ბუფონი: “სან სიროზე” “მილანის” წინააღმდეგ ფავორიტი არ არსებობს”

ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯმა, ჯანლუიჯი ბუფონმა “მილანთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ “ბიანკონერის” გაუმართლა.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს, იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში, “როსონერიმ” “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. გოლების გატანა ლორენტემ და ტევესმა შეძლეს.

“ჩვენთვის, ძალიან რთული თამაში გამოდგა, განსაკუთრებით კი პირველ ნახევარში. “მილანმა” რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, აშკარად გაგვიმართლა. ცხადია, როცა სტუმრად თამაშობ, ყოველთვის დიდ წნეხს გრძნობ. “სან სიროზე”, “მილანის” წინააღმდეგ ფავორიტი არ არსებობს.

მიხარია, რომ შეხვედრა ისე მოვიგეთ, გოლი არ გაგვიშვია. ვფიქრობ, “იუვენტუსს” მსოფლიოს საუკეთესო მცველები ყავს”, – ამბობს ბუფონი.

ბუფონი “ტორინოს” აქებს

ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი, ჯანლუიჯი ბუფონი “ტორინოს” აქებს და ამბობს, რომ ამ გუნდს იტალიის სერია A-ში უფრო მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, იტალიის ჩემპიონატში “იუვენტუსმა” “ტორინო” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი კი, კარლოს ტევესმა გაიტანა.

“გულშემატკივარმა ძალიან კარგი თამაში იხილა, ეს ნამდვილი დერბი იყო. “ტორინო” კარგი გუნდია და ვფიქრობ, მათ უფრო მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა შეუძლიათ”, – ამბობს ბუფონი.

ბუფონი: “ბაიერნი ლიგის მთავარი ფავორიტია”

ტურინის “იუვენტუსის” გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, რომ “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად რჩება. გვარდიოლამ საკუთარი შესაძლებლობები ახალ კლუბშიც დაამტკივა. ასევე კარგი შანსი აქვს კარლო ანჩელოტის “რეალს”. რონალდუს ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძია. მილანი? ისინი ისტორიულად ევროთასებზე კარგად ასპარეზობენ” – განაცხადა ბუფონმა.

ბუფონი: “პოგბას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი აცხადებს, რომ “ბიანკონერის” ახალგაზრდა მოთამაშე პოლ პოგბას აქვს შესაძლებლობა, რომ ოქროს ბურთი მოიგოს.

შეგახსნებთ, რომ მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში, ბუფონმა პირველი ადგილი ანდრეა პირლოს მიანიჭა, ხოლო მეორე და მესამე პოზიციები – რონალდუსა და მესის.

“ოქროს ბურთის გამოკითხვაში, ხმა პირლოს, რონალდუსა და მესის მივეცი. იმედი მაქვს, მომავალში ხმის მიცემა პოგბასთვის მომიწევს, რადგან მას შეუძლია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”, – ამბობს ბუფონი.

დინო ძოფი: “ბუფონი კვლავაც საუკეთესოა”

ლეგენდარული იტალიელი მეკარე, დინო ძოფი აცხადებს, რომ ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი, ჯანლუიჯი ბუფონი მსოფლიოში კვლავაც საუკეთესოა.

“ჩემი აზრით, ჯიჯი იტალიაში, ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში გამორჩეულია, ის საუკეთესო მეკარეა. რაც შეეხებათ ანდრეა კონსილისა და ანტონიო მირანტეს, ისინი პატარები აღარ არიან, ხოლო მატია პერინის ძალიან მეიმედება. ვფიქრობ, ისიც ბუფონის მსგავსად, არაერთ წარმატებას მიაღწევს”, – ამბობს ძოფი.

ბუფონი: “მესი საუკეთესოა”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი “ოქროს ბურთის” თემას გამოეხმაურა და საკუთარი აზრი დააფიქსირა იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას. ბუფონის აზრით, საუკეთესო ფეხბურთელის წონებას ლიონელ მესი იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოვების საზეიომო ცერემონია ციურიხში, 13 იანვარს ჩატარდება.

