ერთ-ერთ არგენტინულ სატელევიზიო შოუში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ ნეიმარს დასცინეს.
ჭდე: ბრაზილია
60 000 გულშემატკივარი ტრიბუნაზე ნეიმარის ნიღბით იქნება
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გასამართი ნახევარფინალური ეტაპის მატჩის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრიბუნაზე მყოფ 60 000 გულშემატკივარს ნეიმარის ნიღაბი ექნება.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ტრავმა კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო, ამიტომ ის გერმანელების წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს, გულშემატკივრები კი მის მიმართ თანადგომას ამ ხერხით გამოხატავენ.
EA Sports – მა ნახევარფინალური მატჩის სიმულაცია მოაწყო
კომპანია EA Sports – მა მუნდიალის ნახევარფინალური მატჩის სიმულაცია მოახდინა. კომპიუტერული მოდელირების შედეგად გამარჯვებული გერმანიის ნაკრები გახდა.
პრევიუ: ბრაზილია – გერმანია
მუნდიალის პირველ ფინალისტს ბრაზილია და გერმანია გამოავლენენ.
ტრადიციული მეტოქეები ამჯერად ნახევარფინალში ხვდებიან ერთმანეთს. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალური თემა ნეიმარის ტრავმა იყო. ბრაზილიელთა მთავარი ვარსკვლავი და იმედი 1/4 ფინალურ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო გერმანელებთან საკუთარ გუნდს ვერ დაეხამრება.
სკოლარის მკაცრს სათამაშო მანერაში ნეიმარს დიდი როლი ენიჭებოდა. ფაქტობრივად ის იყო ის ერთადერთი ადამიანი გუნდში, ვისაც მოქმედების თავისუფლება, იმპროვიზაციის საშუალება ეძლეოდა. პენტაკამპეონებს ნეიმარის შესაცვლელად რამდენიმე კარგი მოთამაშე ჰყავთ, თუმცა ნეიმართან ერთად ბრაზილია გაცილებით ძლიერია.
ბრაზილიელთა კიდევ ერთი მტკივნეული დანაკლისი ტიაგო სილვაა. გუნდის კაპიტანი ნახევარფინალურ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. სილვას შემცვლელად დაცვის ცენტრში დანტე მოიაზრება, ხოლო ნეიმარს დიდი ალბათობით ვილიანი შეცვლის. ძირითადში მოსალოდნელია ლუის გუსტავოს დაბრუნებაც.
გერმანიის ნაკრებში დანაკლისი არ არის. ლიოვი ნახევარფინალს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. წინა შეხვედრასთან შედარებით ცენტრალური თავდამსხმელი პოზიციაზე მიულერის დაბრუნებაა სავარაუდო. ფლანგზე კი გიოტცე ან შურლე ითამაშებენ. სხვა მხრივ ცვლილებები გერმანიის ნაკრებში მოსალოდნელი არ არის.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბრაზილია: ჟულიო სეზარი – მაიკონი, დანტე, დავიდ ლუისი, მარსელო – ლუის გუსტავო, ფერნანდინიო – ჰალკი, ოსკარი, ვილიანი – ფრედი.
გერმანია: ნოიერი – ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰიოვედესი – ხედირა, შვაინშტაიგერი, კროოსი – იოზილი, მიულერი, შურლე.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:
ბეკენბაუერის პროგნოზი დღევანდელ ნახევარფინალზე
მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი თვლის, რომ გერმანიის ნაკრებს ბრაზილიის წინააღმდეგ კარგი შანსები აქვს.
“ჩემი აზრით გერმანია 2:0-ს მოიგებს. შესაძლოა, ეს დამატებით დროში მოხდეს. დღემდე ჩვენი გუნდი მუნდიალზე ძალიან კარგად ასპარეზობდა, ხოლო ბრაზილია დიდი წნეხის ქვეშ არის. ახლანდელ ვითარებას 1990 წელს შევადარებდი” – განაცხადა ბეკენბაუერმა.
მაიკონი მუნდიალის მოგებას გეგმავს
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “რომას” ფეხბურთელი მაიკონი აცხადებს, რომ ის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისა და იტალიის სერია A-ს მოგებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელები 8 ივლისს მუნდიალის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
“ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის, შემდეგ კი სკუდეტოს მოგებას ვგეგმავ. “რომას” ხელმძღვანებლობასა და გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი, ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით არიან”, – ამბობს მაიკონი.
სკოლარიმ 4-4-2 სქემა მოსინჯა
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება. ნეიმარის ტრავმამ ლუიშ ფელიპე სკოლარის გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. ფეხბურთის ბრაზილიელმა სპეციალისტმა დამდეგ შეხვედრაში გუნდი შესაძლოა 4-4-2 სქემით ათამაშოს.
გუშინდელ ვარჯიშზე ნახევარდაცვის ხაზი ლუის გუსტავომ, პაულინიომ, ფერნანდინიომ და ოსკარმა შეავსეს, წინ კი ფრედი და ჰალკი მოქმედებდნენ. თუ სკოლარი ამ განლაგებას მიმართავს, მიმდინარე ტურნირზე პირველად მოხდება, რომ „სელესაო“ 4-2-3-1 სქემით არ ითამაშებს.
საწვრთნელი პროცესის დროს სკოლარიმ ტრადიციული ტაქტიკური სქემაც მოსინჯა და პაულინიოს ნაცვლად ვილიანი შეუშვა.
გარდა ამისა, ვარჯიშისას ვილიანის ადგილას ბერნარდმა, ფერნანდინიოს ადგილას კი ერნანესმა ითამაშეს.
