ნეიმარს ათმატჩანი დისკვალიფიკაციის მიღება შეეძლო

კოლუმბიის ნაკრებთან „კოპა ამერიკას“ ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მსაჯის შეურაცხყოფისთვის წითელი ბარათის მიღების გამო ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

როგორც გაირკვა, ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია „ბარსელონას“ მოთამაშისთვის ერთ-ერთი კარგი ვარიანტი აღმოჩნდა, რადგან მას ათმატჩიანი ან ოთხთვიანი დისკვალიფიკაციის მიღებაც შეეძლო.

მოთამაშის ყველა მოქმედება ფიფა-ს დისციპლინარულმა კომიტემა „არასპორტულად“ შერაცხა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააპელაციო სარჩელი უკვე შეიტანა.

მსოფლიოს ჩემპიონატი სერბმა ახალგაზრდებმა მოიგეს

20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში სერბეთის ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა.

ოკლენდში (ახალი ზელანდია) ჩატარებულ გადამწყვეტ დაპირისპირებაში ანგარიში 70-ე წუთზე სერბებმა მანდიჩის გოლით გახსნეს. ბრაზილიელებმა გათანაბრება სულ რაღაც 3 წუთში, პერეირას გოლით შეძლეს და შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. გამარჯვებული 118-ე წუთზე გამოვლინდა, როდესაც მაკსიმოვიჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1:2 დააფიქსირა.

ბრაზილია 1-2 სერბეთი

გოლები: მანდიჩი 70′ (0:1); პერეირა 73′ (1:1); მაკსიმოვიჩი 118′ (1:2);

მასკერანომ ნეიმარი დაიცვა

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ თანაკლუბელი ნეიმარი დაიცვა, რომელმაც კოლუმბიის ნაკრებთან „კოპა ამერიკას“ ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში წითელი ბარათის გამო ოთხმატჩიანი დისკვალიფიაკცია მიიღო.

„ნეიმარს ფეხებში ოცჯერ ჩაარტყეს, ერთი ყვითელი ბარათი კი მან ხელით თამაშისთვის მიიღო. ასეთი ტიპის ნიჭიერ ფეხბურთელებს თამაშის საშუალებას არ აძლევენ. მათ დასაცავად მეტის გაკეთებაა საჭირო. მის წინააღმდეგ უხეშობამ მოთამაშის მორალურ მდგომარეობაზე იმოქმედა. ნეიმარი – ნეიმარია, ის მხოლოდ 23 წლისაა. ბრაზილიამ ამით ბევრი დაკარგა“, – განაცხადა არგენტინელმა.

ნეიმარს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ნეიმარი სუნიგას: „ამ ყველაფრის შემდეგ ბოდიშს მიხდი, ძაღლის შვილო?“

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელ ნეიმარს კოლუმბიის ნაკრების მცველის ხუან სუნიგას მხრიდან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ დარღვეული თამაშის წესი არ დავიწყებია.

როგორც ესპანური ინტერნეტგამოცემა „სპორტი“ წერს, ამის შესახებ თავად ბრაზილიელის სიტყვები მეტყველებენ, რომელიც მან კოლუმბიელებთან „კოპა ამერიკას“ ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის შემდეგ თქვა (შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი ბრაზილიამ ანგარიშით 0:1 წააგო). როგორც წყარო წერს, ნეიმარი მეტოქესთან მივიდა და შემდეგ რამ უთხრა: „დიდი მადლობა. ამ ყველაფრის შემდეგ ბოდიშს მთხოვ, ძაღლის შვილო?“

შეგახსენებთ, რომ სუნიგამ ნეიმარის წინააღმდეგ თამაშის წესი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩში დაარღვია, რის გამოც „ბარსელონას“ მოთამაშემ გერმანიის ნაკრებთან 1/2-ფინალურ შეხვედრაში ვერ ითამაშა, რომელშიც მისი გუნდი ანგარიშით 1:7 განადგურდა.

ნეიმარი და კარლოს ბაკა ჩხუბის გამო მსაჯმა მოედნიდან გააძევა (ვიდეო)

რობერტო ფირმინოს აცილება კოლუმბიის ნაკრებთან მატჩში (ვიდეო)

18 ივნისს, კოპა ამერიკის გათამაშებაში, ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:1), რობერტო ფირმინომ კოლუმბიელთა კართან შექმნილი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

დუნგა: „ნეიმარის გარეშე სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ კოლუმბიასთან წაგებული მატჩი შეაფასა და ნეიმარის დისკვალიფიკაციის შესახებაც ისაუბრა.

„ნეიმარის გარეშე აქამდეც გვითამაშია და ამისთვის მზად ახლაც უნდა ვიყოთ. ჩვენ გუნდი გვყავს.

ყველანი ადამიანები ვართ და ზოგჯერ არაპროფესიონალურად მოქცევა შეგვიძლია.

თუ ჟურნალისტები მსაჯის შესახებ ბევრს კითხულობენ, ესე იგი, პრობლემა მასშიცაა. დღეს არბიტრი ყველაფერს ვერ გაუმკლავდა.

კოლუმბიამ არ გაგვაკვირვა, ვიცოდით, რომ ბრაზილიის წინააღმდეგ ეს გუნდი სხვანაირად ითამაშებდა. ჩვენი გუნდი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მას ყოველთვის მოგება სურს.

კოლუმბიამ საკმაოდ ინტენსიურად ითამაშა. ამ გუნდს ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, დაწინაურების შემდეგ მეტოქე თამაშის სადავეებს კარგად აკონტროლებდა.

შევძლებთ თუ არა ჯგუფიდან გასვლას? ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა დუნგამ.

