როგორი იქნება “იუვენტუსის” შემადგენლობა იგუაინის დამატების შემდეგ?

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გონსალო იგუაინმა “ნაპოლი” დატოვა და “იუვენტუსში” 75.3 მილიონ ფუნტად გადავიდა.

Goal.Com-ი ავრცელებს ფოტოს, სადაც ასახულია ის შემადგენლობა, რომელიც “ბებერ ქალბატონს”, სავარაუდოდ, ეყოლება არგენტინელის დამატების შემდეგ მომავალ სეზონში.

“იუვენტუსმა” “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” განაცხადი დაასახელა

დღეს “იუვენტუსის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ავსტრალიაში წინასასეზონო ჩემპიონატზე – ” ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” იასპარეზებენ. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ჩამონათვალში არ არიან ბუფონი, ბონუჩი, პოგბა და ახალი შენაძენი, დანიელ ალვეში.

საბოლოო სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: აუდერო, დელ ფავერო, ნეტო, ლორია.

მცველები: ალექს სანდრო, ბენატია, ბლანკო, ლიროლა, რუგანი, სევერინი, კოჩოლა, პაროდი.

ნახევარმცველები: ასამოა, ერნანეში, კასტანოსი, ლემინა, მაჩეკი, მარონე, პერეირა, პიანიჩი, ვიტალე.

თავდამსხმელები: დიბალა, ჩერი, პადოვანი, როსეტი.

ბუფონი: “ადრეც ვთქვი, რომ ნოიერი ჩემზე კარგი მეკარეა”

იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა მანუელ ნოიერთან შედარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანელი მასზე უკეთესი კარის დარაჯია.

“ადრეც მითქვამს, რომ ნოიერი ჩემზე უკეთესი მეკარეა. სიმართლე გითხრათ, ასეთ საკითხებზე ბევრს არ ვფიქრობ. კარგად ვიცი, რას წარმოვადგენდი წარსულში, რას წარმოვადგენ ახლა და როგორი ვიქნები ორ წელიწადში, ამიტომ მშვიდად ვარ.

ჩემი აზრით, ნოიერის 38 წლის მეკარესთან შედარება არასწორია. ერთმანეთს ბოლო ოთხი-სეზონის განმავლობაში ნაჩვენები თამაშით უნდა შეგვადარონ. ამ შემთხვევაში კი, ვიტყვი, რომ ის ყველა ასპექტში შესანიშნავია”, – თქვა ბუფონმა.

ჯანლუიჯი ბუფონმა თავის ფანს შესანიშნავი სურპრიზი გაუკეთა (ვიდეო)

ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა თავის ფანს სურპრიზი გაუკეთა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჯიჯიმ იმ გულშემატკივრის სახე ამოისვირინგა, რომელსაც თავად ჯიჯის სახე ჰქონდა ამოსვირინგებული.

კლაუდიო რანიერიმ ჯანლუიჯი ბუფონს საჩუქარი გაუგზავნა (ფოტო)

კლაუდიო რანიერიმ ტურინის “იუვენტუსის” მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს “ლესტერის” მაისური გაუგზავნა, რომელზეც გუნდის ფეხბურთელების ხელმოწერებია დატოვებული.

ბუფონმა 11 მაისს “ბიანკონერისთან” კონტრაქტი გაახანგძლივა, რანიერიმ კი მას საჩუქარი სწორედ ამ ფაქტის აღსანიშნავად გადასცა.

ბუფონი: “რასაც ნოიერი ახლა აკეთებს, მას “პარმაში” ყოფნის დროს ვაკეთებდი”

ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა მანუელ ნოიერზე ისაუბრა და თქვა, რომ რასაც გერმანელი ახლა აკეთებს, ის მას “პარმაში” ყოფნის დროს აკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ ნოიერი მატჩის მიმდინარეობისას ფეხით ხშირად თამაშობს, საჯარიმოს ტოვებს და მეკარისათვის არადამახასიათებლად მოქმედებს.

“რასაც ნოიერი ახლა აკეთებ, მას “პარმაში” ყოფნის დროს ვაკეთებდი, როცა მალეზანის ხელმძღვანებლობით უეფას თასი, იტალიის თასი და სუპერთასი მოვიგეთ. ფეხით თამაში ყოველთვის მომწონდა.

