძელოთ სვლა. ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას. “ბარსა” რამდენიმე სეზონის მანძილზე გახდა ჩემპიონი და ახლაც იგივე გვსურს. ჩვენ დღეს უძლიერესი კლუბის წინაარდეგ ვითამაშებთ. მათ ბონუჩი დაკარგეს, რაც ხელს გვაძლევს. დიდი ხანი არ გასულა, რაც ერთმანეთს ვეთამაშეთ. “იუვე” ბურთს კარგად ამოძრავებს და პრესინგსაც სწორად თამაშობს. ჩვენ დომინირებას და მათ დამარცხებას შევეცდებით” – აცხადებს ვალვერდე.

მასიმილიანო ალეგრი: “დღეს “ბარსელონას” დამარცხება გვსურს”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს.

პრინციპული დაპირისპირების წინ, იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რაც მათ არაპროგნოზირებადს ხდის, ეს არის კლუბში მოთამაშე ფეხბურთელები და არა სათამაშო სისტემა. მაგალითად, ინიესტა, დემბელე… კარგი თამაში უნდა ჩავატაროთ. “ბარსელონამ” შესანიშნავად დაიწყო სეზონი და ახლა “რეალზე” ოთხი ქულით მაღლაა. ვფიქრობ, ისინი მსოფლიოში “ბლანკოსთან” ერთად საუკეთესოები არიან. როცა “ბარსელონა” პრესინგს მიმართავს, შევეცდებით, შემოქმედებითად ვითამაშოთ.”

“მიზანი, თავიდანვე, გოლის გატანა იქნება. ამ კლუბს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ეს არაა შეხვედრა, რომელიც გადაწყვეტს ჯგუფში პირველი ადგილის ვინაობას. თუმცა, ჩვენ მათ დამარცხებას შევეცდებით,” – აცხადებს იტალიელი.