27 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ვილიარეალსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი მატჩის წინ, ტიტო ვილანოვას საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი გაიმართა, სადაც კამერებმა სერხიო ბუსკეტსის ცრემლები დააფიქსირეს.
ჭდე: ბუსკეტსი
პეპე: „ბუსკეტსი მატყუარაა“
მადრიდის „რეალის’’ მცველი პეპე „ბარსელონას’’ ნახევრმცველ სერხიო ბუსკეტსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ელ კლასიკოს’’ მიმდინარეობისას პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის თავზე ფეხი არ დაუბიჯებია.
„არავინ არ არის ისეთი სულელი, რომ ამ ეპიზოდის ამსახველი ფოტოს ხილვის შემდეგ ბუსკეტსის სიტყვები დაიჯეროს. კაცობრიობის ერთ-ერთი ფასეულობა პატიოსნებაა, რომელიც ადამიანს მომხდარ ფაქტს აღიარებინებს და ბოდიშსაც ათქმევინებს. ბუსკეტსის ადგილას მე რომ ვყოფილიყავი, „რეალში’’ ჩემი ადგილი აღარ იქნებოდა. ბევრს მოუნდებოდა გუნდიდან ჩემი გაძევება, ხალხს ესპანეთში ჩემი ხილვის სურვილი აღარ ექნებოდა. მე „მკვლელის’’ იმიჯი მომარგეს და ქვეყნიდანაც უპრობლემოდ გამაძევებდნენ. არა უშავს, ფეხბურთში მსგავსი იარლიყის მიკერება ხდება ხოლმე. ამის მიუხედავად, მე ბედნიერი ვარ „რეალში’’, – პეპეს სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.
ბუსკეტსი: “რეალთან” მარცხის შემთხვევაში, პრიმერას ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება”
“ბარსელონას” ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ პრიმერას მიმდინარე გათამაშების ბედი “რეალთან” შეხვედრაში გადაწყდება, რომელიც 24 მარტს მადრიდში გაიმართება.
“ვალიადოლიდთან განცდილმა მარცხმა საქმე მნიშნველოვნად გაგვირთულა, თუმცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გველის ვიზიტი, სადაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. “რეალთან” მარცხის შემთხვევაში, პრიმერას ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება” – განაცხადა ბუსკეტსმა.
5 საუკეთესო სიმულიანტობა ფეხბურთის ისტორიაში
საფეხბურთო პორტალმა FTBPro-მ ფეხბურთის ისტორიაში ხუთი საუკეთესო სიმულიანტობა დაასახელა.
5. მორტენ გამს პედერსენი – “არსენალი”
4. სერხიო ბუსკეტსი – “ინტერი”
3. ალბერტო ჯილარდინო – “სელტიკი”
2. ბრაიან კარასკო – ეკვადორის 20-წლამდელთა ნაკრები
1. რივალდო – თურქეთის ეროვნული ნაკრები
საუკეთესო 7 სიმულიანტობა ფეხბურთის ისტორიაში
პორტალმა FTBPRO-მ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო 7 სიმულიანტობა გამოაქვეყნა.
7. ლუის სუარესი (“ლივერპული”) – “სტოკ სიტი”
6. კრიშტიანო რონალდუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “ჩელსი”
5. სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”) – “ინტერი”
4. გარეტ ბეილი (“ტოტენჰემი”) – “ასტონ ვილა”
3. ეშლი იანგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “რეალ სოსიედადი”
2. ეშლი იანგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “კრისტალ პალასი”
1. არტურო ვიდალი (“იუვენტუსი”) – “რეალი”
სერხიო ბუსკეტსმა რონალდუს “მტირალა ბავში” უწოდა
მადრიდის “რეალთან” გამართულ შეხვედრაში, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდუს “მტირალა ბავშვი” უწოდა.