ლევან მჭედლიძის საუკეთესო ხუთეული – სირიგუ, კავანი და სხვები

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ სპეციალურად Fanebi.Com-ისათვის ხუთი ფეხბურთელისაგან გუნდი ჩამოაყალიბა.

ხუთეულში აუცილებლად უნდა ყოფილიყო თავად მჭედლიძე და ერთი მეკარე. გუნდში მოხვედრილ ყველა ფეხბურთელს კი ლევანთან ერთად უთამაშია.

მჭედლიძის რჩეულებში “პარი სენ-ჟერმენის” ორი მოთამაშე – მეკარე სალვატორე სირიგუ და თავდამსხმელი ედინსონ კავანი მოხვდა, ისინი “პალერმოში” ქართველის თანაგუნდელები იყვნენ. ასევე, ხუთეულში მოხვდა “ემპოლის” ორი ფეხბურთელი – მცველი ლორენცო ტონელი და შემტევი ნახევარმცველი რიკარდო საპონარა, რომელიც თავის დროზე “მილანში” ირიცხებოდა.

cats

როგორი პენალტი გაუტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სირიგუს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი პენალტი გაუტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სირიგუს ერთ-ერთ ვარჯიშზე.

Le penalty tiré avec le pied d'appui signé Zlatan Ibrahimovic ! #ParisLovesUS

Posted by PSG – Paris Saint-Germain on Tuesday, 28 July 2015

ტიბო კურტუამ “პარი სენ-ჟერმენს” შესანიშნავი პენალტი გაუტანა (ვიდეო)

26 ივლისს, ჩემპიონთა თასზე ერთმანეთს “პარი სენ-ჟერმენი” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, საქმე კი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დარტყმები უკეთესად ლონდონელებმა შეასრულეს.

პენალტების სერიაში, გამარჯვების მომტანი დარტყმა “ჩელსის” მეკარემ, ტიბო კურტუამ შეასრულა.

TOP 10: 2014 წლის ათი საუკეთესო მეკარე

სპორტულმა პორტალმა Sportkeeda-მ 2014 წლის ათი საუკეთესო მეკარე დაასახელა.

10. სამირ ჰანდანოვიჩი
გუნდები: მილანის “ინტერი” და სლოვენიის ნაკრები
მატჩების რაოდენობა – 52

Samir+Handanovic+ACF+Fiorentina+v+FC+Internazionale+3jM7ZYlwOZGx

9. კეილორ ნავასი
გუნდები: “ლევანტე”, მადრიდის “რეალი” და კოსტა რიკის ნაკრები
მატჩების რაოდენობა – 45

Keylor+Navas+Levante+UD+v+Real+Madrid+CF+La+rKtsCF73iGzx

8. უგო ლორისი
გუნდები: “ტოტენჰემი” და საფრანგეთის ნაკრები
მატჩების რაოდენობა – 66

Hugo+Lloris+Chelsea+v+Tottenham+Hotspur+Cb4ZzcJCugrx

7. ჯო ჰარტი
გუნდები: “მანჩესტერ სიტი” და ინგლისის ნაკრები
მატჩების რაოდენობა – 59

Joe+Hart+Manchester+City+v+Everton+Premier+EDlMzuIiHAZx

6. სალვატორე სირიგუ
გუნდები: “პარი სენ-ჟერმენი” და იტალიის ნაკრები
მატჩების რაოდენობა – 69

Salvatore+Sirigu+Italy+v+Albania+6u5xbXXwYRAx

5. ჯანლუიჯი ბუფონი
გუნდები: “იუვენტუსი” და იტალიის ნაკრები
მატჩების რაოდენობა – 67

Gianluigi+Buffon+ACF+Fiorentina+v+Juventus+8WczLq3vDEMx

4. დიეგო ლოპესი
გუნდები: მადრიდის “რეალი”, “მილანი”
მატჩების რაოდენობა – 44

Diego+Lopez+UC+Sampdoria+v+AC+Milan+Serie+LD1riXRXwGJx

3. დავიდ დე ხეა
გუნდები: “მანჩესტერ იუნაიტედი
მატჩების რაოდენობა – 62

David+de+Gea+Manchester+United+v+Stoke+City+S2b5NjxCd4gx

2. ტიბო კურტუა
გუნდები: მადრიდის “ატლეტიკო”, ლონდონის “ჩელსი” და ბელგიის ნაკრები
მატჩების რაოდენობა – 72

Thibaut+Courtois+Manchester+United+v+Chelsea+K_wD3sUqaBcx

1. მანუელ ნოიერი
გუნდები: მიუნხენის “ბაიერნი” და გერმანიის ნაკრები
მატჩების რაოდენობა – 69

Manuel+Neuer+Germany+v+Argentina+yLoEDpFz6Hkx

ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე მსოფლიო ფეხბურთში

საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა მსოფლიო ფეხბურთში ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე დაასახელა.

* თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგში

10. სალვატორე სირიგუ – 2.6 მილიონი

9. უგო ლორისი – 3 მილიონი

8. დავიდ დე ხეა – 3.64 მილიონი

7. პეპე რეინა – 4.2 მილიონი

6. ჯო ჰარტი – 4.68 მილიონი

5. ვიქტორ ვალდესი – 5 მილიონი

4. პეტრ ჩეხი – 5.2 მილიონი

3. ჯანლუიჯი ბუფონი – 5.5 მილიონი

2. მანუელ ნოიერი – 5.6 მილიონი

1. იკერ კასილასი – 6.3 მილიონი

სირიგუ: „კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ“

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე, სალვატორე სირიგუ აცხადებს, რომ გუნდმა კონცენტრაცია არ უნდა დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ ადგილს „პარი სენ-ჟერმენი“ იკავებს. პარიზელებს მეორე პოზიციაზე მყოფი „მონაკო“ ხუთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსანი „ლილი“ – შვიდით.

„კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ, რადგან „მონაკო“ და „ლილი“ კარგი გუნდები არიან და მათ ჩვენი შეცდომების გამოყენება ნამდვილად შეუძლიათ“, – ამბობს სირიგუ.

სირიგუ: “ბუფონი ლეგენდაა”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი კარის დარაჯი, სალვატორე სირიგუ აცხადებს, რომ ტურინის “იუვენტუსის” მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი ლეგენდაა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის სირიგუ “პარი სენ-ჟერმენში” 2011 წელს, იტალიური “პალერმოდან” გადავიდა.

“ჩემთვის, ბუფონთან ერთად ვარჯიშიც დიდი პატივია. ჩემი აზრით, ის ლეგენდაა. არ წარმომიდგენია ისეთი მეკარე, რომელიც ჯიჯის გაუტოლდება. ვამაყობ, რომ იტალიის ნაკრებში მასთან ერთად ვარ”, – ამბობს სირიგუ.