რვა გატანილი გოლი და დაძაბული ფინალი “ბენიტო ვილამარინზე” (ვიდეო)

“პარი სენ-ჟერმენთან” გამართული უმნიშვნელოვანესი ბრძოლის შემდეგ, მადრიდელებმა “რეალ ბეტისთან” გაილაღეს. “ბენიტო ვილამარინზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა რვა გატანილი გოლი და ბრწყინვალე სპექტაკლი იხილა.

ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე გაიხსნა, თავი “ბლანკოსის” ამომავალმა ვარსკვლავმა, მარკო ასენსიომ გამოიჩინა. შეხვედრის 30-ე წუთზე მარსელომ ტრავმა მიიღო და ის ტეო ერნანდესმა შეცვალა. სამ წუთში მანდიმ ჟოაკინის პასი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა, მალევე, ნაჩომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი (37′) და მადრიდელები ქამბექის საშიშროების წინაშე დადგნენ.

შეხვედრის მეორე ნახევარი სტუმრებმა ბრწყინვალედ დაიწყეს, რამოსმა, ასენსიომ და რონალდუმ ერთმანეთის მიყოლებით გაიტანეს გოლები (50′, 59′, 65′,). თუმცა “ბეტისი” არ დანებებულა და მატჩის მიწურულს ინტრიგაც დააბრუნეს, როცა ლეონმა ანგარიში 3-4 გახადა. საბოლოო ჯამში მატჩს წერტილი შეცვლაზე შემოსულმა ბენზემამ დაუსვა – 3-5.

23 ჩატარებული მატჩის შემდეგ “რეალი” მეოთხე ადგილს იკავებს პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში და 17 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ბარსელონას”. “ბეტისი” კი 33 ქულით მეცხრეა. მომდევნო ტურში “ბლანკოსი” “ლეგანესს” ეწვევა, “ბეტისი” – “ლევანტეს”.

ზიდანი: “ჩემი ახალი კონტრაქტის პირობები შეთანხმებულია”

ხვალ 23:55 წუთზე მადრიდის “რეალი” “რეალ ბეტისს” მიიღებს. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“ინტენსიურობა – ეს არის ის, რაც მინდა, როგორც მწვრთნელმა, დავინახო. ჩემს მოთამაშეებსაც აღნიშნული სურთ. “ბეტისის” წინააღდეგ 90 წუთის მანძილზე ვეცდებით, რომ მეტოქეს შევუტიოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. თუ ჩვენ ინტენსიურობის მაღალ დონეს მივაღწევთ, მაშინ ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ ღირსეულად წარსვდგებით.”

“არ ვაპირებ რონალდუს დისკვალიფიკაციაზე საუბარს. მთავარია, რომ იგი ბრუნდება. კრიშტიანუ ჩვენთვის დიდი ძალაა! ის ახლა გახარებულია, რადგან ძალიან სურს თამაში და ჩვენი მუდმივი დახმარება. რონალდუ საშინაო შეხვედრაში ბრუნდება – ამ სტადიონზე ასპარეზობა კი ყველას ძალიან მოსწონს, მით უმეტეს, როცა ეს რთული პერიოდის შემდეგ ხდება.”

“სებალოსს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც მას დიდ უპირატესობას აძლევს. იგი ტექნიკურია და ძალუძს მეტოქის შეტევის შეჩერება.”

ბოლოს “ზიზუს” მის ახალ კონტრაქტზეც ჰკითხეს: “ჩემი კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებბულია,” – განაცხადა მან.

“ბარსამ” კრისტიან ტელიო 4 მილიონ ევროდ გაყიდა

კატალონიის “ბარსელონამ” და “ბეტისმა” შემტევი ნახევარმცველის, კრისტიან ტელიოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

კატალონიურმა გრანდმა ტელიო სულ რაღაც 4 მილიონ ევროდ გაყიდა, რასაც შესაძლოა, შემდეგში 1 მილიონი ევროც დაემატოს, თუ ტელიო “ბეტისს” გარკვეული წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.

გარდა ამისა, კატალონიური კლუბი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს ტელიოს შემდეგ ტრანსფერშიც.

“ბეტისის” ფეხბურთელები “მალაგასთან” მატჩში არატრადიციული ფორმებით ითამაშებენ (ფოტო)

“რეალ ბეტისი” ესპანეთის უმაღლესი ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში განსხვავებული ფორმით ითამაშებს. ამ გადაწყვეტილების ავტორი კი მათი სპონსორი, Adidas გახლავთ.

