რუჯერი: “მესიმ “ბარსელონაში” თამაშზე უარი უნდა თქვას და თავი მუნდიალს მიუძღვნას”

ოსკარ რუჯერი, 1986 წლის ტრიუმფატორი არგენტინის ნაკრების წევრი, ლიონელ მესის საკლუბო კარიერის დროებით დავიწყებისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ ახლა მან მხოლოდ მუნდიალზე უნდა იფიქროს.

“თქვენ გგონიათ, რომ მესის გარეშე “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი ვერ გახდება? მან ახლავე უნდა დაურეკოს “ბარსელონას” პრეზიდენტს და უთხრას, რომ “ბარსელონაში” თამაშზე უარს ამბობს და თავს მუნდიალს უძღვნის.

ამის შემდეგ, არგენტინის ნაკრების თავკაცსაც უნდა დაურეკოს და უთხრას, რომ მთლი ძალებით მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე იქნება კონცენტრირებული.

ჩვენი მაგალითი რომ განვიხილოთ, თითქმის 65 დღე გავატარეთ თანაგუნდელებთან ერთად მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატის მოგებამდე,” – აცხადებს არგენტინის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი.

“ბარსელონას” “სელტასთან” შეხვედრაში ოთხი ვარსკვლავი არ ეყოლება

სამშაბათს კატალონიის “ბარსელონა” ლა ლიგა სანტანდერის 33-ე ტურის შეხვედრაში ვიგოში “სელტას” ესტუმრება.

საგულისხმოა, რომ “ბალაიდოსზე” სასურველი მიზნის მიღწევაში “ბლაგურნას” სასტარტო შემადგენლობის ოთხი ფეხბურთელი არ ეყოლება. სერხიო ბუსკეტსს და ივან რაკიტიჩს ტრავმები აქვთ და ისინი გამოირიცხნენ. მწვრთნელს სურს, რომ ნახევამრცველები შაბათს, “კოპა დელ რეის” ფინალისთვის სრულად გამოჯანმრთლედნენ.

ხერარდ პიკეს, რამდენიმე კვირაა, მარჯვენა მუხლზე პრობლემა აქვს, თუმცა ის გამაყუჩებლებით თამაშობს. ახლა კი, მას დასვენების და გამოჯანმრთელების საშუალება მიეცემა. ასევე, დაისვენებს გუნდის კაპიტანი, ანდრეს ინიესტა.

33-ე ტურის შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კოუტინიო: “მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მის გვერდით თამაში დიდი პატივია”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ფილიპე კოუტინიომ პრესასთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის მესის გვერდით თამაშის მნიშვნელობაზეც.

“მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვთამაშობ, მაგრამ ძალიან მინდოდა, ჩვენ მოგვეგო. გული დამწყდა, ასე რომ გამოვვარდით. მე ამ გუნდის ნაწილი ვარ და ზუსტად იმავეს ვგრძნობ, რასაც გუნდი.

ადაპტაციის პერიოდს ვასრულებ, ნელნელა ვეჩვევი ახალ ფუნქციებს. ყოველთვის ვამბობდი, რომ “ბარსელონაში” ყველაფერი სხვანაირად არის. ჩემს სტილში გარკვეული ელემენტების შეცვლა მიწევს.

რაც შეეხებე ლეო მესის, ჩემი აზრით, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მის გვერდით თამაში ჩემთვის ძალიან დიდი პატივია,” – აცხადებს “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი.

სუარესი: “ფანები გაბრაზებული არიან, მაგრამ ჩვენც ძალიან განვიცდით”

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ “ბარსელონამ” შინ “ვალენსია” დაამარცხა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ჩემპიონობას. მატჩის შემდეგ კომენტარი “ბლაუგრანას” ერთ-ერთმა გოლეადორმა, ლუის სუარესმა, გააკეთა.

“ვიცით, რომ ფანები გაბრაზებულები არიან, მაგრამ ჩვენც ძალიან განვიცდით და უნდა გაგვიგონ. ისე გამოდის, რომ ჩემპიონატის მოგებას ფასი ეკარგება, რაც უსამართლობაა.

დიდი დარტყმა მივიღეთ და ამის შემდეგ სამი ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიზანს კიდევ უფრო მივუახლოვდით და ახლა მხოლოდ “სელტასთან” გასამართ მატჩზე ვფქირობთ,” – აცხადებს სუარესი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ლუის სუარესმა “ვალენსიას” მეათე გოლი გაუტანა – მეტი ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ.

