“სიონის” გენერალური დირექტორის პოსტი ბუბა ტყავაძემ ჩაიბარა

ბოლნისის “სიონის” გენერალური დირექტორის პოსტზე ბუბა ტყავაძე დაინიშნა. იგი ბოლნისელებს დღეს შეხვდა და თავისი გეგმები გააცნო.

მისი თქმით, გუნდში სახარბიელო მდგომარეობაა არაა, მაგრამ პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა უკვე დაწყებულია.

“პირველ რიგში, კლუბში არსებულ სიტუაციას გავეცანი და უნდა ითქვას, რომ სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არაა, განსაკუთრებით ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა კლუბი. ჯერჯერობით გუნდი მზად არაა მზადების პროცესის დასაწყებად, ვგულისხმობ ვარჯიშებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დაწყებული გვაქვს სასელექციო პროცესი.

უახლოეს პერიოდში წარვადგენთ ახალ სამწვრთნელო შტაბს, ვითამაშებთ ისევ ბოლნისის სტადიონზე და იმედი მაქვს, ადგილობრივები აქტიურად დაუდგებიან გუნდს გვერდში. გააზრებული გვაქვს, რა რთული სიტუაციაში ვართ. მთავარია, კლუბი მალე დადგეს ფეხზე, გაძლიერდეს და დაუბრუნდეს თავის კუთვნილ ადგილს უმაღლეს ლიგაში”, – ციტირებს ტყავაძის სიტყვებს “სიონის” ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პოსტზე მანამდე ლადო ბურდული მუშაობდა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. შეგახსენებთ, რომ “სიონმა” გარდამავალი ჩემპიონატის პლეი-აუტში ქობულეთის “შუქურასთან” ორმატჩიანი დაპირისპირება დათმო და უმაღლესი ლიგის დატოვება მოუწია. ეს გახდა კლუბიდან ბურდულის წასვლის მიზეზი.

“სიონის” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ტყავაძე “დინამოში” დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს

დინამო თბილისის სპორტული დირექტორი გიორგი ტყავაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მადლობას უხდის გიორგი ტყავაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

FCDinamo.GE