კარმელო ენტონი: „მარცხი საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერმა კარმელო ენტონიმ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ წაგებულ შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„თამაშის დასაწყისიდანვე ყველაფერი ისე არ გამოგვივიდა, როგორც გვსურდა. ამის შედეგად, მატჩის გადასარჩენად მოგვიწია ბრძოლა. საბოლოო ჯამში, 9 ქულით დავმარცხდით. ყველაფერი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ“, – განცხადა მელომ.

აქვე გეტყვით, რომ „მგლებთან“ შეხვედრაში ენტონის მონაგარმა 22 ქულა და 17 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კარმელო ენტონი და „ნიქსი“ მოლაპარაკებებს ამ ეტაპზე არ აწარმოებენ

როგორც ჩანს, „ნიუ-იორკ ნიქსი“ და კარმელო ენტონი ამჟამად მხოლოდ სასურველი შედეგების მიღწევაზე ფიქრობენ და ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობენ.

„კარმელოსთან შევთანხმდით, რომ მიმდინარე ხელშეკრულების გახანგრძლივებას მოგვიანებით განვიხილავთ. ჩემს პირობას შევასრულებ და მელოს კონტრაქტის თაობაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა „ნიუ-იორკ ნიქსის“ ერთ-ერთმა მენეჯერმა სტივ მილზმა.

აღსანიშნავია, რომ მილზი „ნიქსს“ იმის გამო შეურთდა, რომ მას კარმელო ენტონისთან მომუშავე აგენტთან კარგი ურთიერთობები აკავშირებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრაიანტი: „კარმელო ენტონი? ვერაფერს გეტყვით“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც „ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერი კარმელო ენტონი უახლოეს მომავალში მის გუნდს შეუერთდება.
„კარმელო ნიუ-იორკში თამაშობს, მე – ლოს-ანჯელესში. სიმართლე რომ გითხრათ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. შესაბამისად, ვერ გეტყვით, შემოგვიერთდება თუ არა ენტონი“, – განაცხდა კობიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნიქსთან“ მოქმედი კონტრაქტი მელოს სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
ალექსანდრე მატევოსოვი

კარმელო ენტონი „ლეიკერსში“?

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, „ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერმა კარმელო ენტონიმ განაცხადა, რომ შემდეგი წლის ზაფხულს იგი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, რათა სხვა კლუბის წინადადებებსაც გადახედოს. როგორც გაირკვა, „სხვა კლუბებში“„მელომ“ მხოლოდ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ იგულიხმა.

„ჭორები ჩემი „ლეიკერსში“ გადასვლის თაობაზე? თქვენი აზრით, საუბარი კიდევ რომელ გუნდზე უნდა ყოფილიყო? არანაირი „სხვა გუნდები“ არ არსებობენ. ჩემი გადაბირების სურვილი კი მხოლოდ ერთი კლუბის ხელმძღვანელებს აქვთ“, – განუცხადა ენტონიმ NY Daily News-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კარმელო ენტონი: „ამჟამად კონტრაქტის გახანგძლივებაზე არ ვფიქრობ“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდის კარმელო ენტონის თქმით, ამჟამად იგი მოქმედი კონტრაქტის გახანგძლივებაზე არ ფიქრობს.

„ვთვლი, რომ ამაზე მოგვიანებით, სხვა ხალხის თანდასწრებით უნდა ვისაუბროთ. მოვა დრო და ამ საკითხს ისევ დავუბრუნდებით, განვიხილავთ ყველა სიტუაციასა და ვატიანს. ამ მომენტისთვის, ვთვლი, რომ შეთანხმების გახანგძლივებაზე საუბარი აუცილებელი არ არის“, – განუცხადა „მელომ“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ „ნიქსთან“ კონტრაქტი ენტონის შემდეგი წლის ზაფხულამდე აკავშრებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ენტონი: „გრუნვალდის წასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ხელმძღვანელებმა საკმაოდ მოულოდნელი და სწრაფი გადაწყვეტილება მიიღეს. საქმე იმაშია, რომ მათ „ნიქსის“ გენერალური მენეჯერის პოსტიდან გლენ გრუნვალდი გაათავისუფლეს, ხოლო მისი ადგილი სტივ მილსმა დაიკავა.

აღნიშნულ ცვლილებას გუნდის ლიდერი კარმელო ენტონი გამოეხმაურა. „მელოს“ თქმით, გრუნვალდის წასვლა მისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა და სტივ მილსის მოსვლის თაობაზე მან და მისმა თანაგუნდელებმა არც კი იცოდნენ.

„გრუნვალდის წასვლამ გამაკვირვა. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ კლუბში მსგავსი ცვლილების განხორციელება იგეგმებოდა“, – განუცხადა 29 წლის ფორვარდმა NY Post-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი