გვარდიოლა შემადგენლობას „რეალის“ ფეხბურთელით გააძლიერებს?

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „მარკა“ მადრიდის „რეალის“ მცველის რაფაელ ვარანის მიუნხენის „ბაიერნში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს.

შეგახსენებთ, რომ ვარანმა თავი ჯერ კიდევ რამდენიმე სეზონის წინ გამოიჩნა, როდესაც იგი 19 წლის იყო. მაშინ ფრანგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის იყო, თუმცა ტრავმებმა მისი პროგრესი შეაჩერეს. ამჟამად ფრანს მადრიდელთა ძირითად შემადგენლობაში რეგულარული ადგილი არ აქვს.

აღნიშნული სიტუაციის გამოყენებას ხოსეპ გვარდიოლა შეეცდება. მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს ვარანის დამატება იმდენად სურს, რომ დეკემბერში იგი მის აგენტ ჟორჟე მენდეშსაც კი შეხვდა.

გუშინ „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა როტენ მატიას ზამეამ განაცხადა, რომ დეკემბერში იგი ახალი ფეხბურთელების დამატებას არ აპირებს, ამიტომაც ვარანის გერმანიაში გადასვლას ზაფხულში უნდა ველოდოთ.

მანჩინი: „ინტერი“ შაჩირით ინტერესდება“

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის თქმით, მისი კლუბი მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველით ჯერდან შაჩირით ინტერესდება.

„შაჩირის დამატების ვარიანტს განვიხილავთ, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერია. ვეძებთ მოთამაშეს, რომელსაც თამაში როგორც თავდასხმაში, ასევე გარემარბის პოზიციაზე შეუძლია. შაჩირი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ლავესი, ისევე, როგორც შაჩიღი, ევროპულ გრანდში თამაშობს და მისი დამატება რთული იქნება“, – განაცხადა მანჩინიმ.

ალაბამ ვარჯიში დაიწყო

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა დავიდ ალაბამ ტრავმის შემდეგ დღეს პირველად ივარჯიშა, რის შესახებაც ბავარიული კლუბის ოფიციალური საიტი წერს. შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ნაკრების მცველმა ტრავმა „რომასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის საშინაო მატჩში მიიღო.

ტრავმის აღმოჩენის შემდეგ 22 წლის ფეხბურთელს ოპერაციაც ჩაუტარდა.

მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონატში ალაბამ 10 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

დანტე: „ბრაზილიურ ფეხბურთს ცვლილებები სჭირდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა დანტემ ბრაზილიურ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„ვწუხვარ, რომ ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელის მიუხედავად, ბრაზილიური ფეხბურთი სათანადოდ ვერ პროგრესირებს. მენტელიტეტში და ტაქტიკურ სქემაში ცვლილებები გვჭირდება. ასევე თამაშის ინტენსივობის გაუმჯობესებაა საჭირო. რაც შეეხება ტექნიკას, ეს ის კომპონენტია, რომელშიც პრობლემა არ გვაქვს“, – ციტირებს დანტეს „Globo“.

ინტერვიუს ბოლოს დანტემ ბრაზილიის ნაკრებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „სელეზაოში“ დაბრუნებას იგი არ გეგმავს.

ნოიერი: „რონალდუსა და მესის მოგების მეტი შანსი პოპულარობის გამოც აქვთ“

„ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთმა კანდიდატმა, მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ მას მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ლიდერებთან, კრიშტიანუ რონალდუსთან და ლიონელ მესისთან შედარებით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოგების ნაკლები შანსი მათი პოპულარობის გამოც აქვს.

„ამ პრიზის მოგების კანდიდატთა შორის ყოფნის გამო ვამაყობ. ჩემი ორივე მეტოქე მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს და, შესაძლოა, მათ მოგების უფრო მეტი შანსი ამის გამოც ჰქონდეთ“, – ციტირებს ნოიერს „Suddeutsche Zeitung“-ი.

ჰაინკესი როისს „რეალში“ გადასვლას ურჩევს

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ მარკო როისზე ისაუბრა, რომლის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ევროპული პრესა წერას არ ასრულებს.

„მე მას მადრიდის „რეალში“ გადასვლას ვურჩევდი. „ბაიერნს“ წინახასზე მსოფლიო დონის 4-5 მოთამაშე ჰყავს.

სად უნდა ითამაშოს მარკომ? თუ მისი ყიდვა 25 მილიონ ევროდ შესაძლებელია, მაშინ, ევროპის ყველა ტოპ კლუბი როისის ტრანსფერზე უნდა ფიქრობდეს“, – ციტირებს ჰაინკესს „Sky 90“.

კროოსი: ,,ბაიერნის” დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო”

„რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შესახებ ისაუბრა.

,,საკლუბო მუნდიალის მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. ტიტული გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდებული ოჯახი ვართ.