მატჩი ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის 9 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას მექსიკელი არბიტრი მარკო როდრიგესი მოემსახურება. სხვათა შორის, სწორედ მსაჯთა ამ ბრიგადას გამოეპარა ლუის სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარი ინციდენტი.
ბექჰემის კომენტარი ნეიმარის ტრავმაზე
ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა ნეიმარის ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა და ბრაზილიელ მოთამაშეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
“სამწუხაროა, რომ მიმდინარე მუნდიალზე ნეიმარს ვეღარ ვიხილავთ. ის ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ, ბრწყინვალედ ითამაშა. ნეიმარს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება.”
ბექჰემმა სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა:
რატომ არ უყვართ სამხრეთ ამერიკაში არგენტინა
ბრაზილიელი გულშემატკივრები, როგორც კარგ მასპინძლბს შეეფერებათ, სამხრეთ ამერიკულ გუნდებს აქტიურად გულშემატკივრობენ. გამონაკლისი მხოლოდ არგენტინის ნაკრებია.
რა თქმა უნდა ბრაზილიელები უპირატესობას საკუთარ ეროვნულ ნაკრებს ანიჭებენ, თუმცა მიმდიანრე მუნდიალზე ნეიტრალურ როლში აღმოჩენილი ბრაზილიელი ფანები მხარს საკმაოდ აქტიურად ლათინოამერიკულ გუნდებს უჭერენ.
მაგალითად ჰოლანდიისა და კოსტა-რიკის მატჩის დროს სტადიონის დიდი ნაწილი სწორედ კოსტარიკელებს გულშემატკივრობდა. არადა ჰოლანდიიდან ბრაზილიაში ჩასული ფანების რაოდენობა კოსტარიკელ ვიზიტიორებს ნამდვილად აღემატებოდა.
ანალოგიური ვითარება იყო ურუგვაის, ჩილეს, მექსიკის და კოლუმბიის ნაკრებების ნებბისმიერი მატჩების დროსაც. თუ რა თქმა უნდა აღნიშნული გუნდები ბრაზილიის წინააღმდეგ არ თამაშობდნენ.
ერთა მეგობრობის ზეიმზე ერთადერთი გამონაკლისი არგენტინის ნაკრები იყო, რომლიც ბრაზილიელებისთვის ნომერ პირველი გამაღიზიანებელია.
მატჩების დღეს სამრეთ ამერიკელებისგან შემდგარი ინტერნაციონალური ჯგუფები ბრაზილიაში საკმაოდ ომახიანად მღერიან სიმღერას, რომელიც არგენტინის ერთგვარ განცალკევებაზე მიანიშნებს: “America Latina menos Argentina” (სიტყვა menos მინუსს ნიშნავს).
არგენტინისადმი ასეთ დამოკიდებულებას სამხრეთ ამერიკელები არგენტინელების ქედმაღლობით ხსნიან. ბრაზილიასთან კი არგენტინაში საფეხბურთო ნიადაგზე საუკუნოვანი მტრობა არსებობს, რაც ყველა დარგზე აისახება.
თუ ადრე არგენტინელის და ბრაზილიელის დავის მთავარი საკითხი პელე-მარადონას შედარება იყო (რაც ყოველთვის აქტუალურად რჩება), ახლა უკვე ეს კამათი მესი-ნეიმარის დონეზეც კი არის. რა თქმა უდნა, ფაქტია, რომ მესის დონის ჩამოყალიბებული შემსრულებებლი ბრაზილიას ამ ეტაპზე არ ჰყავს, რაც კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას სძენს ამ ორი გუნდის გულშემაკივრებს შორის არსებულ ისედაც არც თუ ისე კარგ ურთიერთობას.
მუნდიალი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბრაზილია და არგენტინა ნახევარფინალურ სტადიაში არიან, სადაც ევროპულ ნაკრებებთან გაარკვევენ ურთიერთობას. მთელი ლათინური ამერიკა კი ისტორიული, ბრაზილიურ-არგენტინული ფინალის მოლოდინშია.
ვილიანი გერმანიასთან ითამაშებს
ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა ვილიანმა განაცხადა, რომ გერმანიასთან გასამართი ნახევარფინალური მატჩისთვის მზად იქნება.
შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრა 9 ივლისს ბელუ-ორიზონტეში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
“თავს კაგად ვგრძნობ. ტკივილები მქონდა, მაგრამ საბედნიეროდ სერიოზული არაფერია. უახლოეს ვარჯიშშ მონაწილეობის მიღბას შევძლებ” – განაცხადა ვილიანმა.
ნეიმარი მუნდიალის ფინალში ითამაშებს?
ბრაზილიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ “სელესაო” მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გასვლას მოახერხებს, ნეიმარი, შესაძლოა, მოედანზე ვიხილოთ.
შეგახსნებთ, რომ 8 ივლისს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება და სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება, გავა თუ არა სკოლარის გუნდი მუნდიალის ფინალში.
თუ ბრაზილიელები გერმანელების დამარცხებას შეძლებენ, ექიმები ნეიმარის მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეაფასებენ. დიდი ალბათობით, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების დახმარებით, ბრაზილიელთა ლიდერი მოედანზე გასვლას მოახერხებს.
სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშეს
ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშე როდრიგო პაივა ჩილეს ეროვნული გუნდის თავდამსხმელ მაურისიო პინილიას ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ინციდენტი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:1 პენ. 3:2) შესვენებისას მოხდა. პაივამ პინილიას სახეში ხელი გაარტყა.
დისკვალიფიკაციის გარდა, ბრაზილიის ეროვნული გუნდის პრეს-ატაშე შესაძლოა, 8 ათასი ევროთიც დააჯარიმონ.