“ბორდომ” დღეს მომდევნო სეზონისთვის გუნდის მესამე სარეზერვო ფორმა წარმოადგინა. მაისურზე ქალაქის ღირსშესანიშნაობების ამსახველი სილუეტებია გამოსახული. “ბორდოს” ტექნიკური სპონსორი კომპანია Puma გახლავთ.
ჭდე: Bordeaux
ანრი, შესაძლოა, „ბორდოს“ სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდეს
დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 37 წლის თავდამსხმელი ტიერი ანრი კარიერას დაასრულებს. როგორც ცნობილია, ანრის სამწვრთნელო საქმიანობის დაწყება სურს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი, შესაძლოა, „ბორდოს“ სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდეს. ამჟამად „ბორდოს“ წარსულში ცნობილი ფეხბურთი ვილი სანიოლი თავკაცობს, რომელიც ანრის თავის გუნდში სიამოვნებით იხილავდა.
„თუ ანრის სურვილი აქვს, მაშინ მას აუცილებლად მივიღებ. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი იმ შემთხვევაში იქნება, თუ კლუბს საჭირო ფინანსები გააჩნია. მისი ინტერვიუებიდან გამომდინარე, დაზუსტებით მან ჯერჯერობით არაფერი იცის.
მსურს ეს ინტერვიუ გამოვიყენო და ანრის ვუთხრა, რომ „ბორდოში“ მისთვის კარი ყოველთვის ღიაა“, – განაცხადა სანიოლმა.
ზიდანს „ბორდოში“ ელიან
„ბორდოს“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის მიწვევას აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზიდანი, რომელიც ამჟამად მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის თანაშემწედ მუშაობს, სეზონის ბოლოს „სამეფო კლუბს“ დატოვებს.
ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს „მონაკოს“ უკავშირებენ, თუმცა „წითელ-თეთრები“ აცხადებენ, რომ კლაუდიო რანიერი თავკაცის პოსტს შეინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ ზიდანი 1992-96 წლებში სწორედ „ბორდოში“ ირიცხებოდა.
ბექა დოგრაშვილი
„პსჟ“-მ სტუმრად „ბორდო“ დაამარცხა
საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტური „ბორდოსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართული მატჩით გაიხსნა. სტადიონ „შაბან დელმაზე“ შემდგარი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები ბლეზ მატუიდიმ და ლუკას მოურამ გაიტანეს.
ამ დროისთვის „პსჟ“ გათამაშების ცხრილს ლიდერობს, თუმცა ამავე ტურში პარიზული კლუბის ჩამოტოვების შანსი „მონაკოს“, „მარსელსა“ და „სენტ-ეტიენს“ აქვთ. „ბორდოს“ სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიცია აქვს დაკავებული.
მომდევნო ტურში საფრანგეთის ჩემპიონი შინ „მონაკოს“ დაუხვდება, „ბორდო“კი გასვლაზე „ლორიანს“ ეთამაშება.
საფრანგეთის ჩემპიონატი
მე-5 ტური:
„ბორდო“-„პსჟ“ 0:2
გოლები: მატუიდი 30′, ლუკას მოურა 64′.
გაფრთხილებები: ენრიკე 20′, ობრანიაკი 41′ – ონგენდა 69′, ვერატი 80′.