კარლოს ტევესმა ციხეში ფეხბურთის თამაშისას ტრავმა მიიღო

უცხოურმა გამოცემებმა “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “იუვენტუსის” ყოფილი ვარსკვლავი, კარლოს ტევესი უპასუხისმგებლო საქციელში ამხილეს.

34 წლის არგენტინელი შემტევი დღეს “ბოკა ხუნიორსის” ვარჯიშზე არ გამოცხადდა, მიზეზად კი დახურულ დარბაზში თამაშისას მიღებული ტრავმა დაასახელა, თუმცა ამას არ იჯერებენ Clarin-ის ჟურნალისტები.

არგენტინული პრესის ცნობით, კარლოსი თავის ძმას ესტუმრა ციხეში, რომელიც 2010 წლიდან 16-წლიან სასჯელს იხდის. ძმებმა დარბაზში ფეხბურთი ითამაშეს, რომელიც სულ რაღაც 20 წუთი გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

რა თქმა უნდა, “ბოკა ხუნიორსის” ხელმძღვანელები მომხდარით უკმაყოფილონი არიან.

ოფიციალურად: ტურინის “იუვენტუსმა” ახალგაზრდა ნახევარმცველი გაიფორმა

სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ტურინის “იუვენტუსმა” “ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელი, როდრიგო ბენტანკური გაიფორმა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

19 წლის ნახევარმცველის ღირებულებამ 9.5 მილიონი ვერო შეადგინა. კონტრაქტი ხუთ წლიანია. ბენტანკური პირველ ივლისს შეუერთდება ტურინულ კლუბს და ხელშეკრულების თანამხად, “იუვეში” 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ურუგვაელი ფეხბურთელის პროფესიონალური კარიერა არგენტინულ კლუბში 2015 წელს დაიწყო. ამ დროის მანძილზე მან პრიმერა დივიზიონში 46 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. ბენტანკური, ასევე, არის ურუგვაის 20-წლამდე ნაკრების წევრი.

აგუეროს ვაჟმა კარლოს ტევესისგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო

ბენჟამინ აგუეროს, რომლის მამაც სერხიო აგუერო, ხოლო ნათლია დიეგო მარადონა გახლავთ, ახლა უკვე კარლოს ტევესის მიერ ხელმოწერილი მაისურიც აქვს.

ახალგაზრდა ბენჟამინი, რომლის დედაც ჯანინა მარადონა გახლავთ, “ბომბონერაზე” სპეციალურად მიიწვიეს, რათა კარლოს ტევესის მიერ “ბოკა ხუნიორსის” მაისურით ჩატარებული ბოლო მატჩისთვის ედევნებინა თვალი.

“მადლობა ჩემი ვაჟის გაბედნიერებისთვის. ასეთი ჩუმი და ამავდროულად აღელვებული არასდროს მინახავს. უღრმესი მადლობა!” – ვკითხულობთ ჯანინას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც თან სურათიც ახლავს.

როგორ დასაჯეს ხულიგანი, რომელმაც “რივერ პლეიტის” ფეხბურთელს თვალებში წიწაკის სპრეი შეასხა?

არგენტინაში ძალიან საინტერესო რამ მოხდა – ნაპოლიტანო, რომლის ზედმეტსახელიც El Panadero (მცხობელი) გახლავთ, კამერებმა გამოიჭირეს მაშინ, როდესაც ის “რივერ პლეიტის” ფეხბურთელს წიწაკის სპრეითი უტევდა. არგენტინელი ხულიგანი შესაბამისად დაისაჯა.

კოპა ლიბერტადორესის ეგიდით გამართულ მატჩში ჩადენილი დანაშაულისთვის, “ბოხა ხუნიორსის” გულშემატკივარს სახლში ბრძანება მიუვიდა, რის თანახმადაც, მან თვეში 10 კილოგრამი პურის დონაცია უნდა მოახდინოს.

გარდა ამისა, ხულიგანს ერთჯერადად 25,000 პესოს (დაახლოებით 3,600 ლარს შეადგენს) გადახდა მოუწევს და მომდევნო სამი წლის მანძილზე არგენტინაში მდებარე სტადიონებზე მისვლა აეკრძალა.

სალიმანი: “ტევეზს 150,000 შევთავაზე, თუმცა მან ეს არ იკმარა”

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები თანახმანი იყვნენ გაეხადათ კარლოს ტევესი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, თუმცა 32 წლის ფეხბურთელი ამ ხელფასს არ დასჯერდა.

არგენტინელ ფორვარს ლონდონური კლუბი 150 000 ფუნტს სთავაზობდა – რასაც ემატებოდა ბონუსებიც – და ამასთან ერთად, მას ძირითადში თამაშის გარანტიასაც აძლევდნენ, მაგრამ მან ამ წინადადებას უარით უპასუხა.