გარაი: “ვალენსია “კამპ ნოუზე” გამარჯვებისთვის გავა”

“ვალენსიას” მცველის, ესეკილ გარაის, თქმით, “ღამურები” “კამპ ნოუზე” სამი ქულის მოსაპოვებლად გავლენ. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი 1-1 დასრულდა “მესტალიაზე”.

“ჩვენი მიზანი “კამპ ნოუზე” გამარჯვების მოპოვებაა, მოედანზე ამ მიზნით გავალთ, როგორც ყოველთვის.

ამბობენ, რომ შუა კვირაში განცდილი მარცხი მათზე უარყოფითად იმოქმედებს და შაბათს გასამართ მატჩში ცუდ ფორმაში მყოფნი დაგვიპირისპირდებიან. რასაკვირველია, ასეთი რთული მატჩები უკვალოდ არ ქრება.

ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და ამისთვის ყველა შესაძლო სიტუაცია, პრივილეგია უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვიცით, თუ რა შეუძლია “ბარსელონას”, რომელიც ბრწყინვალე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გვინდა თამაში, რასთანაც ძალიან ახლოს ვართ. გვინდა ფანებს სიამოვნება მივანიჭოთ და შინ სამი ქულით დავბრუნდეთ,” – აცხადებს გარაი.

მანოლასი: “არ მაინტერესებს, შევალ თუ არა ისტორიაში, მთავარი გამარჯვებაა”

კოსტას მანოლასმა, “ბარსელონას” კარში გატანილი გადამწყვეტი გოლის ავტორმა (3-0; 4-4 ორი მატჩის ჯამში), პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “რომას” თითოეულ ფეხბურთელს სჯეროდა, რომ გუნდი წარმატებას მიაღწევდა.

“არ მადარდებს შევალ თუ არა ისტორიაში. მთავარი ის არის, რომ “რომამ” მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, “ბარსელონა”, გამოაგდო და ახლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია.

პირველივე მატჩიდან გვჯეროდა, გვჯეროდა რომ გავიმარჯვებდით. მართალია, 4-1 წავაგეთ, მაგრამ მებრძოლი სული დავინახეთ, თითოეულ ჩვენგანს სწამდა წარმატების.

დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ თუ ფანები ზურგს გაგვიმაგრებენ, ვერავინ დაგვამარცხებს. ჩვენ მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. გვინდა ნახევარფინალშიც ბევრი პრობლემა შევუქმნათ მეტოქეს,” – აცხადებს მანოლასი.

ვინ განსჯის “კოპა დელ რეის” ფინალს?

ესპანეთი სამეფო თასის ფინალში ერმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და ანდალუსიის “სევილია” დაუპირისპირდებიან. ცნობილი გახდა იმ არბიტრის ვინაობა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში იმსაჯებს. ეს ხესუს ხილ მანსანო იქნება.

გეტყვით, რომ მანსანოსთან ერთად, ნევადა როდრიგესი, იუსტე ხიმენესი და დელ სერრო გრანდე იმსაჯებენ.

რაც შეეხება მთავარ მსაჯს, მისი კარიერა 2006/2007 წლების სეზონში, სეგუნდა B-ში დაიწყო. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, მანსანო სეგუნდაში გადავიდა. ხოლო, მომდევვნო სამი წლის მერე, გულშემატკივარმა იგი უკვე ლა ლიგა სანტანდერში იხილა. გეტყვით, რომ სწორედ მან განსაჯა ამ სეზონის 27-ე ტურის შეხვედრა “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის, რომელიც კატალონიელებმა მოიგეს.

ფინალი შაბათს, 21 აპრილს, 23:30 წუთზე შედგება.

“ბარსელონამ” “ლეგანესი” მესის ჰეთრიკით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის 31-ე ტურის მატჩები შედგა. ერთ-ერთ მათგანში კატალონიის “ბარსელონამ” “ლეგანესს” უმასპინძლა.

ანგარიში 27-ე წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა. ხუთ წუთში არგენტინელმა ფილიპე კოუტინიოს პასის შემდეგ გაიტანა. მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე ელ ჟარმა გაბრიელის ასისტით ერთი ბურთი გაქვითა. თუმცა, 20 წუთში უსმან დემბელეს გადაცემის შემდეგ, მესიმ ჰეთრიკი შეასრულა და თავის გუნდს ანგარიშით, 3-0 მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ბარსა” 79 ქულით პირველ პოზიციაზეა. “ლეგანესს” 36 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა.