“ვთვლი, რომ გამარჯვებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, გარკვეული უპირატესოვა რიბერის აქვს. მან ტიტულები მოიპოვა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საკუთარი გუნდის წარმატებაში. მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის რონალდუს უკეთესი შანსი აქვს მოსაგებად. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი რჩება” – განაცხადა ბუფონმა.

ბუფონი კონტეს აქებს

ტურინის “იუვენტუსის” გამოცდილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს აქებს და ამბობს, რომ ის ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ დუბაიში, კონტემ წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება მიიღო.

“ანტონიო ძალიან ძლიერი ტაქტიკოსია, ის ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას გვაძლევს. “იუვენტუსი” საკმაოდ ძლიერი გუნდია და რა თქმა უნდა, ასეთი გუნდის გაწვრთნა ძალიან ძნელია”, – ამბობს ბუფონი.

ბუფონი: “პოგბა “იუვენტუსთან” კონტრაქტს გაახანგძლივებს”

ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი, ჯანლუიჯი ბუფონი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი, პოლ ბოგბა “ბიანკონერისთან” კონტრაქტს გაახანგძლივებს.

შეგახსენებთ, რომ პოგბა “იუვენტუსში” 2012 წელს, თავისუფალი აგენტის სახით მივიდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში თავი მალევე დაიმკვიდრა, რამდენიმე თვის წინ კი, პრესამ ის მადრიდის “რეალთან” დააკავშირა.

“პოგბა? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. მალე, ყველანი ერთად ვნახავთ, რომ ის “იუვენტუსთან” კონტრაქტს გაახანგძლივებს”, – ამბობს ბუფონი.

საფეხბუთო უიკენდის ტოპ-5

გოლების ცვენა ლივერპულში, ბუფონის იუბილე, “ბორუსიას” ფიასკო და სხვა მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენები.

1. ექვსი გოლი ლივერპულურ დერბიში

“ევერტონის” და “ლივერპულის” დაპირისპირება, პრემიერლიგის მეთორმეტე ტურის ნამდვილი მშვენება იყო. მატჩი შედეგიანი გამოდგა და 3:3 დასრულდა. თავიდან ორჯერ “ლივერპული” დაწინაურდა,  მაგრამ “ევერტონმა” ანგარიშის გათანაბრება ორივეჯერ მოახერხა და დაწინაურებაც კი შესძლო. მაგრამ 89-ე წუთზე სტარიჯმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

2. რონალდუ უგო სანჩესს დაეწია

პრიმერას მე-14 ტურის მატჩში, “ალმერიას” წინააღმდეგ, კრიშტიანო რონალდუმ თავისი 164-ე გოლი გაიტანა მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში. ამ მაჩვენებლით, პორტუგალიელი უგო სანჩესს გაუთანაბრდა. რონალდუს, რეალის შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობით მხოლოდ სამი ფეხბურთელი უსწრებს:  სანტილიანა (186), ალფრედო დი სტეფანო (216) და რაული (228). შეგასხენებთ, რომ რონალდუ 17 გოლით 14 მატჩში წლევანდელი პრიმერას საუკეთესო ბომბარდირია.

თავად უგო სანჩესმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: “რონალდუ ფეხბურთის გიგანტია, ისევე როგორც მესი. თუ კრიშტიანო სერიოზულ ტრავმებს თავს აარიდებს, მას შეუძლია კლუბის ყველა რეკორდი გააუმჯობესოს”.

“რეალის” და “ალმერიას” შეხვედრა, მადრიდელების გამარჯვებით დასრულდა – 5-0.

