ბარტომეუ: “როცა ტიტულს ვიგებთ, ცდილობენ, რომ ხალხს უარყოფით რამეზე გადაატანინონ ყურადღება”

ამ სეზონში კატალონიის “ბარსელონამ” ლა ლიგა და ესპანეთის სამეფო თასი მოიგო. “ბლაგურნას” პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ ამბობს, რომ კლუბისთვის ცუდის მსურველები ცდილობენ, ხალხს “ბარსელონას” წარმატებები დაავიწყონ და სხვა რამეზე გადაატანინონ ყურადღება.

“როცა ვიგებთ რამეს, ზოგი მსაჯებზე, ზოგი საპატიო დერეფანზე და სხვადასხვა თემაზე საუბრობს, რათა გულშემატკივრებმა ჩვენს მიღწევებზე დიდი ყურადღება აღარ გაამახვილონ. ისინი წარმოქმნიან დაპირისპირებას და ამით ხალხის კონცენტრირებას ახდენენ უარყოფითზე. თუმცა, ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გავქვს და მისგან განრიდებას ვცდილობთ. მხოლოდ, საქმე გვაინტერესებს, რომელიც, რაც შეიძლება, მეტი ტიტულის მოპოვებას გულისხმობს.”

“ვალვერდემ მოლოდინებს გადააჭარბა. ის ჯერ, მხოლოდ, ერთი წელია გუნდს წვრთნის. თავისი ტალანტით ყველას პატივისცემა და მხარდაჭერა დაიმსახურა. ერნესტომ ამ წარმატებებს მას შემდეგ მიაღწია, რაც ნეიმარმა გუნდი დატოვა და ესპანეთის სუპერთასზე “რეალთან” დავმარცხდით. ამიტომ, მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ,” – ამბობს ბარტომეუ.

“ლევანტემ” მიზანში მოარტყა: “ბარსა” ლა ლიგაში მაინც დამარცხდა! (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 37-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ვალენსიას “ლევანტემ” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონა” მიიღო.

საკმაოდ დაძაბული მატჩი მასპინძლებმა მოულოდნელად დაიწყეს: მეცხრე და 30-ე წუთებზე ემანუელ ბოატენგმა დუბლი შეასრულა. უმცა, 38-ეზე ფილიპე კოუტინიომ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. მეორე ნახევარში, 46-ე წუთზე ენის ბარდიმ ისევ ორბურთიანი გახადა სხვაობა. ამას მოჰყვა ჯერ ბოატენგის, შემდეგ ისევ ბარდის გოლები. 56-ე წუთზე “ბარსა” ანგარიშით, 1-5-ს აგებდა. 59-ე და 64-ე წუთებზე კოუტინიომ ორი ბურთი გაქვითა. ამას მოჰყვა ლუის სუარესის გოლი, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, 71-ე წუთზე.

საბოლოოდ, შეხვედრა 5-4 დასრულდა. შესაბამისად, “ბარსელონა” ვეღარ მოახერხებს ლა ლიგის წაუგებლად დასრულებას.

 

ვალვერდე: “მხოლოდ ამ მიზანზე ვართ კონცენტრირებულნი”

ხვალ ლა ლიგა სანტანდერის 37-ე ტურში “ლევანტე” “ბარსელონას” დაუპირისპირდება. “ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ლა ლიგა მოვიგეთ და ახლა ახალი გამოწვევები გვჭირდება. ასეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე მიმდინარე ტურნირი, შეგვიძლია, წაუგებლად დავასრულოთ. ვნახოთ, თუ ამის გაკეთებას მოვახერხებთ. ეს ნამდვილად ისტორიული იქნება. როცა სეზონი სრულდება, ცდილობ, ყველაფერი გააკეთო, ყველაფერი მოიგო. ხოლო, ბოლო მატჩებში კი, მოტივაციის ნაკლებობაა. ახლა, ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელიც არცერთ სხვა მეტოქეს არ გააჩნია. სწორედ ამაზე ვარ ფოკუსირებული.”

“ყოველთვის ვფიქრობდი, რომ “ლევანტეს” გაცილებით მაღალ პოზიციაზე შეეძლო, დაესრულებინა ტურნირი. მათ ბოლო კვირებში ქულათა დაუჯერებელი რაოდენობა მოაგროვეს. ახლა, მშვიდად და თავდაჯერებულად არიან,” – ამბობს ვალვერდე.

