ფეხბურთის ვარსკვლავები „ადიდასის“ რეკლამებში მონაწილეობის მიღებას აგრძელებენ. ამჯერად ცნობილი სპორტული ბრენდის ახალი რეკლამის მთავარი გმირი მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი აღოჩნდა, რომელმაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის 19 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
ჭდე: მიუნხენის ბაიერნი
ხავი მარტინესმა ვარჯიში დაიწყო
მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ხავი მარტინესმა დღეს 2015 წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა 2014 წლის აგვისტოში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. აქამდე, ხავის თქმით, იგი მოედანზე დაბრუნებას მარტში გეგმავს.
ცნობისთვის, მარტინესი ბავარიელებს 2012 წლის ზაფხულში შეუერთდა.
10-კაციანმა „ბაიერნმა“ „შახტარს“ ვერ მოუგო
დონეცკის „შახტარსა“ და მუნხენის „ბაიერნს“ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გოლების გარეშე დასრულდა.
პირველ ტაიმში უპირატესობას გერმანელები ფლობდნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მათ არ შეუქმნიათ. მირჩი ლუჩესკუს გუნდი მეორე ნომრად თამაშობდა და აქცენტი დაცვაზე გააკეთა. შესვენების შემდეგ გუნდებმა იგივე მანერით თამაში გააგრძელეს და განსაკუთრებული ეპიზოდებით არ გამორჩეულან. აღსანიშნავია, რომ 65-ე წუთიდან „ბაიერნი“ რიცხობრივ უმცირესობაში იყო – წითელი აბრათი ჩაბი ალონსომ მიიღო.
ჩაბი ალონსომ, შესაძლოა, „შახტართან“ ითამაშოს
მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, რომელმაც „ჰამბურგთან“ ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩი კუნთების პრობლემის გამო გამოტოვა, გუშინდელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო, რაც მის დონეცკის „შახტართან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის დღევანდელ მატჩში თამაშს არ გამორიცხავს.
ხსენებულ შეხვედრაში დანამდვილებით ფრანკ რიბერი ითამაშებს, ფილიპ ლამი კი ახლაც ლაზარეთში რჩება. შეგახსენებთ, რომ მიუნხენელთა კაპიტანმა ტრავმა 18 ნოემბერს მიიღო. ასევე მკურნალობას ხავი მარტინესი და ტიაგო ალკანტარა აგრძელებენ.
ზიდანი: „ნოიერი „ოქროს ბურთს“ იმსახურებდა“
მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული მოთამაშის ზინედინ ზიდანის აზრით, მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი „ოქროს ბურთს“ მიიღებდა, თუ მის კონკურენტებს შორის კრიშტიანუ რონალდუ არ იქნებოდა.
„მესმის, რომ გერმანელების აზრით, „ოქროს ბურთი“ სწორედ ნოიერს უნდა მოეგო. კამათი იმაზე, იმსახურებს თუ არა იგი რონალდუზე უფრო მეტად ამ ტიტულს არამხოლოდ გერმანიაში, არამედ საფრანგეთსა და ესპანეთშიც იყო. ვფიქრობ, მანუელმა „ოქროს ბურთი“ ნამდვილად დაიმსახურა, რადგან იგი ფანტასტიკური მოთამაშეა და მან მეკარეთა თამაშის ახალი სტანდარტი დაამყარა.
ამავდროულად, რონალდუ სხვა პლანეტიდან ჩამოსული ფეხბურთელია. სინამდვილეში, ნოიერს იმედიც კი არ ჰქონდა, რადგან მისი კონკურენტი კრიშტიანუ იყო“, – ციტირებს ზიდანს გერმანული პრესა.
გვარდიოლამ მარკო როისსა და „ბორუსიას“ მიულოცა
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მარკო როისს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.
„მარკოსა და „ბორუსიას“, შემიძლია, მხოლოდ მივულოცო. ეს მოთამაშის გადაწყვეტილება იყო.
როისი ჩინებული ფეხბურთელია და, იმედია, იგი სეზონს ტრავმების გარეშე დაასრულებს. მინდა, რომ ჩვენ წინააღმდეგ ძლიერებმა ითამაშონ“, – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ როისის შეძენის მთავარ კანდიდატად სახელდებოდა. ზაფხულში მარკოს მიუნხენელთა რიგებში გადასვლა შეეძლო.
„ინტერმა“, შესაძლოა, „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი დაიმატოს
მილანის „ინტერი“, შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მცველით კრისტიან ლელით გაძლიერდეს. ამჟამად 30 წლის მოთამაშე თავისუფალი აგენტია.