,მე ,,რეალი” ავირჩიე და ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დავრწმუნდი. აქ ყოფნით მოხარული ვარ.

ძალიან კარგი წელი გვქონდა, გამორჩეული და დასამახსოვრებელი მომენტებით. გერმანიის ეროვნული ნაკრები გამაჯვებას რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდა. 2014 წელი ყოველთვის იქნება ჩემთვის გამორჩეული თარიღი.

,,ახლა ჩვენ კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობთ. ჩვენ ძლიერი მეტოქეები გვყავს, ,,ბარსას”, ,,ჩელსისა” და ,,ბაიერნის” სახით.

,,ლა ლიგაში” სიტუაცია ყოველთვის დაძაბულია. პირველი ადგილისთვის ,,ბარსელონა”, ,,რეალი” და ,,ატლეტიკო” იბრძვიან. პირველ ადგილზე გასვლა ადვილი არ იქნება. იმედია, გუნდი უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს. ჩვენ კარგ ფორმაში ვართ,” – განაცხადა კროოსმა.

„ბაიერნი“ – „ფრაიბურგი“ 2:0 (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ალიანც არენაზე“ „ფრაიბურგი“ მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

41-ე წუთზე ფრანკ რიბერის პასის შემდეგ ანგარიში არიენ რობენმა გახსნა. ორამდე მიუნხენელთა უპირატესობა მეორე ტაიმის მესამე წუთზე გაიზარდა, როდესაც მეტოქის კარში ზუსტად თომას მიულერმა დაარტყა.

ამ გამარჯვებით „ბაიერნმა“ 42 ქულა დააგროვა. ამჟამად ბავარიული კოლექტივი მეორე ადგილზე მყოფ „ვოლფსბურგს“, რომელიც ხვალ დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდება, 12 ქულით უსწრებს. რაც შეეხება „ფრაიბურგს“, გუნდი 14 ქულით გასავარდნ ზონაში დარჩა.

ფილიპ ლამი: „შახტარი“ სახიფათო მეტოქეა“

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველის, ფილიპ ლამის თქმით, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მისი გუნდის მეტოქე არც თუ ისე ხელწამოსაკრავია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, გამართული კენჭისყრის შედეგად, გაირკვა, რომ მიუნხენელთა მეტოქე დონეცკის „შახტარი“ იქნება.

„შახტარი“ სახიფათო მეტოქეა, თუმცა ჩვენ შემდეგ რაუნდში უნდა გავიდეთ. „ბაიერნისთვის“ მინიმალური მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა“, – განაცხადა ლამმა.

რა დაემართა არიენ რობენს “აუგსბურგთან” მატჩის დაწყებამდე? (ვიდეო)

13 დეკემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “აუგსბურგსა” და “ბაიერნს” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ კურიოზული რამ მოხდა.

ნოიერი: „ოქროს ბურთი“ ერთმა მეკარემ მოიგო, თუმცა მისი სახელი არ მახსოვს“

„ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთ კანდიდატს მანუელ ნოიერს ლევ იაშინის სახელი დაავიწყდა.

„ისტორიაში „ოქროს ბურთი“ მხოლოდ ერთმა მეკარემ მიიღო. ეს რუსი გოლკიპერი იყო, თუმცა მისი სახელი არ მახსოვს.

მეკარისთვის ამ სამეულში მოხვედრა ადვილი არ არის. ჩემთვის ეს დიდი პატივია. „ბაიერნისა“ და ნაკრების თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი. თუმცა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, თუ სამეულში კიდევ ერთი გერმანელი ფეხბურთელი მოხვდებოდა. იგი, შესაძლოა, „ბაიერნის“ ან „ბორუსიას“ მოთამაშე ყოფილიყო“, – განუცხადა ნოიერმა „Daily Mail“-ს.

„ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა 12 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარემ ლევ იაშინმა „ოქროს ბურთი“ 1963 წელს მიიღო.

გვარდიოლა: „ლევერკუზენი“ ძალიან მომწონს“

ლევერკუზენის „ბეირთან“ მატჩის წინ ხოსეპ გვარდიოლა ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„მე „ბაიერის“ თამაში, მისი მწვრთნელი და თამაშის სტილი ძალიან მომწონს.

მიმდინარე სეზონში ისინი კარგად გამოდიან. ამ გუნდმა პრესინგი იცის და დარწმუნებული ვარ, რომ მოახლოებულ მატჩში ნამდვილ ფეხბურთს ვიხილავთ. ჩემს მოთამაშეებს მატჩის დროს გადაწყვეტილებების მისაღებად ცოტა დრო აქვთ.

ბუნდესლიგის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გულშემატკივრებს საინტერესო თამაშის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ, ორივე გუნდი აქცენტს შეტევაზე გააკეთებს“, – განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ გერმანიის პირველობას 33 ქულით ლიდერობს, ხოლო „ბაიერი“ 23 ქულით მესამე პოზიციაზეა.