“ბორდოში” ზიდანთან თანამშრომლობის სურვილს ადასტურებენ

“ბორდოს” ხელმძღვანელობამ ზინედინ ზიდანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა. ამჟამად ზიდანი მადრიდის “რეალში” კარლო ანჩელოტის ასისტენტია.

“ზიდანის “ბორდოში” ხილვა შესანიშნავი იქნებოდა. ჩვენ დეტალურად უნდა შევისწავლოთ ის პირობები და გარემოებები, რასაც ზიდანის ჩვენთან მოსვლა მოყვება. “ბორდოს” ზინედინის გადაბირების შანსი ნამდვილად აქვს” – განაცხადა ბორდოს ერთ-ერთმა მთავარმა აქციონერმა ნიკოლა დე ტრავერნომ.

 

iTele Foot: ზიდანი მომავალი სეზონიდან “ბორდოს” გაწვრთნის

ფრანგულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, მომდევნო სეზონიდან მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზინედინ ზიდანი ფრანგულ კლუბში ვიხილოთ.

iTele Foot-ის ცნობით, იმის შანსი, რომ ზიდანი “ბორდოს” მთავარი მწვრთნელი გახდება, 90 პროცენტს უტოლდება. როგორც ირკვევა, ზიზუ კლუბის პრეზიდენტ ჟან-ლუი ტრიაუს უკვე შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი “ბორდოს” შემადგენლობაში 1992 წლიდან, 1996 წლის ჩათვლით თამაშობდა.

ზიდანს „ბორდოში“ ელიან

„ბორდოს“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის მიწვევას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზიდანი, რომელიც ამჟამად მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის თანაშემწედ მუშაობს, სეზონის ბოლოს „სამეფო კლუბს“ დატოვებს.

ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს „მონაკოს“ უკავშირებენ, თუმცა „წითელ-თეთრები“ აცხადებენ, რომ კლაუდიო რანიერი თავკაცის პოსტს შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი 1992-96 წლებში სწორედ „ბორდოში“ ირიცხებოდა.

ბექა დოგრაშვილი

ბექჰემი “ბარსელონაში” და კიდევ ექვსი დიდი შესაძლო ტრანსფერი, რომელთა შესახებ არ იცით

Bleacher Report-მა გულშემატკივრებს ის შესაძლო დიდი ტრანსფერები გაახსენა, რომლებიც დიდი შანსი იყო, განხორციელებულიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა.

დევიდ ბექჰემი – “ბარსელონა”

beckham_

2003 წელს, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა ბექჰემის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვება მოინდომა, ფეხბურთელის შეძენის სურვილი “ბარსელონამაც” გამოთქვა. Guardian-ის ცნობით, კატალონიურ გრანდს ნახევარმცველში 25 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადა.

საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა. ჟოან ლაპორტას მალე “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო და ის გულშემატკივრების მოხიბვლას სუპერვარსკვლავების შეძენით ცდილობდა. ბექჰემმა კი თქვა: “მე პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ”. რამდენიმე კვირის შემდეგ, ის მადრიდის “რეალს” შეუერთდა.

სტივენ ჯერარდი – “ჩელსი”

gerrard

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში “ევერტონის” გულშემატკივარი იყო, სტივენი, ცხრა წლის ასაკში, “ლივერპულში” მოხვდა.

2004 წელს, Daily Mail-ი იუწყებოდა, რომ ჯერარდი “ჩელსიში” გადასასვლელად მზად იყო. ლონდონელები “ლივერპულს” 30 მილიონ ფუნტს უხდიდნენ. საბოლოოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ “ლივერპულის” გაბრაზებული ფანები ჯერარდის ოჯახზე ზეწოლას ახდენდნენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – “არსენალი”

zlatan ibrahimovic fotboll

ზლატანს ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის საუკეთესო კლუბებში თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ მას ინგლისის პრემიერ ლიგაში არასოდეს უთამაშია.

ბევრმა არ იცის, რომ როცა იბრაჰიმოვიჩი 16 წლის ასაკში, “მალმიოს” ღირსებას იცავდა, ლონდონის “არსენალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. შვედი თავდამსხმელი “არსენალის” ბაზასაც ესტუმრა და კლუბის მაისურში გამოწყობილმა ფოტოც გადაიღო.

არსენ ვენგერს იბრაჰიმოვიჩის სინჯებზე ყოფნა გადაეწყვიტა, რაც თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს არ მოეწონა და მან ლონდონი დატოვა.

დიეგო მარადონა – “შეფილ იუნაიტედი”

diego-maradona_1116639c

ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელსაც “შეფილდის” ფორმა მოურგია, მსახიობი შონ ბინია. თუმცა, დიეგო მარადონა, რომ “შეფილდში” გადასულიყო, მაშინ სიტუაცია სხვაგვარად იქნებოდა.

Daily Mail-ის ცნობით, 1978 წელს, როცა დიეგო 17 წლის ასაკში, “არგენტინოს ხუნიორსის” ღირსებას იცავდა, “შეფილდ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჰარი ჰასლემს ის ძალიან მოეწონა. თუმცა, ტრანსფერი მაინც არ შედგა, ხოლო ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ინგლისელებმა არგენტინულ კლუბს 200 000 ფუნტი ვერ გადაუხადეს.

საბოლოოდ, “შეფილდმა” მალე, 176 000 ფუნტის სანაცვლოდ, “რივერ პლეიტიდან” ალექს საბელა შეიძინა, რომელმაც 76 მატჩში, 8 გოლის გატანა მოახერხა.

