გრიფინმა ორიგინალურად მიღებული ბურთი ჩატენა

„გოლდენ სიტეტთან“ მატჩში ბლეიკ გრიფინმა საშუალო დისტანციიდან ნასროლი ვერ ჩააგდო, რის შემდეგაც მან დეანდრე ჯორდანის შეცდომით ისარგებლა და ბურთი მეტოქის ფარში მაინც ჩატენა.

გრიფინის ფანტასტიკური ბლოკი (ვიდეო)

„ბოსტონ სელტისკთან“ შეხვედრაში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა ფორვარდ იონას ჟერებკოს ბურთი ჩინებული მოძრაობით მოხსნა.

ცნობისთვის, მატჩი „კლიპერსის“ მოგებით, 119:106 დასრულდა.

გრიფინმა ახალ ორიგინალურ რეკლამაში პილოტის როლი შეასრულა (ვიდეო)

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერი ბლეიკ გრიფინი NBA-ს პარტნიორის KIA-ს ახალ რეკლამაში გადაიღეს, რომელშიც მან საინტერესო როლი შეასრულა.

გრიფინი სამ კვირას გამოტოვებს

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა გუშინ ხელის ოპერაცია გაიკეთა.

ექიმების პროგნოზით, 25 წლის კალათბურთელი სამ კვირას გამოტოვებს, რის შემდეგაც დამატებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ცნობისთვის, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გრიფინის 4-6 კვირა უნდა გამოეტოვებინა.

შესაბამისად, ბლეიკი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარსაც გამოტოვებს, რომელიც 15 თებერვალს ნიუ-იორკში შედგება. აღსანიშნავია, რომ ოლ სტარზე მისი შემცვლელის ვინაობა უკვე გარკვეულია.

მიმდინარე სეზონში გრიფინმა 51 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 22,5 ქულა, 7,5 მოხსნა და 5,1 ასისტი შეადგინა.

ოლ სტარის მატჩში ბლეიკ გრიფინის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

გუშინ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა ხელის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც იგი 4-6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

გაირკვა, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლოებული ოლ სტარის მატჩში გრიფინს „პორტლენ ტრეეილ ბლეიზერსის“ ლიდერი დემიენ ლილარდი შეცვლის. 24 წლის კალათბურთელს სარეზერვო შემადგენლობაში ელოდებოდნენ, მაგრამ დასავლეთ კონფერენციის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა იგი განაცხადში არ შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ ოლ სტარზე ლილარდი გრიფინის ტრავმის გამო ზედიზედ მეორედ მოხვდა.

მიმდინარე სეზონში ლილარდის საშუალო მონაგარი 21,5 ქულას, 4,6 მოხსნა და 6,3 ასისტს შეადგენს, მისი გუნდი კი ამჟამად პლეი-ოფის ზონაშია.

სეზონის ათი გამორჩეული მომენტი ბლეიკ გრიფინის მონაწილეობით (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ოლ სტარის მორიგი მონაწილის სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

გრიფინის ბოლო წამზე ჩაგდებულმა სამქულიანმა „კლიპესს“ მოაგებინა (ვიდეო)

„ფინიქს სანსთან“ მატჩში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო, რითაც თავის გუნდს ოვერტაიმში ანგარიშით 121:120 მოაგებინა.

ხსენებულ შეხვედრაში ბლეიკმა 43 წუთის განმავლობაში ითამაშა, მისმა მონაგარმა კი 45 ქულა და 8 მოხსნა შეადგინა. როგორც ESPN Stats & Info წერს, ეს გადამწყვეტი ჩაგდება გრიფინისთვის კარიერაში პირველი „ბაზერი“ აღმოჩნდა.

მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში გრიფინმა 10 შორეული სროლიდან 6 ჩააგდო.

გრიფინი და ჯეიმსი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად ლებრონ ჯეიმსი („კლივლენდ კავალიერსი“) და ბლეიკ გრიფინი („ლოს-ანჯელეს კლიპერსი“) დასახელდნენ.

