ფეხბურთელმა გაბრაზებულ მეტოქეს აკოცა

31 ივლისს, ბრაზილიის თასზე “ინტერნასიონალმა” საკუთარ მოედანზე “სეარა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, “ინტერნასიონალის” თავდამსხმელი რაფაელ მოურა მეტოქე გუნდის ფეხბურთელის მოქმედებამ გააღიზიანა. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ “სეარას” მცველმა სანდრომ მოწინააღმდეგეს აკოცა.

ოფიციალურად: სკოლარი საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი, რომელმაც “სელესაო” 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდა.

ფეხბურთის ბრაზილიელმა სპეციალისტმა “გრემიო” ჩაიბარა. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

აღსანიშნავია, რომ სკოლარი “გრემიოს” 1987 და 1993-დან 1996 წლამდე თავკაცობდა. ამ ხნის განმავლობაში მან ბრაზილიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ლიბერტადორესის თასი მოიგო.

ბრაზილიის სერია А-ს XII ტურის შემდეგ აღნიშნულ გუნდს სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილი აქვს დაკავებული და ლიდერ “კრუზეიროს” 9 ქულით ჩამორჩება.

 

დუნგა ნეიმარს აკრიტიკებს: “მას თმებს არ შევაღებინებ”

ბრაზილიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ ნეიმარი გააკრიტიკა და თქვა, რომ ნაკრების არცერთ ფეხბურთელს თმების შეღებვის უფლებას არ მისცემს.

“ჩვენ ნეიმარისთვის არ ვითამაშეთ, ნეიმარმა გუნდისთვის უნდა ითამაშოს.

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებს თმების შეღებვის უფლებას არ მივცემდი, მათ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ეფიქრათ. ხოლო როცა მუნდიალი დასრულდებოდა, იმას გააკეთებდნენ, რაც მოუნდებოდათ.

ერთი სიტყვით, ნეიმარმა ყველაფერი უნდა დაივიწყოს და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს”, – ციტირებს დუნგას სიტყვებს SBNation-ი.

“ახალი ნეიმარის” გოლის აღნიშვნა კუთხურის ალამთან

“სანტოსსა” და “შაპეკოენსეს” შორის გამართულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი “ახალმა ნეიმარმა”, გაბრიელ ბარბოსამ გაიტანა, რომელმაც სიხარული ასე გამოხატა.

დუნგა: „ბრაზილიის ნაკრები ერთი ნიჭიერი ფეხბურთელით შედეგს ვერ მიაღწევს“

ბრაზილიის ნაკრების თავკაცის პოსტზე დაბრუნებულმა დუნგამ თავის გეგმებზე ისაუბრა.

„ბრაზილიის ნაკრები ძლიერი აღარ არის. თუმცა შრომით სასურველი შედეგის დაბრუნება შესაძლებელია. დიდი განცხადებებისგან თავს ვიკავებ, თუმცა ეს რეალურია.

ბრაზილიას ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის ჰყავდა. თუმცა ერთი ნიჭიერი მოთამაშით შედეგს ვერ მიაღწევ. ასეთი ფეხბურთელი სწორად უნდა გამოიყენო.

ჩვენი ნაკრები მხოლოდ იმის წყალობით, რომ ლეგენდარული ყვითელი მაისურები აცვია, ვერ გაიმარჯვებს. გამარჯვებას არა რეპუტაციის, არამედ შრომის შედეგად მივაღწევთ.

ვფიქრობ, ის შედეგი, რომელიც გუნდმა ჩემი პირველი მუშაობის პერიოდში აჩვენა, ჩემს პრინციპებსა და სამუშაო ტაქტიკაზე მეტყველებს“, – განაცხადა დუნგამ.

ნეიმარი: “არ ვიცი, დაიმსახურა თუ არა მესიმ “ოქროს ბურთი”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ნეიმარი აცხადებს, რომ მან არ იცის, დაიმსახურა თუ არა მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ “ოქროს ბურთის” მიღება.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მუნდიალი გერმანიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. გერმანელებმა ფინალში არგენტინელები დაამარცხეს.

“არ ვიცი, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს თუ არა. ვფიქრობ, მესისთან ერთად საუკეთესო სამეულში შვაინშტაიგერი და რობენი უნდა იყვნენ”, – ამბობს ნეიმარი.

ბრაზილია დუნგამ ჩაიბარა

O Globo-ს ცნობით ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ეროვნული ნაკრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

პენტაკამპეონებს კვლავ დუნგა ჩაიბარებს, რომელიც გუნდს 2010 წლის მუნდიალზე ხელმძღვანელობდა. მისი პრეზენტაცია ხვალისთვის არის დანიშნული. დუნგას კანდიდატურას მხრს უმრავლესობა უჭერდა.

შეგახსენებთ, დუნგა ბრაზილიას 2006-2010 წლებში თავკაცობდა და ნაკრებთან ერთად კონფედერაციათა თასი და კოპა ამერიკა მოიგო.