ზინედინ ზიდანი – “ბლექბერნი”

zinedine-zidane-real-madrid-champions-league-goal-transfer

1995 წელს, “ბლექბერნი” ზიდანის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო. გუნდის მთავარ მწვრთნელ კენი დაგლიშს “ბორდოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოსწონდა, ამიტომ მან თავისი კლუბის ხელმძღვანებლებს მოთამაშის შეძენა სთხოვა. მაშინ, “ბლექბერნს” საკმაოდ შეძლებული პრეზიდენტი ჰყავდა, რომელმაც განაცხადა:“რატომ უნდა ვიყიდოთ ზინედინ ზიდანი, როცა ჩვენ ტიმ შერვუდი გვყავს?”

ცნობისთვის, 2008 წელს, “ბლექბერნს” რობერტ ლევანდოსვკიც უნდა შეეძინა. პოლონელი თავდამსხმელი ინგლისში ჩასასვლელად მზად იყო, სადაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებდა. თუმცა, ვულკანის ფერფლის ამოფრქვევის გამო, ის დიდ ბრიტანეთში ვეღარ ჩაფრინდა და უკან დაბრუნდა.

რობინიო – “ჩელსი”

robinho_1365464c

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ 2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, რობინიო ლონდონის “ჩელსის” შეუერთდებოდა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მადრიდის “რეალის” დატოვების სურვილი არაერთხელ გამოთქვა, “სამეფო კლუბი” კი მის გასაშვებად მზად იყო.

2008 წელს, “ჩელსის” ლუიშ ფელიპე სკოლარი თავკაცობდა. რობინიომ კი თქვა: “ჩემი ოცნება, ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ერთად მუშაობაა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია”.

თუმცა, “მანჩესტერ სიტის” მფლობელმა შეიხებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რობინიო მათ გუნდში გადასულიყო. “სიტიმ” ბრაზილიელ ფეხბურთელში 32.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ალან შირერი – “მანჩესტერ იუნაიტედი”

article-2015219-000B7D4900000258-566_634x436

ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღების სფეროში 1992 წელს მოექცა. მაშინ, ალანი “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემით დაინტერესებული იყო. თუმცა, მითხრეს, რომ სამი-ოთხი კვირა უნდა მომეცადა, რადგან მათ ამ დროის განმავლობაში, ფული უნდა მოეგროვებინათ. ჩემი აზრით კი, თუ მათ ჩემი შეძენა მართლაც ძალიან სურდათ, ბევრს აღარ მალოდინებდნენ”, – განაცხადა შირერმა.

საბოლოოდ, ალანმა “ბლექბერნში” გადასვლა არჩია, სადაც პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა. შირერმა კლუბში ჩატარებულ 138 მატჩში, 112 გოლის გატანა მოახერხა.

BBC იუწყებოდა, რომ 1996 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შირერის შეძენის სურვილი კვლავაც გამოთქვა, მაგრამ მოთამაშემ მშობლიურ გუნდში, “ნიუკასლში” გადასვლა არჩია.

დიტო ჭიჭინაძე 

ბორდომ დიაბატე არ გაუშვა

ფრანგული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყაზანის რუბინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა ბორდოს 25 წლის მალელ თავდამსხმელს და რამოდენიმე დღის უკან ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა თავდასხმის ხაზი საფუძვლიანად გააძლიერეს ყაზანელები მაინც უარით გაისტურმრეს.

დიდი ალბათობით ფრანგები დიდხანს ვერ შეძლებენ დიაბატეს შენარჩუნებას მისით, ხომ ერთბაშად რამოდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული.

გასულ სეზონში დიაბატემ 15 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

ოარო კარიერას “ბორდოში” გააგრძელებს

“პსჟ”-ს ყოფილი ფორვარდი გიომ ოარო კარიერას “ბორდოში” გააგრზელებს. ფრანგი ფორვარდის უკანასკნელი კლუბი, ჩინური “დალიან აერბინი” იყო, რომლის შემადგენლობაშიც ოარომ დიდი წარმატებას ვერ მიაღწია. ფორვარდი “ბორდოში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის.

უახლოეს მომავალში 29 წლის ფორვარდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტიც გაფორმდება.

“პსჟ”-ს შემადგენლობაში ოარომ 114 მატჩი მიიღო მონაწილეობა და 38 გოლის გატანა შესცლო.
ამჟამად “ბორდო” საფრანგეთი ჩემპიონატჩი მეოთხე პოზიციაზეა.

„პსჟ“-მ სტუმრად „ბორდო“ დაამარცხა

საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტური „ბორდოსა“ და  „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართული მატჩით გაიხსნა. სტადიონ  „შაბან დელმაზე“ შემდგარი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები ბლეზ მატუიდიმ და ლუკას მოურამ გაიტანეს.

ამ დროისთვის  „პსჟ“ გათამაშების ცხრილს ლიდერობს, თუმცა ამავე ტურში პარიზული კლუბის ჩამოტოვების შანსი  „მონაკოს“,  „მარსელსა“ და  „სენტ-ეტიენს“ აქვთ.  „ბორდოს“ სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიცია აქვს დაკავებული.

მომდევნო ტურში საფრანგეთის ჩემპიონი შინ  „მონაკოს“ დაუხვდება,  „ბორდო“კი გასვლაზე  „ლორიანს“ ეთამაშება.

საფრანგეთის ჩემპიონატი
მე-5 ტური:
„ბორდო“-„პსჟ“ 0:2
გოლები: მატუიდი 30′, ლუკას მოურა 64′.
გაფრთხილებები: ენრიკე 20′, ობრანიაკი 41′ – ონგენდა 69′, ვერატი 80′.