დევიდ სალიმანმა, “ვესტ ჰემის” თანამფლობელმა განაცხადა: ” ამბობენ, “მიყვარს ვესტ ჰემი”, მაგრამ სინამდვილეში ასეა – “მიყვარს “ვესტ ჰემი”, თუ ისინი 250 000-ს გადამიხდიან.”

მე მას 150,000 ფუნტი შევთავაზე კვირაში, რასაც ემატებოდა ბონუსებიც. იმ ფეხბურთელისთვის, ვისაც “ვესტ ჰემი” უყვარს, ეს შესანიშნავი შეთავაზება იქნებოდა.

ეს ჩვენი მხრიდან უდიდესი რისკი იყო, ახლა ხომ ის 33 წლის არის. ჩვენ მისი შეძენა ვცადეთ, მაგრამ მან 250,000 მოითხოვა – და ის საუკეთესო ფორმაში იმყოფება? სამხრეთ ამერიკაში ის ნამდვილად ვერ ბრწყინავს.”

ცნობისათვის გეტყვით, რომ ამ დროისთვის ლონდონური კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დიმიტრი პაიეტია, რომელსაც 100,000 ფუნტს უხდიან კვირაში.

“რივერ პლეიტისა” და “ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

24 იანვარს, არგენტინაში, წინასასეზონო ტურნირზე ერთმანეთს “ბოკა ხუნიორსი” და “რივერ პლეიტი” დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, საბოლოოდ კი “რივერმა” ანგარიშით 0:1 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე ლეონარდო ბისკულინიმ გაიტანა.

მთავარ არბიტრს ხუთი წითელი და ცხრა ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა, აქედან სამი “ბოკას” ფეხბურთელებმა მიიღეს, ხოლო ორი – “რივერ პლეიტის”. აღსანიშნავია, რომ მაყურებლებმა პირველი გაძევება უკვე მე-10 წუთზე იხილეს.

პალასიო, შესაძლოა, „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნდეს

როგორც გამოცემა „El Superclasico“ იტყობინება, მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი როდრიგო პალასიო, შესაძლოა, „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნდეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ოთხ მილიონ ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ „ბოკას“ ფერებს როდრიგო 2004 წლიდან 2009 წლამდე იცავდა.

აქამდე არგენტინელმა კლუბმა „იუვენტუსის“ ექს-თავდამსხმელი კარლოს ტევესიც დაიბრუნდა.

ფერნანდო გაგოს შესანიშნავი გოლი არგენტინის თასზე (ვიდეო)

20 აგვისტოს, არგენტინის თასზე, “გუარანიმ” საკუთარ მოედანზე “ბოკა ხუნიორსი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-40 წუთზე, მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა, გაგომ გახსნა.

კარლოს ტევესმა “ბოკაში” დაბრუნების შემდეგ მეორე გოლი გაიტანა (ვიდეო)

3 აგვისტოს, არგენტინის ჩემპიონატში “ბოკა ხუნიორსმა” საკუთარ მოედანზე “სანტა ფე” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

მატჩის 46-ე წუთზე, მასპინძელთა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა მეტოქის კარი დალაშქრა და ანგარიში 2:2 გახადა.

როგორი გოლი გაიტანა “ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელმა გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

18 ივლისს, არგენტინის ჩემპიონატში, “ბოხა ხუნიორსმა” საკუთარ მოედანზე “კილმესი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის 53-ე წუთზე, “ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელმა ჯონათან კალერიმ საოცარი გოლი გაიტანა.

როგორ შეხვდა კარლოს ტევესს “ბოკა ხუნიორსის” 40 000 ფანი (ვიდეო)

31 წლის არგენტინელი ფეხბურთელი კარლოს ტევესი თავის მშობლიურ კლუბში, “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნდა. “იუვენტუსის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილ თავდამსხმელს სტადიონზე 40 000 გულშემატკივარი დახვდა.

მარკიზიო ტევესს დაემშვიდობა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო თანაგუნდელ კარლოს ტევესს დაემშვიდობა. სავარაუდოდ, 31 წლის ფორვარდი სულ მალე სამშობლოში დაბრუნდება და „ბოკა ხუნიორსის“ შემადგენლობაში ითამაშებს, რომლის რიგებში პროფესიონალურ კარიერას იწყებდა.

„წარმატებები, დიდი მადლობა ამ ფანტასტიკური ორი სეზონისთვის. ყველანი ერთად ვზეიმობდით და ვიგებდით. ნახვამდის, ჩემპიონო“, -დაწერა მარკიზიომ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ტევესი „იუვენტუსში“ 2013 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა. „ბიანკონერის“ მაისურით 96 მატში მან 50 გოლი გაიტანა.

“ბოკამ” ტევესის ტრანსფერი დაადასტურა