ბოლტი: “არ მაინტერესებს, რას იფიქრებს ხალხი”

მსოფლიოს ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ოქროს მედლის მფლობელმა და სხვადასხვა რეკორდის ავტორმა, უსეინ ბოლტმა ჟურნალისტებს თავისი ოცნების შესახებ უამბო.

რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლტს ფეხბურთის თამაში სურდა, მაგრამ ამ ფაქტს სერიოზულად არავინ ეკიდებოდა. როგორც ჩანს, იამაიკელი ამ ყველაფერზე სერიოზულად ფიქრობს და სწორედ ამ თემაზე ისაუბრა მან ჟურნალისტებთან.

როდესაც ადამიანს ოცნება აქვს, მან უნდა სცადოს ყელაფერი მის ასასრულებლად. ფეხბურთის თამაში ჩემი სამომავლო მიზანია, ამიტომაც არ მაინტერესებს, რას იფიქრებს ხალხი, მთავარია მე ჩემს თავთან მტყუანი არ ვიქნები. თუ ამ სფეროში არაფერი გამომივა, ყველას ვეტყვი, რომ დაივიწყონ ეს ამბავი. ორი კვირაა, რაც ვარჯიში განვაახლე და ტრავმის შემდგომმა რებილიტაციის პროცესმა კარგად ჩაიარა, სამედიცინო შემოწმება გვეტყვის, თუ რა ეტაპზე ვარ ახლა,” – აცხადებს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი – უსეინ ბოლტი.

გატლინმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და მესამეადგილოსან ბოლტს დაუჩოქა (ვიდეო)

გუშინ 100 მეტრზე სირბილში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. საკმაოდ დაძაბული გარბენი ჯასტინ გატლინის გამარჯვებით დასრულდა.

35 წლის ამერიკელმა 9.92 წამში მოახერხა აღნიშნული დისტანციის დაფარვა. მეორე ადგილზე გატლინის თანამემამულე, კრისტიან კოულმენი გავიდა, რომელმაც 9.94 წამი დააფიქსირა. ხოლო, ბრინჯაოს მედალი ლეგენდარულმა იამაიკელმა, უსეინ ბოლტმა მოიპოვა. მან 9.95 წამში მოახერხა ასი მეტრის გარბენა. გატლინმა, გამარჯვების შემდეგ, ლეგენდის წინ ქედი მოიხარა.

კარიკატურა: “პოგბა ფეხბურთის ლებრონ ჯეიმსია” (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ყოფილ თანაგუნდელზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა. იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანგი ნახევარმცველი შეაქო და მას ფეხბურთის ლებრონ ჯეიმსი, ან მარათონის უსეინ ბოლტი უწოდა.

ომარ მომანი ამ თემასთან დაკავშირებით კარიკატურას გვთავაზობს

 

რონალდუ უსეინ ბოლტის წინააღმდეგ

ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი, 100 და 200 მეტრზე სირბილში მსოფლიო რეკორდსმენი უსეინ ბოლტი რომ ფეხბურთის და კრისტიანო რონალდუს დიდი გულშემატკივარია არახალია.

გადაწვყვიტეთ თქვენი ყურადღება Youtube-ს ერთ ვიდეოზე გაგვემახვილებინა, რომელშიც უსეინ ბოლტის სარეკორდო გარბენი (100 მეტრი 9.58 წამში, ბერლინი, 2009 წ.) და 2012 წლის 3 დეკემბერს გამართული მადრიდული დერბის (რეალი-ატლეტიკო) ერთი ფრაგმენტია შესული, სადაც რონალდუ საკუთარი კარიდან მეტოქის მეკარის საჯარიმომდე მანძილს 10 წამში ფარავს.

საინტერესოა თავად Youtube-ზევე განთავსებული ერთი კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ როგორ სასაცილოდაც არ უნდა მოგვეჩვენოს, რონალდუსა და ბოლტის ამ გარბენების შედარებას აზრი მართლაც აქვს, შემდეგი მიზეზების გამო:

1. მიმდინარეობს შეხვედრის 77-ე წუთი, როცა პორტუგალიელს 8-9 კმ უკვე ნარბენი აქვს და წესით საკმაოდ დაღლილი უნდა იყოს.

2. რონალდუ ბალახიან საფარზე დარბის, რაც ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე მყარ ზედაპირზე.

3. რონალდუ ბოლტისგან განსხვავებით “სწორ ხაზს” არ მიჰყვება, რაც “დროს აკარგვინებს”