დაიკარგა თუ არა იტალიელი მეკარეების სკოლა? აქ თუ 100 სეივს გავაკეთებ და ერთ შეცდომას დავუშვებ, მთელი კვირის განმავლობაში სწორედ შეცდომაზე ისაუბრებენ. უცხოეთში საქმე სხვაგვარადაა, რადგან შეცდომის მალე დავიწყება შესაძლებელია”, – უთხრა ჯიჯიმ So Foot-ს.

ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის სერია A-ში რეკორდი დაამყარა

ჯანლუიჯი ბუფონმა 20 მარტს სერია A-ში მორიგი რეკორდი დაამყარა. ჯიჯიმ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ შეხვედრებში თავისი კარი მშრალად ზედიზედ 930 წუთის განმავლობაში შეინახა, ასეთი შედეგი აქამდე არავის ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” ამჟამად “ტორინოს” წინააღმდეგ თამაშობს, ბუფონის რეკორდი კი შეხვედრის მე-4 წუთზე დაფიქსირდა.

Ancora una volta numero UNO! #G1G1 #FinoAllaFine

Posted by Gianluigi Buffon on Sunday, 20 March 2016

“ფრანს ფუტბოლის” მკითხველებმა ყველა დროის საუკეთესო მეკარე დაასახელეს

ავტორიტეტული ფრანგული ჟურნალის, “ფრანს ფუტბოლის” მკითხველებმა ყველა დროის საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელეს.

იტალიელმა კარის დარაჯმა გამოკითხვაში ხმათა 44 პროცენტი მოაგროვა და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა.

მეორე ადგილი ფაბიენ ბარტეზმა დაიკავა, რომელმაც ხმათა 17 პროცენტი მოაგროვა. 7-7 პროცენტი მიიღეს ლევ იაშინმა და ოლივერ კანმა, რაც შეეხებათ კასილასსა და ნოიერს, მათ 6-6.

ასევე, საუკეთესოთა შორის ედვინ ვან დერ სარი, პეტერ შმეიხელი, დინო ძოფი, პეტრ ჩეხი, სეპ მაიერი, გორდონ ბანკსი, პიტერ შილტონი და რიკარდო ზამორა მოხვდნენ.

მსოფლიოს ექვსი საუკეთესო მეკარე

თანამედროვე ფეხბურთში ხშირად მიდის კამათი იმაზე, თუ რომელი მეკარეა მსოფლიოში საუკეთესო. აზრები სხვადასხვანაირად იყოფა. ჩვენ კი წარმოგიდგენთ დღეისათვის მსოფლიოს ექვს საუკეთესო მეკარეს.

6. კეილორ ნავასი

<> at Estadio Anoeta on August 31, 2014 in San Sebastian, Spain.
<> at Estadio Anoeta on August 31, 2014 in San Sebastian, Spain.

კოსტა რიკელმა კარის დარაჯმა სახელი ”ლევანტეში” თამაშით გაითქვა. საშუალოზე დაბალი დონის პრიმერა დივიზიონის კლუბის კარში საიმედო მეკარე იდგა. 29 წლის ნავასმა განსაკუთრებულად კარგად თავი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოაჩინა, რის შემდეგაც მადრიდის ”რეალში” გადაბაგრდა. ”სამეფო კლუბის” რიგებში თავდაპირველად იგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მიმდინადრე სეზონის დასაწყისში იკერ კასილასის წასვლის შემდეგ ბერნაბეუს ბინადართა ძირითად მეკარედ იქცა. კოსტა რიკელი ზაფხულში ”მანჩესტერში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა კურიოზული ფაქტის გამო იგი კვლავ ”რეალში” დარჩა.

5. პეტრ ჩეხი

5

33 წლის კარის დარაჯი დიდი ხნის განმავლობაში ”ჩელსის” ძირითადი მეკარე იყო, თუმცა გუნდში ტიბო კურტუას მოსვლის შემდეგ მისთვის ყველაფერი ცუდად წავიდა. ჩეხმა გოლკიპერმა ერთი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი ლონდონის ”არსენალში” გადაბარგდა. არსენ ვენგერმა მას ”მეთოფეთა” კარის დაცვა ანდო და შედეგმაც არ დააყოვნა. ”არსენალი” პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. ჩეხი კი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედაა მიჩნეული.

