2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლივიის ნაკრებმა არგენტინა მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩის 31-ე წუთზე ანგარიში ხუან არსემ გახსნა. მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძელთა უპირატესობა მარსელო მორენომ გაზარდა.
არგენტინის ნაკრებმა ლიონელ მესის გარეშე ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ფიფამ მესი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
არგენტინის ნაკრებს 22 ქულა აქვს და სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ეტაპის ცხრილში მესამე ადგილი უკავია, ბოლივია ათი ქულით მეცხრე პოზიციაზეა.
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
სამხრეთ ამერიკის ზონა
ბოლივია — არგენტინა 2:0 (1:0)
გოლები: არსე 31′, მორენო 52′