“ბაიერნმა” “ბარსელონას” მეკარეს დაადგა თვალი

კატალონიის “ბარსელონას” მეკარე, იასპერ სილესენი, რომელსაც “კამპ ნოუზე” საკმარის სათამაშო დროს არ აძლევენ, “რეკორდმაისტერის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

წყაროს ცნობით, “ბაიერნი” უკმაყოფილოა ულრაიხის თამაშით და ბუნებრივია, გერმანული კლუბის ხელმძღვანელები 29 წლის მეკარეს მანუელ ნოიერის შემვლელად განიხილავენ.

სილესენის ტრანსფერით ამავდროულად ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც არიან: “ნაპოლი”, “ატლეტიკო” და “ლივერპული”. მის გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში 60 მილიონი ევროა მითითებული.

ფილიპე ლუიში: “ასი მილიონი გრიზმანისთვის ძალიან ცოტაა”

საფეხბურთო სამყაროში უკვე ძალიან ბევრს საუბრობენ ანტუან გრიზმანის მომავალ ტრანსფერზე. სახელდება ის თანხაც, რაც “ბარსელონამ” ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ უნდა გადაიხადოს – საუბარია 100 მილიონ ევროზე.

ამ თემაზე მისმა თანაგუნდელმა, ფელიპე ლუიშმა ისაუბრა:”სიმართლე რომ ვთქვათ, ასი მილიონი ევრო გრიზმანისთვის ძალიან ცოტაა. მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობთ, რადგანაც წინ ევროპა ლიგის ფინალია. ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა.

მიმდინარე სეზონში ის ნამდვილად საუკეთესო იყო ჩვენს რიგებში, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ჩვენ დავეხმარეთ. იმედია, თავის რეალურ ძალას ფინალშიც გამოავლენს,” – აცხადებს ესპანელი ფეხბურთელი.

“ბარსელონას” პრეზიდენტი “ელ კლასიკოს” მსაჯობას გამოეხმაურა

ბოლო დროს ფეხბურთელები და მწვრთნელები უარს ამბობენ მსაჯების გაკრიტიკებაზე. მაგრამ გასული “ელ კლასიკოს” მსაჯობაზე საუბრისგან თავი “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ბართომეუმემაც ვერ შეიკავა.

“ხშირ შემთხვევაში მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებით. სიმართლე გითხრათ, ჩვენს შეხედულებებს შორის ძალიან დიდი განსხვავებებია.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს გუნდს პრეზიდენტის ძალაუფლებით ვიცავთ. ჩვენი გადმოსახედიდან, ბოლო მატჩში მსაჯებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვეს.

ძალიან დიდი ხანია, რაც ამაზე საუბრისგან თავს ვიკავებთ, რადგანაც მათი სამუშაო ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ვიდეოგამეორების ტექნოლოგიის დანერგვა აუცილებელია,” – აცხადებს ბართომეუ.

კარიკატურა: არავითარი წაგება “ბარსას”!

ექვს მაისს ლა ლიგა სანტანდერის 36-ე ტურში მადრდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” ესტურმა და “კამპ ნოუს” ბინადრებთან ფრე, 2-2 ითამაშა. სწორედ ასე, ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში “ბლაგურნამ” არც 35-ე შეხვედრაში წააგო.

აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

ZEZO-ს კარიკატურა “ელ კლასიკოზე”

ექვს მაისს ლა ლიგა სანტანდერის 36-ე ტურში “ბარსელონამ” “რეალთან” მისია შეასრულა და არც ამ შემთხვევაში დამარცხდა. კატალონიელებმა წაუგებელი სერია შეინარჩუნეს.

აღნიშნულ თემაზე ZEZO კარიკატურას გვთავაზობს.

 

ბართომეუ: “საპრეზიდენტო ლოჟაში მსაჯობასთან დაკავშრებით უთანხმოება გვქონდა”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 36-ე ტურში მადრდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” ესტურმა და “კამპ ნოუს” ბინადრებთან ფრე, 2-2 ითამაშა. საგულისხმოა, რომ მატჩის შედმეგ კომენტარი გააკეთა “ბლაგურნას” პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ.

“საპრეზიდენტო ლოჟაში სხდომის დროს, ჩვენ ყოველთვის არ ვეთანხმებით მსაჯის გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით, ეს გოლებზე და თამაშგარეებზე ხდება. ვიცავთ საკუთარ გუნდებს და ამასთან დაკავშირებით ერთმანეთთანაც ვერ ვთანხმდებით ხოლმე. ასე იყო გუშინაც. ხშირად გვითქვამს, რომ არბიტრებზე არ ვისაუბრებდით. მათი სამუშაო ძალიან რთულია, რადგან ძალიან სწრაფად უწევთ, მიიღონ გადაწყვეტილებები. უკეთესი იქნება, თუ მათ დაეხმარებათ ვიდეო მსაჯი (VAR, ავტ.). სასიხარულოა, რომ ამ ტექნოლოგიას მომავალში გამოიყენებენ. ასე უფრო სამართლიანი იქნება ფეხბურთი,” – ამბობს ბართომეუ.