 

სამუელ უმტიტიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, სამუელ უმტიტიმ თავისი კარგი თამაშით მსოფლიოს საფეხბურთო ექსპერტების კარგი შეფასება დაიმსახურა. მისი გადაბირების სურვილს კი არაერთი ევროპული გრანდი გამოთქვამს, რასაც თავად ფეხბურთელიც ადასტურებს.

“რამდენიმე კლუბი უკვე დამიკავშირდა სატრასნფერო საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ “ბარსელონაში” იმდენად ბევრი მიზანი მაქვს დასახული, რომ აქიდან წასვლის ვარიანტს არც კი განვიხილავ.

ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება და ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია დარწმუნებით, რომ ბედნიერი ვარ. არ მინდა ჩემს მომავალზე ბევრი ვისაუბრო.

შესაძლოა, კლუბს ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდეს, მაგრამ ოფიციალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა და არც სურვილი გამოუთქვამთ ამის შესახებ,” – აცხადებს უმტიტი.

“ბარსელონას” ვარჯიში ჩაიშალა, უეფამ დოპინგზე გუნდის 11 წევრი შეამოწმა

პარასკევს, “ბარსელონას” ბაზაზე მიმდინარე ვარჯიში უეფას ანტიდოპინგის წევრების სტუმრობამ ჩაშალა. როგორც ცნობილი ხდება, საერთაშორისო ფეხბურთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” 11 წევრი შეამოწმეს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის შემოწმებები საკმაოდ ხშირია ესპანეთში, განსაკუთრებით კი კატალონიურ გრანდში.

საინტერესოა, რომ უეფას წარმომადგენლებმა ის 11 ფეხბურთელი შეამოწმეს, რომლებმაც “ჩელსისთან” გამართულ მატჩში მიიღეს მონაწილეობა: ტერ შტეგენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, სუარესი, მესი, დემბელე, ხორდი ალბა, სერხი რობერტო და უმტიტი.

“ბარსელონას” ორი ახალი სატრანსფერო სამიზნე ჰყავს

საიდუმლო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ “ბარსელონას” აქილევსის ქულს ბოლო პერიოდში დაცვა წარმოადგენს. სიტუაცია, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს, თუ კლუბს სამუელ უმტიტი დატოვებს. შესაბამისად, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ახალ ფეხბურთელებს ეძებენ.

კატალონიური გამოცემების ცნობით, “ბარსელონას” სკაუტებმა არჩევანი “ლაიფციგის” მცველზე, დაიოტ უპამეკანოზე შეაჩერეს. თუმცაღა, 19 წლის ფრანგი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის ოდენობა 100 მილიონს შეადგენს.

კიდევ ერთ რეალურ კანდიდატად გვევლინება “სევილიას” აღმოჩენა, კლემან ლანგლე, რომელმაც თავი “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართული ბრწყინვალე თამაშით დაგვამახსოვრე.

სატრანსფერო სამიზნეთა სიაში მოხვდა “შალკეს” 21 წლის მცველი, ტილო კერერაც.

ჯასტინ კლიუვერტი: “ბარსელონაში” თამაშზე ვოცნებობ”

ამსტერდამის “აიაქსის” ახალგაზრდა ტალანტი და ლეგენდარული პატრიკ კლიუვერტის შვილი, ჯასტინ კლიუვერტი Goal.Com-ის გამოკითხვაში 2017 წლის საუკეთესო თინეიჯერ მოთამაშედ დასახელდა. მან აჯობა ჯანლუიჯი დონარუმას, ვინიციუს ჯუნიორს, მატეის დე ლიგტს, ფილ ფოდენს.

აღნიშნული პრიზის მოგების შემდეგ, მან Goal.Com-თან ინტერვიუ ჩაწერა.

“გუნდი, რომლისთვისაც თამაში და გოლების გატანა მინდა, “ბარსელონაა”. არ ვფიქრობ სხვაგან წასვლაზე, ჯერ აქ განვითარება მსურს. თუმცა, “ბარსა” ჩემი ოცნებაა. ახალი გამოწვევა ოქროს ბურთის მოგებაა. ვაპირებ, ბევრი ვიმუშავო და ეს ჯილდო მოვიპოვო. ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ და განვითარებისთვის დიდი დრო მაქვს,” – ამბობს ჯასტინი.