გვარდიოლა „ბარსასთან“ განმეორებით მატჩში შეტევაში წასვლას არ აპირებს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ აღნიშნა, რომ მისი გუნდი ამ შეხვედრაში, ანგარიშის მიუხედავად, მუდმივად შეტევაში არ ითამაშებს.

„თუ მხოლოდ გოლის გატანაზე ვიფიქრებთ, შესაძლოა, იგივე მოგვივიდეს, რაც „რეალთან“ შარშანდელ შეხვედრაში. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მატჩის სადავეები ვაკონტროლოთ. ვნახოთ, რა გამოგვივა“, – განაცხადა გვარდიოლამ.





გვარდიოლა: “გიოტცე განსაკუთრებული ფეხბურთელია”

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდილლამ მარიო გიოტცეს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

“მარიოს არანაირი პრობლემა არ აქვს. მატჩის შემდეგ მეგობარს, ტერ შტეგენს ესაუბრებოდა და ეს ნორმალურია. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც უდიდესი ტალანტი გააჩნია. მარიოთი კმაყოფილი ვარ.

“ამ სეზონში გიოტცემ საკმაოდ ბევრი ითამაშა. საუკეთესო პროფესიონალია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ვარჯიშებზე პირველი მოდის და ბოლო მიდის. სულ ბოლომდე იხარჯება. ის განსაკუთრებულია და სწორედ ეს გვჭირდება და არა სირბილი. რადგან, სირბილი სხვებსაც შეუძლიათ”, – აცხადებს გვარდიოლა.

„ბაიერნის“ სპორტული დირექტორი: „გუნდის გაკრიტიკება არ შემიძლია“

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი მატიას ზამერი „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ანგარიშით 0:3 მარცხს გამოეხმაურა.

„ის, რასაც ჩვენმა გუნდმა მიმდინარე სეზონში მაიღწია, მხოლოდ ქებას იმსახურებს. გუნდის გაკრიტიკება არ შემიძლია. მოთამაშეები იბრძოდნენ და ყველაფერი გააკეთეს.

თუმცა, დღეს ხშირი ტრავმების გამო, ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდული იყო. 77 წუთის განმავლობაში მეტოქეს წინააღმდეგობას ვუწევდით. „ბარსა“, ალბათ, ახლა ევროპაში საუკეთესო ფორმაში იმყოფება. მატჩის ბოლოს თამაშმა ფორმა დაკარგა, შემდგომ კი იმის გამოც დავისაჯეთ, რომ შეხვედრისგან მაქსიმუმის მიღებას ვცდილობდით“, – განაცხადა ზამერმა.



ალონსო: „ბურთს დიდი ხნის განმავლობაში ვაკონტროლებდით“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ „ბარსელონასთან“ წაგებული მატჩი შეაჯამა.

„ბურთს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვლობდით, თუმცა, როდესაც გოლს ვერ იტან, ფლობას აზრი არ აქვს. შეგიძლია, ბურთი მთელი შეხვედრის განმავლობაში აკონტროლო – ეს მაინც ვერ დაგეხმარება.

მთავარი ეპიზოდი პირველი გოლის, რომელმაც მთლიანი თამაშის სცენარი შეცვალა. შედეგი საშინელია, მაგრამ ფეხბურთი სიურპრიზებითაა სავსე.

„კამპ ნოუს“ ტრიბუნების ჩემი მისამართით სტვენა? ამით ვერავინ გამაკვირვებს“, – განაცხადა ესპანელმა.

ალონსომ საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისგან თავი შეიკავა



„გვარდიოლა „ბაიერნის“ რეგრესს ხელს უწყობს“

„ბარსელონა“ – „ბაიერნის“ მატჩის დასრულების შემდეგ „სქაი სპორტსის“ ექსპერტმა ჯეიმი რედნაპმა მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა.

„გვარდიოლა იმ კლუბში მუშაობს, რომელშიც ერთი მატჩის წაგების შემთხვევაში, სერიოზულ კრიტიკას მიიღებს. ახლა მასზე დიდი ზეწოლა იქნება.

როდესაც გვარდიოლამ ჰაინკესი შეცვალა, ყველამ იგრძნო, რომ ეს მისი ოცნების სამუშაოა. თუმცა, მან გუნდის მაღალ დონეზე აწევა ვერ შეძლო, პირიქით, პეპი გუნდის რეგრესს ხელს უწყობს.

საქმე იმაშია, რომ ლამისა და შვაინშტაიგერის მსგავსი ფეხბურთელები უკვე ასაკში არიან, ჩაბი ალონსო კი, ვერ გაახალგაზრდავდება.

სინამდვილეში, რთულია იმ გუნდის მიღება, რომელიც ჰეთთრიკს ასრულებს. მგონია, გვარდიოლას ბევრის შეცვლა სჭირდება, თუმცა მუდმივი ზეწოლის ქვეშ მუშაობა რთულია“, – განაცხადა რედნაპმა.



მიულერი: „მომეჩვენა, რომ მეორე ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით“

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელისთვის თომას მიულერისთვის „ბარსელონასთან“ ანგარიშით 0:3 მარცხი მოულოდნელი იყო.