კაზემიროს კომენტარი “ელ კლასიკოს” დასრულების შემდეგ (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, კაზემირომ, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გამართული ძალიან დაძაბული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და მსაჯის უპატიებელ შეცდომაზე მიგვითითა.

“მთელი მატჩის განმავლობაში ვაკონტროლებდით სიტუაციას, თუმცა რონალდუს გასვლამ ცოტა არ იყოს, შეგვასუსტა. რაც შეეხება მარსელოს ეპიზოდს, მსაჯმა სუფთა პენალტი არ დაგვინიშნა,” – აცხადებს კაზემირო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩს ესპანელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესის მეთაურობით.

გაძევება, მსაჯის შეცდომები და ლამაზი გოლები სეზონის ბოლო “კლასიკოში” (ვიდეო)

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დაძაბული თამაში შედგა კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის.

კატალონიელებმა მატჩის პირველივე წუთებიდან იგდეს ხელთ უპირატესობა, რაც მოსალოდნელიც იყო. შეხვედრის დაწყებიდან 10 წუთი იყო გასული, როდესაც ლუის სუარესი დიდოსტატურად გაიხსნა მეტოქის საჯარიმოში და სერხი რობერტოს გადაცემას შესაბამისად გამეოხმაურა. ოთხი წუთის შემდეგ რონალდუმ ბენზემას გადაცემა გარდასახა გოლად და ანგარიშიც გაათანაბრა.

სამწუხაროდ, გოლის მომენტში კრიშტიანუ რონალდუმ ფეხი დაიზიანა, რის გამოც პირველ ტაიმში დისკომფორტის თანხლებით თამაშობდა. ტაიმის მიწურულს სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ამ წნეხს ვერ გაუძლო სერხი რობერტომ და მარსელოს გამოწვევაზე წამოეგო – ჩაარტყა მუშტი, რის გამოც მოედნიდან გააძევს.

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეხვედრის მეორე ნახევარში ათკაციანი “ბარსელონა” გაცილებით უფრო კარგად თამაშობდა, ვიდრე “რეალი”. თავისი გოლი გაიტანა ლეო მესიმაც, რასაც 72-ე წუთზე გარეტ ბეილმა უპასუხა – 2:2. მატჩის მიწურულს სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მაგრამ გუნდებმა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს.

ასე რომ, ესპანეთის ჩემპიონი “ბარსელონა” კვლავაც განაგრძობს დაუმარცხებელ სერიას, მადრიდელები კი დიდი კიევური ფინალისთვის იწყებენ მზადებას.


“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; ხორდი ალბა, უმტიტი, პიკე, რობერტო; ინიესტა (პაულინიო 58′), რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო (სემედუ 46′); სუარესი (პაკო 88′), ლეო მესი

მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

“რეალი”: კეილორ ნავასი; ნაჩო (ლუკას ვასკესი 69′), რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (კოვაჩიჩი 84′); გარეტ ბეილი, ბენზემა, კრიშტიანუ რონალდუ (ასენსიო 46′)

მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი


სუარესი:”მიხარია, რომ კლუბი გრიზმანის დონის ფეხბურთელებს იმატებს”

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელი ვარსკვლავის ლუის სუარესის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს Marca აჟღერებს, რომლის მიხედვითაც “ლურჯ-ბროწეულისფრები” ანტუან გრიზმანის ტრანსფერთან ძალიან ახლოს არიან.

“ბარსელონა” ყოველთვის ისეთი დონის ფეხბურთელებს იმატებს, როგორიც ანტუანი, კოუტინიო და დემბელე არიან. ისინი უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ. ანტუანი საკმაოდ დიდი ხანია, რაც მსოფლიო დონეზე ასპარეზობს.

ის “ატლეტიკოს” ნამდვილი ლიდერია და მისი თითოეული შეხება გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. აქ მას დიდი სიამოვნებით მივიღებთ. ის აქ ვინმეს შესაცვლელად არ მოვა, მას თავისი მიზნები აქვს და უნდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მაქსიმუმი გააკეთოს.

ძალიან მიხარია, რომ კლუბის ხელმძღვანელები ასეთ ფეხბურთელებს იმატებენ,”- ციტირებს სუარესის სიტყვებს Marca, რომელიც ურუგვაულ გამოცემებს ეყრდნობა.