ოფიციალურად: ბოიან კრკიჩი ბუნდესლიგაში გადაბარგდა

“სტოკ სიტის” თავდამსხმელმა ბოიან კრკიჩმა მეტი სათამასო დროის მიღების მიზნით კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა.

26 წლის ესპანელი ფეხბურთელი “მაინცში” გადავიდა. კრკიჩი გერმანულ კლუბსი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. ბოიანი “მაინცში” 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

 

კრკიჩი “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელებს გუნდიდან წასვლას ურჩევს

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, რომელიც ამჟამად “სტოკ სიტის” ღირსებას იცავს, კატალონიური გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიმართავს და მათ “კამპ ნოუდან” აბარგებას ურჩევს.

“სერხი რობერტოსა და სხვა ფეხბურთელებს, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, უკვე ვუთხარი, რომ დროა, გუნდი დატოვონ.

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ტრანსფრების განხორციელება ფიფასგან აკრძალული აქვს, ფეხბურთელები ეგოისტურად უნდა მოიქცნენ.

სერხი აუცილებლად უნდა წავიდეს. მნიშვნელობა არ აქვს, “სტოკში” მოვა თუ სხვა კლუბში. მთავარია, რომ მას სათამაშო დრო მიეცეს”, – ციტირებს კრკიჩის სიტყვებს კატალონიური პორტალი weloba.cat

 

როგორ დაკარგა “ბარსელონამ” კურტუას და ვარანის დამატების შანსი

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის მამამ, რომელიც 2011 წლამდე კატალონიური გუნდის სკაუტად მუშაობდა, განაცხადა, რომ “ბლაუგრანას” თავის დროზე ტიბო კურტუასა და რაფაელ ვარანის დამატება შეეძლო. იმ პერიოდში ბელგიელი მეკარე “გენკში” თამაშობდა, ფრანგი მცველი კი “ლანსის” ღირსებას იცავდა. საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ კურტუა “ჩელსიში” გადავიდა, ვარანმა კი მადრიდის “რეალს” მიაშურა.

“როდესაც კურტუა ბელგიაში თამაშობდა, ჩვენ მისი დამატების შანსი გვქონდა. ეს “ბარსაში” ჩემი მუშაობის უკანასკნელი წელი იყო. 19 წლის ტიბო “გენკის” ძირითადი მეკარე გახდა. ჩვენი ერთ-ერთი აგენტი მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. მისი თამაშის ამსახველი ბევრი ვიდეო ვნახეთ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც შეგვექმნა, თუმცა “ბარსელონამ” აღნიშნულ ტრანსფერში 3 მილიონი ევრო არ გაიღო. ერთი თვის შემდეგ კურტუა “ჩელსიმ” გაიფორმა.

Raphael Varane

ვარანმა ჩვენი ინტერესი მაშინ მიიქცია, როდესაც ის საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მაშინ ვთქვი, რომ ამ ფეხბურთელისთვის ყურადღება უნდა მიგვექცია. ერთ-ერთი აგენტი “ლანსსა” და “მონაკოს” შორის გამართულ მატჩს დაესწრო, თუმცა იქიდან დაბრუნებულმა განაცხადა, რომ ვარანმა მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ასე დასრულდა ეს ისტორია”, – ციტირებს კრკიჩის მამის სიტყვებს Cadena SER-ი.

 

ოფიციალურად: ბოიან კრკიჩი „სტოკში“ გადავიდა

ბოიან კრკიჩი „ბარსელონადან“ ინგლისურ „სტოკ სიტიში“ გადაბარგდა.

23 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა „სტოკთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება.

კრკიჩმა გასული სეზონი იჯარის წესით ამსტერდამის „აიაქსში“ გაატარა. ჰოლანდიური კლუბის ფორმით ჩაატარა 24 მატჩი და გაიტანა 4 გოლი.

 

ბოიანი 4-6 კვირას იუქმებს

ამსტერდამის „აიქსში“ იჯარის წესით მოთამაშე ბოიან კრკიჩმა ერედივიზიის ბოლო ტურის შეხვედრაში, რომელშიც მისი გუნდი „გოუ ეხედ იგლზს“ დაუპირისპირდა, ტრავმა მიიღო. ექიმთა თქმით, კრკიჩი თამაშს დაახლოებით 4-6 კვირის განმალობაში ვერ მოახერხებს.

აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო პროცესს ბოიანი ბარსელონაში გაივლის, რის შესახებაც Barcastuff-ი იტყობინება.

ამსტერდამული კლუბის მაისურით ბოიანმა რვა მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა მან ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ახალგაზრდა მოთამაშის ანგარიშზე სამი შედეგიანი გადაცემაა.

ალექსანდრე მატევოსოვი