“ბაზელის” ფანებმა “მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრები შეარცხვინეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში შვეიცარიულმა “ბაზელმა” ინგლისში “მანჩესტერ სიტის” დამარცხება შეძლო, თუმცაღა მომდევნო ეტაპზე მაინც “ქალაქელები” გავიდნენ.

როგორც იცით, “სიტი” იშვიათად თუ აგებს ამ ტურნირზე და შესაბამისად, მისი ფანებიც განებივრებულები არიან – პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე წაგების გემო 2016 წლის დეკემბერში გასინჯა.

საინტერესოა, რომ მათთვის უცნაურ მდგომარეობაში მყოფი მოდუნებული ფანები შვეიცარიელმა გულშემატკივრებმა გამოიჭირეს და სიმღერაც მალევე შეთხზეს: “თქვენ მხოლოდ მაშინ მღერით, როცა იგებთ” – ერთხმად სკანდირებდა შვეიცარიელი ულტრასების ნაკრები მატჩის მიწურულს.

გეტყვით იმასაც, რომ “სიტის” ფანებზე მხოლოდ შვეიცარიელები არ ხალისობენ და “ქალაქელთა” გულშემატკივრებს პრემიერ ლიგელი კოლოგებიც ხშირად დასცინიან.

მოურინიო: “ლუკაკუ ხელშეუხებელია”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” ლისაბონის “ბენფიკას” მიიღებს.

მატჩის წინ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს ესაუბრა. პორტუგალიელმა რომელუ ლუკაკუს როლზე გაამახვილა ყურადღება.

“რომელუ ჩემს გუნდში ხელშეუხებელია. იგი კრიტიკას არ იმსახურებს. მას აქვს როგორც ჩემი, ასევე გულშემატკივართა მხრიდან მხარდაჭერა. ის საოცრად კარგად თამაშობს. ფანები თავიანთი ნებისმიერი დამოკიდებულების გამოხატვაში თავიუფალნი არიან. თუმცა, ჩემი მოვალეობა მოთამაშეთა დაცვაა და ლუკაკუ ხელშეუხებელი უნდა იყოს. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.”

“ჩემპიონთა ლიგაზე “ცსკ”-სთან და “ბაზელთან” გამარჯვება მარიტივი იყო, თუმცა “ბენფიკასთან” რთული მატჩი გამოდგა. “ბენფიკა” სხვებზე უკეთესი გუნდია. ახლა სხვა შეხვედრაზე არ ვფიქრობთ. მხოლოდ მომავალ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. “ჩელსი”? ამაზე შემდეგ დავიწყებთ ფიქრს, რაც “ბენფიკასთან” თამაშს ჩავატარებთ,” – აცხადებს პორტუგალიელი.

“არსენალი” – “ბაზელი”: ჯაკა და სანჩესი მატჩს ძირითადიდან იწყებენ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, რომელშიც არსენ ვენგერის “არსენალი” “ბაზელს” უნდა დაუპირისპირდეს, სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გრანიტ ჯაკა, რომელიც გასულ ზაფხულში გადაიბარეს “მეთოფეებმა”.

“არსენალის” სასტარტო თერთმეტეული: ოსპინა; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; კასორლა, ჯაკა; უოლკოტი, იოზილი, აივობი; სანჩესი.

სათადარიგოთა სკამი: ჩეხი, გიბსი, გაბრიელი, პერესი, ოქსლეიდ-ჩემბერლეინი, რეინე-ადელაიდე, ელნენი.

“ბაზელის” სასტარტო თერთმეტეული: ვაჩლიკი; მაიკლ ლანგი, ზუხი, ჯაკა, ბალანტა, ტრაორე; ბიარნასონი, ზუფი, ფრანსონი; დუმბია, შტეფენი.

სათადარიგოთა სკამი: ვაილატი, გაბერი, სპორარი, დელგადო, ელიუნუსი, ჰოუგი, კალა

„მაინცი“ „ბაზელის“ ფეხბურთელით გაძლიერდა

შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველი ფაბიან ფრაი „ბაზელიდან“ გერმანულ „მაინცში“ გადავიდა.