ნეიმარი: „ეს მსაჯები მომბეზრდნენ“

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა კოლუმბიის ნაკრებთან „კოპა ამერიკას“ ჯგუფური ეტაპის მატჩში თავისი გაძევების შესახებ ისაუბრა.

„წესები ყოველთვის ჩემ წინააღმდეგ არის. მეტოქეები უხეშად მეთამაშებიან, მაგრამ გაფრთხილებას მხოლოდ მე ვიღებ. მომბეზრდნენ მსაჯები, რომლებმაც სწორად მუშაობა არ იციან. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ცუდი მატჩი გამოგვივიდა. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“, – განაცხადა ნეიმარმა.

ბრაზილია-კოლუმბია. გმირი და ანტიგმირი

Fanebi.Com ბრაზილია-კოლუმბიის(0-1) მატჩის ანტიგმირისა და გმირის შესახებ შემოგთავაზებთ.

გმირი – ჯეისონ მურილიო(კოლუმბია)

Jason Murillo

ეს არის გუნდი, რომელშიც ძალიან რთულია გამოარჩიო, თუ ვინ იყო გუშინდელ მატჩში საუკეთესო, რადგან მთლიანი შემადგენლობა გუნდურად, ერთობლივად მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, მატჩის გმირი ჯეისონ მურილიო გახდა, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებს გამარჯვების გოლი გაუტანა და კოლუმბიელებმა “სელესაო” 1991 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს.

36-ე წუთზე, ხუან კუადრადომ საჯარიმო დარტყმით ბურთი ბრაზილიელთა საჯარიმოში ჩააგდო, რის შემდეგაც მასპინძელთა დაცვის ხაზში არეულობა იყო, ჯეისონ მურილიოს დარტყმული ფერნანდინიო ვერ გაანეიტრალა, რის შემდეგაც კოლუმბიელებმა ანაგრიში გახსნეს.

ცენტრალური მცველი მეორე ტაიმში ბრწყინვალედ ასრულებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს. იყო კოლუმბიელთა მხრიდან შეცდომები, ერთი ძალიან უხეშიც, მაგრამ რობერტო ფირმინომ ცარიელ კარში წარმოუდგენელი მომენტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, პეკერმანის ბიჭები საიმედოდ მოქმედებდნენ და ბრაზილია შინ გოლის გარეშე გაუშვეს.

ანტიგმირი – ნეიმარი(ბრაზილია)

neymar

ნეიმარი კვლავ საუკეთესო იყო დუნგას ბიჭებში, მაგრამ მატჩის ანტიგმირი გახდა. ე.ი “სელესაოს” ყველა ფეხბურთელმა გუშინდელი მატჩი ჩააგდო. მატჩის შემდეგ “ბარსელონას” ვარკსვლავს ჩხუბი მოუვიდა. მსაჯმა მას და კარლოს ბაკას წითელი ბარათები უჩვენა.

როგორც კი საფინალოდ მსაჯმა დაუსტვინა, გაბრაზებულმა ნეიმარმა პაბლო არმეროს ზურგში ბურთი გაარტყა. ამის შემდეგ კარლოს ბაკამ მას ხელი ჰკრა, ატყდა გუნდური ჩხუბი. როდესაც კაპიტანი ხარ, უნდა გესმოდეს, რომ ასეთ დროს თავშეკავებაა საჭირო.

საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს ფეხბურთის ასოციაცია, მაგრამ როგორც მინიმუმ, ახალგაზრდა შემტევს ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

რონალდნინიოს აღიარება

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რონალდინიომ, რომელიც მექსიკური “კერეტაროს” ღირსებას იცავს, აღიარა, რომ კოპა ამერიკაზე ბრაზილიის თამაშებს თვალყურს არ ადევნებს. თუმცა, რონალდინიო იმედოვნებს, რომ დუნგას შეგირდები ტურნირის მოგებას შეძლებენ.

“სიმართლე გითხრათ ნაკრების თამაშებს არ ვუყურებ. ფეხბურთის ყურება არ მიყვარს, მირჩევნია მოედანზე თავად ვიმყოფებოდე. ჩვენს გუნდს წარმატებას ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ ტურნირს სწორედ ბრაზილია მოიგებს” – განაცხადა რონალდინიომ.

დანი ალვესი არ გამორიცხავს, რომ ბრაზილია სუსტი გუნდია

ბრაზილიის ნაკრების მცველმა დანი ალვესმა საკუთარი გუნდი კოლუმბიასთან მარცხის შემდეგ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ გუნდები კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და დუნგას შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგეს. 

“შესაძლოა, ჩვენ არ ვართ კარგი გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ კლუბებში ვთამაშობთ” – განაცხადა “ბარსელონას” ფეხბურთელმა.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ბრაზილია ვენესუელას შეხვდება. მატჩი 22 ივნისს შედგება.

ნეიმარი და კარლოს ბაკა ჩხუბის გამო მსაჯმა მოედნიდან გააძევა (ვიდეო)

18 ივნისს, კოპა ამერიკის გათამაშებაში ერთმანეთს ბრაზილიისა და კოლუმბიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კოლუბმიელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, ერთადერთი გოლი ჯეისონ მურილომ გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნეიმარმა ბურთი პაბლო არმეროს გაარტყა, რის გამოც მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. საბოლოოდ, მსაჯმა წითელი ბარათი ნეიმარსა და კოლუმბიელ თავდამსხმელ კარლოს ბაკას უჩვენა.

რის გამო გააფრთხილეს ნეიმარი პერუსთან გამართულ მატჩში (ვიდეო)

15 ივნისს, კოპა ამერიკაზე, ბრაზილიისა და პერუს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (2:1) ნეიმარმა ყვითელი ბარათი იმის გამო მიიღო, რომ მან მსაჯის მიერ მინდორზე წასმული სპეციალური სპრეი ხელით გაფანტა.