ნეიმარის სუპერ-ტექნიკა ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშზე

კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ნეიმარმა ვარჯიშზე ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა.

რობინიო: “ჩემი კაპიტნობა არაფერს შეცვლის”

ბრაზიულიური “სანტოსის” თავდამსხმელი რობინიო აცხადებს, რომ თუ ის “სელესაოს” უკაპიტნებს, ამით მისი დამოკიდებულება არ შეიცვლება და კვლავაც დიდი მოტივაციით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა ტრავმირებულია და ბრაზილიური გამოცემების აზრით, მომდევნო ამხანაგურ მატჩებში ქვეყნის პირველ გუნდს რობინიო უკაპიტნებს.

“თუ დუნგა კაპიტნად დამნიშნავს, ამით ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლება და კვლავაც ბოლომდე დავიხარჯები. ვფიქრობ, დავიდ ლუისი და ნეიმარიც კარგი კაპიტნები იქნებოდნენ”, – ამბობს რობინიო.

განსოს ულამაზესი გოლი “სანტოსის” კარში

24 აგვისტოს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სან პაულუმ” საკუთარ მოედანზე “სანტოსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლი განსომ გაიტანა.

დუნგამ სკოლარი და რომარიო გამოიწვია

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ ცივი წყალი გადაისხა, გამოწვევა კი რომარიოსა და სკოლარის გაუგზავნა.

“კორინთიასის” ფეხბურთელი მსაჯისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო ექვსი თვით დასაჯეს

ბრაზილიის ჩემპიონატში “კორინთიასსა” და “სანტოსს” შორის გამართულ მატჩში(1:0), “კორინთიასის” ფეხბურთელმა მთავარ არბიტრს იდაყვი ჩაარტყა, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა.

აშშ-მ ბრაზილია დაამარცხა, როუზი მოედანზე დაბრუნდა

გამთენიისას ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიას დაუპირისპირდა და 17 ქულით – 95:78 აჯობა.

საუკეთესო ამერიკელთა რიგებში ენტონი დევისი აღმოჩნდა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა, ბურთი რვაჯერ მოხსნა და ხუთი ბლოკშოთიც მიითვალა. მასზე ორი ქულით ნაკლები ჯეიმს ჰარდენმა დააგროვა.

რაც შეეხება ბრაზილიელებს, მათი რიგებდან სპლიტერი გამოირჩა, რომლის მონაგარმა 16 ქულა შეადგინა.

ეს მატჩი, პირველ რიგში, აღსანიშნავი იმითაა, რომ მოედანზე „ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი დაბრუნდა, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო ორი სეზონი მძიმე ტრავმების გამო გამოტოვა. განვლილ სეზონში მან მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, რომელთა შემდეგაც კვლავ დაშავდა.

„ამ მომენტისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. შესაძლოა, თუ ეს რამდენიმე კვირის წინ მოხდებოდა, თავს ასე კარგად ვერ ვიგრძნობდი. რაც მთავარია, ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც ძალიან მახარებს. თუ წავაგებდით, ასეთ ემოციებს არ განვიცდიდი. ახლა ნიუ-იორკში ჩავალთ, სადაც მზადებას ამავე შემართებით გავაგრძელებთ“, – განაცხადა დერიკმა.

როუზის თამაშთან დაკავშირებით „ჩიკაგო ბულზის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომაც ისაუბრა.

„სასიამოვნოა, რომ დერიკი კვლავ თამაშობს. მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი“, – აღნიშნა „ხარების“ დამრიგებელმა.

სამშობლოში დაბრუნებული რობინიოს ლამაზი გოლი ბრაზილიის თასზე

15 აგვისტოს, ბრაზილიის თასზე “სანტოსსა” და “ლონდრინას” შორის გამართულ მატჩში (2:0), სამშობლოში დაბრუნებულმა რობინიომ მეტოქეს ლამაზი გოლი გაუტანა.

რა გაუკეთა “სანტოსში” დაბრუნებულმა რობინიომ მეტოქეს

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ფეხბურთელი რობინიო მშობლიურ კლუბ “სანტოსში” დაბრუნდა, სადაც უკვე მოასწრო მატჩის ჩატარება. “კორინთიასთან” გამართულ შეხვედრაში, “როსონერის” ყოფილმა მოთამაშემ მეტოქეების ჩვეულ სტილში მოტყუება მოახერხა.

ფეხბურთელმა მსაჯს ზურგში ხელი ჩაარტყა

ბრაზილიაში “კორინთიასსა” და “სანტოსს” შორის გამართულ მატჩში კურიოზული რამ მოხდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელის მშვენიერი გოლი

ბრაზილიაში, “ჟოინვილსა” და “სამპაიო კორეას” შორის გამართულ შეხვედრაში ფაბინიომ ლამაზი გოლი გაიტანა.

ურუგვაელი ფეხბურთელის ძალიან მძიმე ტრავმა

ბრაზილიის ჩემპიონატში “სან პაულუსა” და “კრისიუმას” შორის გამართულ შეხვედრაში ალვარო პერეირამ საკმაოდ უსიამოვნო ტრავმა მიიღო.

მაკრატელათი გატანილი შესანიშნავი გოლი

ბრაზილიის სერია B-ში “ბრაგანტინოსა” და “ჟოინვილს” შორის გამართულ შეხვედრაში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.