26 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ოთხი წლით იმქომედებს, რის შესახებაც გერმანული კლუბის ოფიციალური საიტი წერს. ორივე კლუბი შეთანხმდა, რომ ფეხბურთელის ტრანსფერის ფასს საჯაროდ არ გაავრცელებენ..

ფრაის დებიუტი „ბაზელში“ 2007 წელს შედგა. გუნდის შემადგენლობაში ის შვეიცარიის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა და ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო.

 

“ბაზელს” ახალი თავკაცი ჰყავს

შვეიცარიული “ბაზელის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ურს ფიშერი დაინიშნა. ამ პოზიციაზე მან პორტუგალიელი სპეციალისტი პაულუ სოუზა შეცვალა, რომელმაც თავის მხრივ, იტალიური “ფიორენტინა” უნდა ჩაიბაროს.

ურს ფიშერი მანამდე “თუნს” ედგა სათავეში.

“თუნმა” შვეიცარიის ჩემპიონატის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში მეოთხე პოზიცია დაიკავა.

 

„პორტუმ“ „ბაზელი“ უშანსოდ დატოვა

„პორტუს“ ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. „დრაგაუზე“ პორტუგალიელებმა შვეიცარიის „ბაზელი“ მიიღეს და ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრე ფრედ, 1:1 დასრულდა.

მე-14 წუთზე ანგარიში იასინ ბრაიმიმ გახსნა, რომელმაც საჯარიმო ზუსტად შეასრულა. უპირატესობა მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაზარდეს – ექტორ ერერამ მეტოქის საჯარიმოს გარედან ჩინებულად დაარტყა. სტანდარტიდან თავი კარლოს კასემირომაც გამოიჩინა. წერტილი კი 76-ე წუთზე ვენსან აბუბაკარმა დასვა.

პაულო სოუზა: “”პორტო” უკეთესად გამოიყურებოდა”

“ბაზელის” მთავარმა მწვრთნელმა, პაულო სოუზამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ბაზელი” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით “პორტოს” დაუპირისპირდა და ანგარიში ფრედ, 1-1 დასრულდა.

“გაშვებულმა ბურთმა მეორე მატჩისთვის სიტუაცია გაგვირთულა, მაგრამ შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ. მოწინააღმდეგე ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდა. პორტუგალიელებს გოლის გატანის ბევრი შანსი ჰქონდათ, მაგრამ გაგვიმართლა, რადგან მხოლოდ ერთხელ გავუშვით გოლი. ამავე დროს, “პორტოს” შესანიშნავი შემსრულებლები ჰყავს,”-განაცხადა სოუზამ UEFA-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე.

“მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიაში ფავორიტი “პორტო” იქნება, ჩემი ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა შემდგომ ეტაპზე ვიასპარეზოთ.”

“ბაზელმა” და “პორტომ” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

ბაზელში გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ შეხვედრაში ადგილობრივმა კლუბმა “პორტოს” უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო.

მასპინძლები მე-11 წუთზე გონსალესის გოლით დაწინაურდნენ და ტაიმიც გამარჯვებამდე მიიყვანეს. თუმცა, 79-ე წუთზე დანილოს მიერ გატანილმა გოლმა მატჩის საბოლოო ანგარიში, 1:1 დააფიქსირა.

განმეორებითი შეხვედრა პორტუგალიაში 10 მარტს შედგება.

ბაზელი 1-1 პორტო

გოლები: გონსალესი 11′ (1:0); დანილო 79′ (1:1)

ჩემპიონთა ლიგა: დღის მატჩს გელზენკირხენი მასპინძლობს

ჩემპიონთა ლიგა დღეს გასამართი ორი შეხვედრით გაგრძელდება. პლეი-ოფის მეორე სათამაშო დღეს გელზენკირხენი და ბაზელი უმასპინძლებენ.