„მეორე ტაიმში ვგრძნობდი, რომ თამაშს ვაკონტროლებდით. აქ თამაში მძმეა, მაგრამ არ მეგონა, რომ ანგარიშით 0:3 დავმარცხდებოდით. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ „ბაიერნი“ ვართ და არ ვნებდებით“, – განაცხადა მიულერმა.


რაკიტიჩი: „გაგვიმართლა, რომ ის ჩვენს გუნდში თამაშობს“

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა მიუნხენის „ბაიერნთან“ მოგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ვიცით, რომ „ბაიერნი“ ძალიან ძლიერი გუნდია. პირველ მატჩში მარცხის შემდეგ მიუნხენელები წარმატებას აქამდე აღწევდნენ. ასე რომ, მათ მოედანზე ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

დღეს გოლის გატანის შესაძლებლობას ვეძებდით. შეტევაში ჩინებული მოთამაშეები გვყავს. მესის მსგავსი ფეხბურთელი პლანეტაზე არ არსებობს. მადლობა ღმერთს, რომ ის ჩვენს რიგებში თამაშობს. მისი თამაშითა და გოლებთ ძალიან კმაყოფილები ვართ“, – განაცხადა ხორვატმა.


პიკე: „სამწუხაროა, რომ პირველ ტაიმში ვერ გავიტანეთ“

„ბარსელონას“ მცველმა ხერარდ პიკემ ორი სიტყვით მიუნხენის „ბაიერნთან“ განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„ვფიქრობ, ფენომენალური მატჩი ჩავატარეთ. „ბაიერნს“ ზუსტად კარში არც ერთხელ არ დაურტყამს. სამწუხაროა, რომ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ“, – განაცხადა პიკემ.

იხილეთ ასევე: მესის კომენტარი “ბაიერნთან” მატჩის შემდეგ

ნოიერი ფინალში გასვლის იმედს არ კარგავს

„ბარსელონასთან“ გამანადგურებელი მარცხის შემდეგ მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„პორტუსთან“ მატჩი ყველამ ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ გუნდს ნებისმიერი სიტუაციიდან თავის დაღწევა შეუძლია, თუმცა ახლა მეტოქე სულ სხვა გუნდია. ამის მიუხედავად, წარმატების მაინც უნდა გვჯეროდეს. არასდროს თქვა „არასდროს“, – განაცხადა ნოიერმა.

ნოიერი: “მესის ვაჩვენებ, ვინ არის ბოსი”



სტანკოვიჩმა „ბარსელონა“ – „ბაიერნის“ ფავორიტი დაასახელა

„ინტერისა“ და სერბეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილის „ბარსელონა“ – „ბაიერნის“ ფავოროტი დაასახელა.

„ბარსელონას“ ფავორიტად ვთვლი, რადგან „ბაიერნს“ ახლა ბევრი წამყვანი მოთამაშე არ ჰყავს. გარდა ამისა, კატალონიელები ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში არიან და ჩინებულ ფეხბურთსაც აჩვენებენ.

მიმდინარე სეზონში „ბაიერნიც“ კარგია. გუნდი დაცვაში, ისევე, როგორც თავდასხმაში, კარგად მოქმედებს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშე, ტრავმების გამო მიუნხენელებს ბევრი პრობლემა ექნებათ“, – განაცხადა სტანკოვიჩმა.

იხილეთ ასევე: „ბაიერნს“ „ბარსელონასთან“ იღბალი სჭირდება“

„ბაიერნს“ „ბარსელონასთან“ იღბალი სჭირდება“

„ბაიერნის“ ყოფილ თავდამსხმელ ელბერს ეჭვი ეპარება, რომ მიოუნხენელები „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში კარგად თამაშს იღბალის გარეშე შეძლებენ.

„ამ ხანგრძლივ პერიოდში ჩემს გუნდში ეჭვი პირველად შემეპატა. „ბაიერნს“ ბევრი ტრავმირებული ჰყავს. პირველ მატჩში ვარიანტები თითქმის არ არსებობს. „კამპ ნოუზე“ გუნდის მიზანი რაც შეიძლება ნაკლები გოლის გაშვება უნდა იყოს, რათა საპასუხო შეხვედრაში შანსები დარჩეს. სამწუხაროდ, მცირე იღბალი დაგვჭირდება“, – განაცხადა ელბერმა.

ალონსომ საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისგან თავი შეიკავა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ „ბარსელონასთან“ 1/2-ფინალური ეტაპის მატჩზე საუბრის დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე დასმულ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემისგან თავი შაიკავა.

„რონალდუ და მესი ბრწყინვალე მოთამაშეები არიან. ამას მათი გოლების რაოდენობაც ადასტურებს. ვინ არის მათ შორის საუკეთესო? როდესაც „რეალში“ ვთამაშობდი, ჩემთვის საუკეთესო რონალდუ იყო.

მესის გაჩერება ადვილი არ არის, მაგრამ ამის გაკეთებას მაინც შევეცდებით. ბოლო წლებში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, თუმცა ეს მატჩები სულ სხვანაირი იქნება. შეხვედრას მოუთმენლად ველით და კარგი ფეხბურთს ჩვენებას შევეცდებით“, – განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.