ბირსა იჯარით “კიევოში” ითამაშებს

იტალიური “მილანის” ნახევარმცველი ვალტერ ბირსა 2014-15 წლების სეზონში “კიევოს” ღირსებას დაიცავს. სლოვენიელი ფეხბურთელი ახალ კლუბში იჯარის წესით გადაბარგდა.

“მიხარია, რადგან “მილანში” ჩატარებული სეზონის პირველი ნახევარი კარგი გამოდგა, რასაც მეორეზე ვერ ვიტყვი. მადლობას ვუხდი “კიევოს” ხელმძღვანებლობას, რადგან მათ ჩემი შესაძლებლობების სჯერათ. შევეცდები, ახალ კლუბში ბოლომდე დავიხარჯო და გულშემატკივრები გავახარო”, – ამბობს ბირსა.

რობინიოს ბრწყინვალე ფინტი ვარჯიშზე

რობინიო რომ ტექნიკით გამორჩეული ფეხბურთელია, ეს ყველამ კარგად იცის. ბრაზილიელმა “მილანის” ვარჯიშზე ბრწყინვალე ფინტი გააკეთა, რითაც პუბლიკა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

ბირსა: “მიხარია, რომ ჩემი სადებიუტო გოლით “მილანმა” თამაში მოიგო”

იტალიური “მილანის” სლოვენიელი ფეხბურთელი, ვალტერ ბირსა გახარებულია, რომ მისი სადებიუტო გოლით, “როსონერიმ” “სამპდორიას” დამარცხება მოახერხა.

“მიხარია, რომ “მილანში” სადებიუტო გოლი გავიტანე, რომელმაც გუნდს გამარჯვება მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმსახურებდით, გასულ ტურებში ბევრი ქულა დავკარგეთ. რთული პერიოდი გვედგა, ამიტომ “სამპდორიასთან” მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. გამარჯვებამ კი, რწმენა შეგვმატა და ვფიქრობ, მომდევნო შეხვედრებში უფრო კარგად ვითამაშებთ. მართალია, ერთადერთი გოლი მე გავიტანე, მაგრამ მოგება მთელი გუნდის დამსახურებაა”, – ამბობს ბირსა.