ბრიტანელი ჟურნალისტების კურიოზული შემთხვევა.
21 დეკემბერს, პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ტურში, “ლივერპული”-“არსენალის” მატჩისას(2-2), ტრიბუნაზე იესო ქრისტეს ფორმით გამოწყობილი გულშემატკივარი გამოჩნდა. ის არ იყო უბრალოდ მხარდამჭერი, იგი იყო პლაკატით, რომელზეც ეწერა: “ბრენდან, მე დაგიფარავ შენ”.
არ ვიცი რას მიაწერთ ყოველივე ამას, დამთხვევას თუ უბრალო გამართლებას, მაგრამ ფაქტი ფაქტია – გუნდი ამ მატჩის შემდეგ დაუმარცხებელია.