 

ბაზელი  – პორტო
3.10 – 3.15 – 2.50

ზამთრის სატრანსფერო ფანრჯის დროს “ბაზელი” რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, თუმცა მათი უმრავლესობა გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვერ ახერხებდა, ამიტომ დიდ დანაკლისად ამას ვერ ჩავთვლით. “გიმარაეშიდან” დამტებული კოტ დივუარელი მცველი ტრაორე კი გუნდს ნამდვილად გააძლიერებს.

სინტერესოა, რომ “გიმარაეშმა” ფეხბურთელი “პორტოშიც” გაყიდა. 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ პორტუგალიური გრანდის ღირსებას ერნანი დაიცვას.

გუნდები შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან. “ბაზელიც” და “პორტოც” 2015-ში მინიმალური დანაკარგებით ასპარეზობენ.

შალკე – რეალი
6.50 – 4.75 – 1.48

ბოლო პერიოდში დამაჯერებლობა ორივე გუნს აკლია. მართალია, “შალკემ” ახალი კალენდარული წელი წარამტებით დაიწყო და ბუნდესლიგის სასტარტო ორ ტურში 4 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ გასულ ტურში გელზენკირხენელები “აინტრახტთან” დამარცხდნენ.

მეტოქისგან განსხვავებით “რეალმა” უკანასკნელი მატჩის მოგება კი შეძლო, მაგრამ ძველებურად დამაჯერებელი ვერ იყო. გასათვალისწინებელი ისიც არის, რომ დერბიში 0:4 მარცხი იოლი გადასატანი არ არის.

ზამთარში “შალკემ” აქცენტი დაცვის ხაზის გაძლიერებაზე გააკეტა და “მანჩესტერ სიტიდან” მატია ნასტასიჩი ინათხოვრა. მადრიდელებმა კი ლიგის განახადში მარტინ ედეგორი და ლუკას სილვა შეიყვანეს.

ლივერპული ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ლივერპულმა” “ბაზელს” უმასპინძლა. გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძლებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, თუმცა 25-ე წუთზე “ბაზელი” ფრეის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა და ტაიმიც მინიმალური ანგარიშით მოიგო.

შესვენების შემდეგ ბრენდან როჯერსმა საკუთარი გუნდის გამოცოცხლება ცვლილებებით სცადა და მოედანზე მორენოსთან ერთად 20 წლის ლაზარ მარკოვიჩი შეუშვა. თუმცა, სერბმა შემტევმა უხეშობისთვის წითელი ბარათი სულ რაღაც 16 წუთში მიიღო და “ლივერპულის” საქმე კიდევ უფრო გართულდა. მიუხედავად ამისა, მერსისაიდელები ბოლომდე იბრძოდნენ და 81-ე წუთზე ჯერარდის ულამაზესი ჯარიმით ანგარიშიც გაათანაბრეს. დარჩენილი 10 წუთი მასპინძლებმა მთელი გუნდით შეტევაში გაატარეს და რამდენიმე მომენტიც შემქნეს, თუმცა საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა. პლეი-ოფში თამაშის უფლება “ბაზელმა” მოიპოვა, ხოლო “ლივერპული” ბედს ევორპა ლიგაზე ცდის.

ლივერპული 1-1 ბაზელი

გოლები: ფრეი 25′ (0:1); ჯერარდი 81′ (1:1)

კეილორ ნავასმა “ბაზელის” ფეხბურთელი მანუელ ნოიერის სტილში მოატყუა (ვიდეო)

26 ნოემბერს, “ბაზელსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩში (0:2) კელორ ნავასმა მეტოქე ასე მოატყუა.

კურიოზი: „ბაზელი“ – „რეალის“ მატჩზე მოედანზე გულშემატკივრები „შეიჭრნენ“ (ვიდეო)

შვეიცარიის „ბაზელსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის დროს მოედანზე ადგილობრივი ფანები შევიდნენ. მაშინ, როდესაც სტიუარტები მათ გაყვანას ცდილობდნენ, მინდორზე გულშემატკივართა კიდევ ერთი წყვილი გამოჩნდა, რომელიც განვითარებულ მოვლენებს მშვიდად ვიდეოკამერაზე იღებდა. წარმოგიდგენთ ამ სასაცილო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.