როგორც იცით, აღნიშნული ტურის მატჩი, რომლის ეგიდითაც “ბეტისი” “მალაგას” ესტუმრება, 28 თებერვალს, ანდალუსიის დღეს უნდა გაიმართოს.

null

ამ მატჩში “ბეტისი” ისეთივე სტილის ფორმით ითამაშებს, როგორითაც შოტლანდიური “სელტიკი” თამაშობს – ანუ, ნაცვლად ჰორიზონტალური ზოლებისა, მაისურზე ვერტიკალური, მწვანე ზოლები იქნება გამოსახული.

საქმე ისაა, რომ კლუბმა ფორმის ტრადიციული დიზაინი 1912 წელს, დაარსებიდან 5 წლის შემდეგ შექმნა, როდესაც მანუელ რამოს ასენსიო, კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი გლაზგოდან შინ დაბრუნდა და დამსწრე საზოგადოებას ახალი დიზაინი წარუდგინა.

ლუის ენრიკე: “სამი კვირის წინ “ბარსელონას” პრესკონფერენცია დაკრძალვას ჰგავდა”

29 იანვარს, 15:00 საათზე პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურში “ბეტისი” “ბარსელონას” მიიღებს. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა კონფერენცია გამართა.

“სამი კვირის წინ, “ბარსელონას” პრესკონფერენციაზე რომ შემოსულიყავით, თავი დაკრძალვაზე გეგონებოდათ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. გუნდმა თავდაჯერება და რწმენა განიმტკიცა,რაც ბოლო თამაშების ხარსიხზე და შედეგზე აისახა.”

“ამჟამად აბსოლუტურუად კონცენტრირებულნი ვართ “ბეტისზე”. აუცილებლად გვმართებს სამი ქულის მოპოვება. ლიდერ გუნდებთან ახლოს ვართ. ყველაფერი შესაძლოა მოხდეს, ასე რომ შეცდომის დაშვების უფელბა არ გვაქვს.”

“არაა გამორიცხული, რომ სულ მალე ჩვენ აღმოვჩნდეთ მოწინავე პოზიციებზე,” – განაცხადა ლუის ენრიკემ.

 

გურამ კაშია: “რომელი კაპიტანი ტოვებს გუნდს შუა სეზონში?”

არნემის “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია ბოლო დროს, მისი “ვიტესიდან” წასვლის შესახებ გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა.

კაშიას თქმით, ის უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ძალების მოსინჯვაზე მართლაც ფიქრობს, თუმცა არნემელთა დატოვებას სეზონის ბოლომდე არ აპირებს.

“არ მომწონს, როცა ვკითხულობ იმას, რომ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს ვმართავ. მე ისევ “ვიტესში” ვარ. რომელი კაპიტანი ტოვებს გუნდს შუა სეზონში?” – Omroep Gelderland-ს.

როგორც ესპანურ გამოცემებში დაიწერა, ქართველი მცველის გადაბირება “ბეტისს” სურს. ასევე, გაიჟღერა “გრანადასა” და ყაზახური “ქაირათის” ვარიანტებმაც.

“ახალ კლუბს არ ვეძებ, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. რა თქმა უნდა, უფრო მაღალ დონეზე თამაში მსურს. იმ ჩემპიონატში თამაში, სადაც ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ გამოდიან, ყველას ოცნებაა”, – განაცხადა კაშიამ.

“რომას” “ჩელსის” ნახევარმცველის იჯარით აყვანა სურს

Goal.Com-ი იტყობინება, რომ რომის “რომა” დაინტერესებულია ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ნახევარმცველის, ჩარლი მუსონდას იჯარით აყვანით.

ბელგიელი ფეხბურთელი ამჟამად ესპანურ “ბეტისშია” განათხოვრებული. თუმცა “რომასგან” სარფიანი შემოთავაზების, ან სხვა მოტივების ქონის შემთხვევაში, “არისტოკრატებს” შეუძლიათ, სატრანსფერო ფანჯარაზე უკან დაუბრუნონ 20 წლის სპორტსმენი და იტალიურ კლუბში გაუშვან არენდის წესით.

