გრიფინის ბოლო წამზე ჩაგდებულმა სამქულიანმა „კლიპესს“ მოაგებინა (ვიდეო)

„ფინიქს სანსთან“ მატჩში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო, რითაც თავის გუნდს ოვერტაიმში ანგარიშით 121:120 მოაგებინა.

ხსენებულ შეხვედრაში ბლეიკმა 43 წუთის განმავლობაში ითამაშა, მისმა მონაგარმა კი 45 ქულა და 8 მოხსნა შეადგინა. როგორც ESPN Stats & Info წერს, ეს გადამწყვეტი ჩაგდება გრიფინისთვის კარიერაში პირველი „ბაზერი“ აღმოჩნდა.

მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში გრიფინმა 10 შორეული სროლიდან 6 ჩააგდო.

გრიფინი და ჯეიმსი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად ლებრონ ჯეიმსი („კლივლენდ კავალიერსი“) და ბლეიკ გრიფინი („ლოს-ანჯელეს კლიპერსი“) დასახელდნენ.

ჯეიმსი გასულ კვირას „კავალიერსს“ სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და საშუალოდ 25,7 ქულა, 5,3 მოხსნა და 2,3 ჩაჭრა მიითვალა. „კლიპერსმა“ წინა კვირას ოთხი მატჩი მოიგო, მისი ლიდერის მაჩვენებელმა კი 23,8 ქულა, 9,8 მოხსნა და 5 გადაცემა შეადგინა.

კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდების მიღების შანსი ასევე ჯეფ ტიგს („ატლანტა ჰოუქსი“), ჯიმი ბატლერს („ჩიკაგო ბულზი“), ტაისონ ჩენდლერს („დალას მავერიკსი“), სტეფ კარის („გოლდენ სტეიტ უორიორსი“), ჯეიმს ჰარდენს („ჰიუსტონ როკეტსი“), კრის ბოშსა („მიამი ჰიტი“) და უესლი მეთიუზს („პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“) ჰქონდათ.

ამერიკის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა

ამერიკის ნაკრების ხხელმძღვანელობამ ის 28 მოთამაშე დაასახელა,რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში გუნდში იასპარეზებს. ნაკრებში 14 ძველი და 14 ახალი მოთამაშეა. შემადგენლობა ჯერი კოლანჯელომ და მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კჟიჟევსკიმ აირჩიეს.

გუნდში შეყვანილია ახალი ტალანტები. წელს ნაკრებში გამოჩნდა “ატლანტას” სნაიპერი კაილ კორვერი, “კინგზის” მძიმეწონოსანი დემარკუს კაზინსი და გორდონ ჰეიუარდი.

კოლანჯელო და კრჟიჟევსკი აქედან 12-კაციან შემადგენლობას აირჩევენ , რომლებიც როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე,ასევე 2016 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.

ძველი გუნდიდან კობის გარდა, არც უეიდი და კრის ბოში იქნება, თუმცა ისინიც ახალგაზრდებმა შეცვალეს.

შემადგენლობა კი ასეთია

ვეტერანები:

კარმელო ენტონი
ტაისონ ჩენდლერი
სტეფ კარი
ენტონი დეივისი
კევინ დურანტი
ჯეიმს ჰარდენი
დუაიტ ჰოვარდი
ანდრე იგუოდალა
ლებრონ ჯეიმსი
კევინ ლავი
კრის პოლი
დერიკ როუზი
რასელ უესბრუკი
დერონ უილიამსი

ახლები:

ლამარკუს ოლდრიჯი
ბრედლი ბილი
დემარკუს კაზინსი
ანდრე დრამონდი
კენეტ ფარიდი
პოლ ჯორჯი
ბლეიკ გრიფინი
გორდონ ჰეიუარდი
კაირი ირვინგი
კაილ კორვერი
დევიდ ლი
კავაი ლეონარდი
დემიენ ლილარდი
კლეი ტომპსონი

გრიფინმა მარცხენა ფეხის მუხლი დაიზიანა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა ოთხშაბათს ჩატარებულ ვარჯიშზე მარცხენა ფეხის მუხლი დაიზიანა, რის შესახებაც Los Angeles Times-ის ჟურნალისტი ბრედ თერნერი იტყობინება.

მოგვიანებით ჩატრებულმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ბლეიკის ტრავმა სერიოზული არ არის.

ამის მიუხედავად, ხუთშაბათს გრიფინს არ უვარჯიშია. ამ ეტაპზე, კალიფორნიელები მისი პარკეტზე დაბრუნების თარიღის დასახელებისგან თავს იკავებენ.

ალექსანდრე მატევოსოვი