ჯეიმსი გასულ კვირას „კავალიერსს“ სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და საშუალოდ 25,7 ქულა, 5,3 მოხსნა და 2,3 ჩაჭრა მიითვალა. „კლიპერსმა“ წინა კვირას ოთხი მატჩი მოიგო, მისი ლიდერის მაჩვენებელმა კი 23,8 ქულა, 9,8 მოხსნა და 5 გადაცემა შეადგინა.

კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდების მიღების შანსი ასევე ჯეფ ტიგს („ატლანტა ჰოუქსი“), ჯიმი ბატლერს („ჩიკაგო ბულზი“), ტაისონ ჩენდლერს („დალას მავერიკსი“), სტეფ კარის („გოლდენ სტეიტ უორიორსი“), ჯეიმს ჰარდენს („ჰიუსტონ როკეტსი“), კრის ბოშსა („მიამი ჰიტი“) და უესლი მეთიუზს („პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“) ჰქონდათ.

ბლეიკ გრიფინს პოლიცია თავდასხმაში ადანაშაულებს

პოლიცია „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდ ბლეიკ გრიფინს ლას-ვეგასის ერთ-ერთ ღამის კლუბში კაცზე თავდასხმის გამო ადანაშაულებს.

ინციდენტი 19 ოქტომბერს მოხდა. დაზარელებულის დენიელ შუმანის თქმით, გრიფინმა, რომელიც ღამის კლუბში თანაგუნდელებთან ერთად ისვენებდა, მას ტელეფონი წაართვა (აღნიშნული ტელეფონით დაზარალებული სურათებს იღებდა). როდესაც შუმანი ნივთის დაბრუნებას ცდილობდა, კალათბურთელმა იგი ყელზე დაიჭირა.

როდესაც ორივე გააშველეს, დენიელი კვლავ თავისი ტელეფონის დაბრუნებას ცდილობდა – ამჯერად გრიფინმა მას სახეში ჩაარტყა.

მაქსიმუმ, რაც ბლეიკს ელის, ერთთვიანი პატიმრობა ან ათასი დოლარის გადახდაა.

ზურგის ტრავმა გრიფინს ვარჯიშში ხელს არ უშლის

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა აღიარა, რომ ზურგის ტრავმა, რომლის გამოც იგი მსოფლიო ჩემპიოანტს გამოტოვებს, მას ვარჯიშში ხელს არ უშლის.

„მოტეხილობა ძალიან მცირეა. შემიძლია ის გავაკეთ, რისი გაკეთებაც აქამდე შემეძლო. უბრალოდ, ყოველდღიურ ვარჯიშს გვიან დავიწყებ.

ტრავმის გართულება არ მინდა, ამიტომაც „კლიპერსთან“ ერთად მოვემზადები. თუ სხვებზე ადრე დავიწყებ თამაშს, მდგომარეობას გავირთულებ. ასეთ რისკზე წასვლა არ შემიძლია“, – განუცხადა ბლეიკმა „The Los Angeles Times“-ს.

გრიფინი მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ გაემგზავრება

გასულ კვირას გაირკვა, რომ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდი ბლეიკ გრიფინი ესპანეთში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ს ნაკრებს ვერ დაეხმარება. როგორც „ESPN Los Angeles“-ი იუწყება, გრიფინი პლანეტის პირველობას ხერხემლის დაზიანების გამო გამოტოვებს.

ტრავმა ბლეიკმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვლილი სეზონის პლეიოფის დროს მიიღო. ექიმებმა კალათბურთელს ტრავმის გაუარესების თავიდან ასაცილებლად სამშობლოში დარჩენა ურჩეს.

სავარაუდოდ, გრიფინი ახალი სეზონისთვის სრულიად მზად იქნება და მიღებულ დროს აღდგენაზე დახარჯავს.

სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი ბლეიკ გრიფინის მონაწილეობით (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია ათი საუკეთესო ეპიზოდი „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერის ბლეიკ გრიფინის მონაწილეობით.