 

თავის მხრივ, “რომას” მუსონდა მუჰამედ სალაჰის შემცვლელად უნდა. ეგვიპტელი ფეხბურთელი აფრიკის თასზე იღებს მონაწილეობას.

ლა ლიგა: “რეალმა” “ბეტისი” გაანადგურა (ვიდეო)

ესპანური ლა ლიგის მე-8 ტურის მატჩი საკმაოდ იოლად ჩაატარა მადრიდის “რეალმაც”, მსგავსად მისი უშუალო კონკურენტებისა (“ატლეტიკო” 7-1 “გრანადა”; “ბარსელონა” 4-0 “დეპორტივო”)

აღნიშნულ მატჩში სტუმართა რიგებიდან თავის გამოჩენა რაფაელ ვარანმა, ქარიმ ბენზემამ, მარსელომ, ისკომ (ორჯერ) და რონალდომ შეძლეს. მასპინძლების მხრიდან კი ერთი ბურთის გაქვითვა სეჰუდომ შეძლო მატჩის 55-ე წუთზე.


“რეალ ბეტისი”: ადანი; პიცინი, მანდი, პეცელა, დურმისი, მარტინი (სებალოსი 67′), ბრასანაკი (ზოზულია 46′), პეტროსი; ჟოაკინი, ალეგრია, კასტრო.

მთავარი მწვრთნელი: გ. პოიეტი

“რეალ მადრიდი”: კეილორ ნავასი; კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო; კოვაჩიჩი, კროოსი, ისკო; რონალდუ, ბენზემა (მორატა 75′), ბეილი (ასენსიო 79′).

მთავარი მწვრთნელი: ზ. ზიდანი


„რეალის“ ყოფილმა მეკარემ „ბეტისთან“ გაახანგრძლივა (ფოტო)

„ბეტისის“ მეკარემ ანტონიო ადანმა ახალი კონტრაქტი გააფორმა, რაც კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასუტურა. ახალი შეთანხმება მხარეებს 2019 წლამდე აკავშირებთ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალის“ აღზრდილი „ბეტისში“ 2014 წელს „კალიარიდან“ გადავიდა.

1

ვან დერ ვაარტი კარიერას ესპანეთის პრიმერადივიზიონში გააგრძელებს

ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი კარიერას ესპანეთის პრიმერადივიზიონში გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელმა “ბეტისთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მას ოფიციალურად დღეს წარადგენენ.

ვან დერ ვაარტი ანდალუსიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფეხბურთელს “ჰამბურგთან” შრომითი ხელშეკრულება ამა წლის 30 ივნისს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტისთვის ესპანეთი უცხო არ არის. იგი 2008-დან 2010 წლამდე მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა.

როგორც მოგეხსენებათ, “ბეტისმა” სეგუნდადივიზიონი მოიგო და ახალი სეზონიდან პრიმერადივიზიონში ითამაშებს.

 

ვან დერ ვაარტმა “ბეტისი” დაადასტურა

გამოცდილი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი პრიმერაში ბრუნდება. ჰოლანდიელი ფეხბურთელი კარიერას სეგუნდა დივიზიონიდან დაწინაურებულ ბეტისში გააგრძელებს და კლუბის პირველი ახალწვეული გახდება.

“მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია. “ბეტისის” სპორტულ დირექტორთან საინტერესო საუბარი ქონდა. მან კლუბის მაღალ ამბიციებში დამარწმუნა. საქმე ძალიან კარგ პროექტთან გვაქვს” – თვლის 32 წლის ფეხბურთელი.

De Telegraaf-ის ცნობით, ვან დერ ვაარტს ყველაზე მეტად “აიაქსის” წინადადება ხიბლავდა, თუმცა საბოლოოდ ძალების მოსინჯვა “ბეტისში” გადაწყვიტა.

ვან დერ ვაარტი „ბეტისში“ გადადის

32 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომელსაც „ჰამბურგთან“ კონტრაქტი ეწურება, კარიერას, დიდი ალბათობით, ესპანურ „ბეტისში“ გააგრძელებს.

როგორც Goal.com-ი წერს, ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიელნტი ანდალუსიურ კლუბთან ხელშეკრულებას ორშაბათს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ განვლილი სეზონის შედეგების მიხედვით, „ბეტისი“ სეგუნდა დივიზიონიდან პრიმერაში დაბრუნდა.