ბრაზილიის ახალი მწვრთნელის ვინაობა 22 ივლისს გახდება ცნობილი

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე მარია მარინი 22 ივლისს ბრაზილიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს. საგანგებო პრესკონფერენცია რიო-დე-ჯანეიროში ადგილობრივი დროით 11:00 საათზეა დანიშნული. ინფორმაციას ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება ბრაზილიელთა ახალი დამრიგებელი არ არის, თუმცა უცხოურ პრესაში აქტიურად განიხილება კარლოს დუნგას კანდიდატურა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ბრაზილიისთვის საშინაო მუდიალის დასკვნით სტადიაში კრახის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ლუის ფელიპე სკოლარიმ დატოვა.

 

“მესი რომ ადამიანი იყოს…” – 2014 წლის მუნდიალის საუკეთესო ციტატები

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე არაერთი დასამახსოვრებელი რამ მოხდა. რამდენიმე ფეხბურთელმა თუ მწვრთნელმა საინტერესო განცხადებებიც კი გააკეთეს.

1

დიეგო მარადონა:

“ბრაზილიის ნაკრები ტურნირის დაწყებიდანვე არ მომწონდა, მაგრამ არც ის მეგონა, რომ გერმანელები ასეთი შთამბეჭდავები, ძლიერები და დამანგრეველი ძალის მფლობელები თუ იქნებოდნენ.”

2

სუარესის ბებია:

მას შემდეგ, რაც ლუის სუარესი ბებიამ შვილიშვილისთვის მიცემული დისკვალიფიკაციის შესახებ გაიგო, ასეთი რამ თქვა:

“ყველამ იცის, რაც მათ ლუისს გაუკეთეს. მათ უნდოდათ, რომ ჩემს შვილიშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ეთამაშა, ეს კი კარგად გამოუვიდათ. მათ სუარესი გარეთ ძაღლივით გააგდეს.”

3

ჟერომ ვალკე (ფიფას მდივანი):

“სუარესი სამკურნალოდ უნდა წაიყვანონ.”

4

დიეგო ლუგანო:

“სუარესს სტადიონზე შესვლის, ასევე სასტუმროში თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა აუკრძალეს. ის ოთხი თვის განმავლობაში ვერ იმუშავებს. ჩემი აზრით, ფიფამ ამ გზით ადამიანის უფლება დაარღვია. ვფიქრობ, ასეთ სასჯელს კრიმინალიც კი არ იმსახურებს”

5

ლუის სუარესი:

“სიმართლე ის არის, რომ ჩემმა კოლეგა ჯორჯო კიელინიმ ფიზიკური ტკივილი მომაყენა, რაზეც ასე ვუპასუხე.”

RSI SOCCER-WORLD/M08-ENG-ITA S SOC SPO WCUP GBE IT BRA

მარიო ბალოტელი:

“თუ ჩვენ კოსტა რიკას დავამარცხებთ, მაკოცოს ინგლისის დედოფალმა, რა თქმა უნდა, ლოყაზე.”

6

ლუი ვან გაალი:

“სერხიო რომეროს პენალტების მოგერიება მე ვასწავლე.”

7

ნეიმარი:

“ღმერთმა გადამარჩინა. ინვალიდის სავარძლამდე ცოტა დამაკლდა.”

ხუან სუნიგა:

“არ მინდოდა, რომ ნეიმარისთვის ტკივილი მიმეყენებინა, მე მხოლოდ ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავდი.”

8

კარლუშ კეიროში:

“მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა – ადამიანი რომ იყოს.”

ზიკო: „ბრაზილიის ნაკრებმა ნულიდან უნდა დაიწყოს“

ბრაზილიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა და ექს-თავკაცმა ზიკომ ბრაზილიურ ფეხბურთში ჩასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა.

„ილუზიებს უნდა მოვეშვათ და ნამდვილი სამუშაოთი დავკავდეთ, რათა ქვეყანაში ფეხბურთის დონე გავაუმჯობესოთ. შექნიულ სიტუაციას უნდა შევეგუოთ და ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ. დამალვა საჭირო არ არის, უბრალოდ, ცვლილებების დრო დადგა.

რა მნიშვნელობა აქვს რა ანგარიშით დავმარცხდით ნახევარფინალში? ასე თამაში, ნებისმიერ შემთხვევაში, დაუშვებელია.

მოთამაშეთა მომზმადების ამჟამინდელი მოდელი შესაცვლელია. განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდა ფეხბურთელები იმსახურებენ“, – განაცხადა ზიკომ.

ფრედმა ბრაზილიის ნაკრების ქომაგებს მიმართა

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ფრედმა გუნდის გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა.

„სამწუხაროდ, ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც ჩვენ გვსურდა. ეს თითოეული ჩვენგანისთვის სერიოზული დარტყმაა, თუმცა ცხოვრება გრძელდება. საჭიროა ძალების მოძიება, რათა ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ. დიდ მადლობას ვუხდი ქომაგებს მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტად გაიხარებთ. ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ სამშობლოში გამართულ მუნდიალზე „სელესაომ“ მეოთხე ადგილი დაიკავა. ტურნირის ბოლო ორ მატჩში გაუშვა ათი (!) და გაიტანა მხოლოდ ერთი გოლი.

ტრავმები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე (ფოტოები)

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ტრავმა არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო. ჩვენ კი გთავაზობთ ფოტოებს, რომლებშიც ეს უსიამოვნო პროცესი აღბეჭდილი.

11

12

13

14

15

16

17 l

18

19

20

21

22

23

1

2

3

4

5

6

7

8

9

10