3. ბუფონის 500

“ლივორნოს” წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებული შეხვედრა, ჯანლუიჯი ბუფონისთვის საიუბილეო გამოდგა. ეს იყო მისი მე-500 მატჩი სერია-A-ში. ტურინელებმა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს, იუბილარს კი გოლი არ გაუშვია – 0-2. შედეგიანი დარტყმებით თავი ტევესმა და ლიორენტემ გამოიჩინეს.

4. “ტოტენჰემის” კრახი “ეტიჰადზე”

“სიტიმ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საშინაო არენაზე სულ სხვა გუნდია. ამჯერად “ეტიჰადზე” ქალაქელების მსხვერპლი “ტოტენჰემი” გახდა”. შეხვედრა მანჩესტერელების გამარჯვებით, 6:0 დასრულდა. დუბლი გაიფორმეს ნავასმა და აგუერომ, ასევე თავი ალვარო ნეგრედომ გამოიჩინა. ხოლო ერთი შედეგიანი დარტყმა ლონდონელების ანგარიშზეა. ავტოგოლი სანდრომ შეასრულა.

5. ჭორები მესის ირგვლივ

Punto Pelota-ს ჟურნალისტ,  ფრანსუა გალიარდოს თქმით, ლიონელ მესი სეზონის ბოლოს “ბარსელონას” რიგებს დატოვებს.

“მესის მიაჩნია, რომ მას ურალატეს. მას უკვე აქვს ზეპირი შეთანხმება ერთ-ერთ კლუბთან და თებერვალში აქტიური მოლაპარაკებაც დაიწყება. სექტემბრის ბოლოს, ფეხბურთელმა თავის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართეს “ბარსელონას” მმართველებთან, სადაც ხელფასის გაზრდასაც დაპირდნენ. მაგრამ, ერთ თვეში მას დაურეკეს, და შეატყობინეს რომ შეთანხმება ვეღარ შესრულდება” – აცხადებს გალიარდო.

 

სირიგუ: “ბუფონი ლეგენდაა”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი კარის დარაჯი, სალვატორე სირიგუ აცხადებს, რომ ტურინის “იუვენტუსის” მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი ლეგენდაა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის სირიგუ “პარი სენ-ჟერმენში” 2011 წელს, იტალიური “პალერმოდან” გადავიდა.

“ჩემთვის, ბუფონთან ერთად ვარჯიშიც დიდი პატივია. ჩემი აზრით, ის ლეგენდაა. არ წარმომიდგენია ისეთი მეკარე, რომელიც ჯიჯის გაუტოლდება. ვამაყობ, რომ იტალიის ნაკრებში მასთან ერთად ვარ”, – ამბობს სირიგუ.

კასილასი: “მერვედფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს”

მადრიდის “რეალის” კარის დარაჯმა, იკერ კასილასმა ტურინის “იუვენტუსთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ “სამეფო კლუბს” ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მერვედფინალურ ეტაპამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში, რიგით მეოთხე ტურში, “იუვენტუსმა” “რეალი” საკუთარ მოედანზე მიიღო, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ანგარიში 41-ე წუთზე, არტურო ვიდალმა გახნსა, რასაც 52-ე და 60-ე წუთებზე რონალდუსა და ბეილის გოლები მოჰყვა. თუმცა, ტურინელებმა წონასწორობა 65-ე წუთზე, ლორენტეს გოლის წყალობით მოახერხეს.

“მერვედფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ძალიან გამიხარდა, როცა მატჩის დასრულების შემდეგ, ჯანლუიჯი ბუფონმა მომილოცა. 12 შესაძლო ქულიდან, 10 მოვიპოვეთ, რაც კარგი შედეგია”, – ამბობს კასილასი.

დიტო ჭიჭინაძე

2003 და 2013: კასილასი და ბუფონი ისევ მეგობრობენ

ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ საინტერესო GIF ანიმაციები გავრცელდა. ერთ ანიმაციაში 2003 წლის მომენტია გახსენებული, ხოლო მეორეში 2013 წლის. ორივე შემთხვევაში, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს, იკერ კასილასსა და ჯანლუიჯი ბუფონს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.