4. ჯანლუიჯი ბუფონი

4

37 წლის იტალიელი მეკარე ბევრის აზრით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბუფონი, რომელმაც ”იუვენტუსს” უერთგულა და კალჩოპოლის სკანდალის დროს სერბია ბ-შიც გაყვა, გუნდის ნამდვილი ლეგენდაა. მას ”ბებერი ქალბატონის” რიგებში არაერთი ტიტული აქვს მოგებული. ჯიჯი იტალიის ნაკრებში კვლავ ასპარეზობს და ”სკუადრა აძურას” კარს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც დაიცავს.

3. ტიბო კურტუა

Thibaut Courtois

”გენკში” აღმოჩენილი ტალანტი ”ჩელსიმ” 2011 წელს შეიძინა და მადრიდის ”ატლეტიკოში” გაანათხოვრა. კურტუამ ”როხიბლანკოს” რიგებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. მან ყოფილ კლუბში ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა, სადაც მადრიდის ”რეალთან” დამარცხდა. ”ჩელსიში” იგი ჟოზე მოურინიომ დააბრუნა და ძირითადი მეკარის სტატუსი მიანიჭა. 23 წლის ბელგიელი საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების კარსაც იცავს.

2. დავიდ დე ხეა

”მანჩესტერში” კურიოზულად დარჩენილმა დე ხეამ თავი ”ატლეტიკოში” თამაშით გაითქვა, რის შემდეგადაც ”წითელი ეშმაკების” რიგებში გადაბარგდა. სერ ალექს ფერგიუსონმა იგი ძირითად მეკარედ აქცია და ედვინ ვან დერ საარის წასვლის შემდეგ ”ოლდ ტრაფორდის” ბინადრებს მისი ღირსეული შემცვლელიც გამოუჩნდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი 25 წლის ესპანელი მადრიდის ”რეალში” თითქმის გადასული იყო, თუმცა კურიოზული ფაქტის გამო იგი ”მანჩესტერში” დარჩა.

1. მანუელ ნოიერი

ÍÏÉÅÑ  ÏËÕÌÐÉÁÊÏÓ - ÌÐÁÃÅÑÍ (ÔÓÁÌÐÉÏÍÓ ËÉÃÊ 2015-2016)  NEUER  OLYMPIAKOS - BAYERN (CHAMPIONS LEAGUE 2015-2016)

გელზერკირხენის ”შალკეს” აღზრდილი ნოიერი თანამედროვე გერმანულ ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია. ლევან კობიაშვილის ყოფილი თანაგუნდელი 2011 წელს მიუნხენის ”ბაიერნში” გადაბარგდა და მას შემდეგ ძირითადი მეკარის სტატუსს არ კარგავს. ნოიერს ”რეკორდმაისტერის” რიგებში არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის კი გამოსარჩევი ჩემპიონთა ლიგაა. 29 წლის კარის დარაჯი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარეცაა. 2014 წელს მან მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალიც მოიპოვა.

TOP 5: მოქმედი ფეხბურთელები, რომლებიც სავარაუდოდ, კარგი მწვრთნელები იქნებიან

იყო დიდი ფეხბურთელი არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად კარგი მწვრთნელი იქნები. ამის კარგი მაგალითი დიეგო მარადონაა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერაში წარმატებას ვერ მიაღწია.

თუმცა, დღესდღეობით, მოქმედ ფეხბურთელებში ისეთი თვისებების დანახვაა შესაძლებელი, რომლებიც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ შეიძლება, ისინი კარგი მწვრთნელები გამოვიდნენ. ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ ასეთი ფეხბურთელებისაგან ხუთეული შეადგინა.