გერმანელის დახმარებით „ნერაძურის“ ხელმძღვანელობა იუტო ნაგატომოს შეცვლას შეეცდება – ტრავმის გამო იაპონელი მილანელებს ორი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
ცნობისთვის, ბოლოს ლელმა ესპანური „ლევანტეს“ რიგებში ითამაშა.
ჰამანმა მსოფლიოს საუკეთესო „ცხრიანი“ დაასახელა
გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დიტმარ ჰამანმა მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანვოდსკი შეაფასა.
„ლევანდოვსკის მსოფლიოს საუკეთესო „ცხრიანად“ ვთვლი. „ბორუსიასთვის“ იგი მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. იგი ამ გუნდისთვის როისსა და მარიო გიოტცეზე უფრო მეტს აკეთებდა. იმის აღწერაც კი არ შემიძლია, თუ რამდენად საჭირო იყო რობერტი დორტმუნდელთათვის“, – ციტირებს ჰამანს „Sky“.
„ბაიერნმა“ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო
გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ გელზენკირხენის „შალკე 04“ მიიღო, თუმცა მოგება კვლავ ვერ მოახერხა – შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მე-17 წუთზე ჯერომ ბოატენგმა სიდნეი სემი წააქცია, რისთვის პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო. მასპინძელთათვის საბედნიეროდ, მანუელ ნოიერმა დანიშნული პენალტის მოგერიება მოახერხა.
მეორე ტაიმის შუა მონაკვეთში არიენ რობენმა მეკარის მოედნიდან ბურთი გოლკიპერისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა – 1:0. 72-ე წუთზე ბენედიკთ ხიოვედესმა თავური დარტყმით ბურთი მიუნხენელთა ცხრიანში გაგზავნა – 1:1.
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში გვარდიოლას გუნდმა „ვოლფსბურგთან“ ანგარიშით 1:4 წააგო.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ ორი მატჩი „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონატში აქამდე 2014 წლის აპრილში ვერ მოიგო.
იხილეთ გერმანიის ჩემპიონატის სრული ცხრილი
რობენს ნიანგმა უკბინა
მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა ძირითად ჯგუფთან ერთად მარცხენა ხელის ტრავმით ივარჯიშა.
ცნობილ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ საუბრისას ჰოლანდიელმა ამასთან დაკავშირებით იხუმრა კიდეც: „აუზიდან ბურთის ამოღებას ვაპირებდი, როდესაც ნიანგმა მიკბინა“.
ამჟამად „ბაიერნი“ ყატარში იმყოფება, სადაც პეპ გვარდიოლამ არსებული პირობებით თავისი კმაყოფილება ვერ დამალა: „პირობებით კმაყოფილი ვარ. მომწონს, თუ როგორ ითამაშეს მოთამაშეებმა და როგორ ივარჯიშეს მათ. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. მიუნხენში მოახლოებული მატჩებისთვის მოსამზადებლად კიდევ ორი კვირა გვექნება“.
ლამმა კარიერის დასრულების პერიოდი დაასახელა
მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანი ფილიპ ლამი ნელ-ნელა კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.
„ბაიერნთან“ კონტრაქტი 2018 წლამდე მაკავშირებს. მაშინ უკვე 34 წლის ვიქნები, ვფიქრობ, წასასვლელად ეს შესაფერისი დროა.
ყატარში ან აშშ-ში წასვლაში აზრს ვერ ვხედავ. კარიერის დასრულება მაღალ დონეზე მსურს.
„ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება მინდა. ამ მომენტისთვის ეს ჩემი მთავარი მიზანია. შესაძლოა, მას უკვე წელს მივაღწიო. ჩვენი მთავარი მეტოქეები „ჩელსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან“, – განაცხადა ლამმა.
რიბერი: „მიმდინარე სეზონში „ბაიერნს“ ყველა ტიტულის მოგება შეუძლია“
მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის ფრანკ რიბერის აზრით, მიმდინარე სეზონში მის გუნდს ყველა შესაძლო ტურნირის მოგების უნარი გააჩნია.
„ჩვენს გუნდს ყველა იმ ტურნირის მგოება სურს, რომელშიც მონაწილეობას იღებს. ამის მიღწევა რთული იქნება. „ბაიერნზე“ ყოველთვის დიდი ზეწოლაა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიგებდეთ. კლუბში ასეთ ფილოსოფიაა. აქ თამაშით ტიტულებს უნდა იგებდეთ“, – განაცხადა რიბერიმ.