ჩაბი ალონსო
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი
ასაკი: 34 წლის

5

ჩაბი ალონსოს ისეთ დიდ მწვრთნელებთან უმუშავია, როგორები პეპ გვარდიოლა, რაფა ბენიტესი, კარლო ანჩელოტი, ჟოზე მოურინიო და ვისენტე დელ ბოსკე არიან. როცა ალონსო მოედანზეა, ის მთელ თამაშს აკონტროლებს. ბევრს უთქვამს, რომ ჩაბი უკვე მწვრთნელივით აზროვნებს.

ფილიპ ლამი
პოზიცია: ფლანგის მცველი, ცენტრალური ნახევარმცველი
ასაკი: 32 წლის

4475108

ფილიპ ლამი რომ მწვრთნელი გახდება, ეს ყველამ იცის. ზოგადად, რთულია ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომელიც მწვრთნელის როლს ისე ითვისებს, როგორც ლამი. ვეტერანი გერმანელი მწვრთნელების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა. გვარდიოლამ “ბაიერნში” წარმატებას მიაღწია, რაშიც დიდი წვლილი სწორედ ლამს მიუძღვის.

ჯანლუიჯი ბუფონი
პოზიცია: მეკარე
ასაკი: 37 წლის

cats

მეკარეები მწვრთნელები იშვიათად ხდებიან, თუმცა მოქმედი კარის დარაჯებიდან თუ რომელიმეზე იფიქრებ, რომ ის მწვრთნელი გახდება, უპირველესად ჯიჯი ბუფონი უნდა გაგახსენდეს. ბუფონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის იქნება, რომ მას ფეხბურთელების მოტივირება შეუძლია. გავიხსენოთ დინო ძოფი – მეკარე, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად იმუშავა, 2000 წელს კი იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.

ხავიერ მასკერანო
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი, ცენტრალური ნახევარმცველი
ასაკი: 31 წლის

cats

ხავიერ მასკერანოს ლიდერის თვისებები გააჩნია. ხშირად, როცა “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კაპიტნის სამკლავურს არ ატარებს, ის თანაგუნდელებს რჩევებს აძლევს და ცდილობს, ისინი დამუხტოს. თუ მასკერანო მწვრთნელი გახდება, უნდა იცოდეთ, რომ მისი გუნდის ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან.

ჯორჯო კიელინი
პოზიცია: ცენტრალური მცველი, მარცხენა მცველი
ასაკი: 31 წლის

cats

დღესდღეობით, ფეხბურთში აღარაა ბევრი ისეთი მწვრთნელი, რომელიც ტაქტიკაშიც ძალიან კარგია და ფეხბურთელების მოტივირებაც უმაღლეს დონეზე შეუძლია. ჯორჯო კიელინი კი სწორედ ასეთია. ის ყოველთვის ბოლომდე ბრძოლობს და მოედანზე სულსა და გულს დებს. აღსანიშნავია, რომ ჯორჯოს ძლიერ იტალიელ სპეციალისტთან უმუშავია, რომელთაგანაც ის ბევრ ტაქტიკურ დეტალს ისწავლიდა.

იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

სულ ცოტა ხნის წინ იტალიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. წლის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელის წოდებისათვის ხუთი მოთამაშე იბრძოდა, რომელთა შორის სამი – მარკო ვერატი, ჯანლუიჯი ბუფონი და ანტონიო კანდრევა გამოარჩიეს.

ხუთეულს Rai Sport-ის რედაქცია არჩევს, საუკეთესოს კი ფანები ირჩევენ. წელს პირველი ადგილი მარკო ვერატიმ დაიკავა, რომელმაც ხმათა 29 პროცენტი მოაგროვა.

სამეული კი ასე გამოიყურება:

1. ვერატი – 29%
2. ბუფონი – 26%
3. კანდრევა – 21%

cats

ბუფონმა და დონარუმამ ერთმანეთს მაისურები გაუცვალეს (ვიდეო)

21 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში, ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, “როსონერის” 16 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ბუფონთან მივიდა და მაისური გაცვალა.

შეგახსენებთ, რომ “შავ-წითლების” ახალგაზრდა კარის დარაჯი შეხვედრის დაწყებამდეც აცხადებდა, რომ ბუფონი მისი კუმირი იყო და მასთან მაისურის გაცვლა სურდა.