“სელტიკმა” ევროპული ფეხბურთის ისტორიაში რეკორდი დაამყარა

გლაზგოს “სელტიკმა” წელს შოტლანდიის ჩემპიონატი, შოტლანდიის ლიგის თასი და ქვეყნის თასი მოიგო. გარდა ამისა, გუნდმა ევროპული ფეხბურთის ისტორიაში რეკორდი დაამყარა. “სელტიკი” გახდა პირველი ევროპული კლუბი, რომელმაც სამი ეროვნული ტურნირი ზედიზედ სამჯერ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ “სელტიკი” შოტლანდიის ჩემპიონატის გამარჯვებული 50-ედ და მიჯრით მერვედ გახდა. გუნდს შოტლანდიის ლიგის თასი 18-ჯერ, ხოლო ქვეყნის თასი 39-ჯერ აქვს მოგებული.

“სელტიკმა” არსებობის ისტორიაში მეასე ტიტული მოიგო

შოტლანდიის ლიგის თასის ფინალურ შეხვედრაში გლაზგოს “სელტიკმა” “აბერდინი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ეს ტიტული მე-16-ედ დაისაკუთრა. სულ კი, შოტლანდიური გუნდისთვის ეს არსებობის ისტორიაში მეასე ტიტული გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ “სელტიკს” შოტლანდიის ჩემპიონატი 47-ჯერ აქვს მოგებული, თასი კი – 36-ჯერ. გარდა ამისა, “კელტები” 1966-1967 წლების სეზონში ჩემპიონთა თასსაც დაეუფლნენ.

“სელტიკის” ფეხბურთელი მეტოქის კბენისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ფოტო)

გლაზგოს “სელტიკის” ახალწვეული ნადირ ჩიფტჩი შოტლანდიის პრემიერლიგის ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს.

გასული სეზონის ბოლოს 23 წლის თურქმა თავდამსხმელმა “დანდი იუნაიტედის” რიგებში “დანდის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას დუბლი შეასრულა და მეტოქე გუნდის მცველ ჯიმ მაკალისტერს ფეხზე უკბინა.

ჩიფტჩი მაშინ მოედნიდან არ გაუძევებიათ და არც ყვითელი ბარათი უჩვენებიათ. შემდეგ შოტლანდიის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარ ფაქტზე იმსჯელა და ფეხბურთელს ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია იმის გამო მისცა, რომ მან ინციდენტში თავისი დანაშაული უარყო.

ჩიფტჩი “დანდი იუნაიტედიდან” “სელტიკში” ამ ზაფხულს 1,5 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა.

Ciftci

 

ოფიციალურად: ფრეიზერ ფორსტერი “საუთჰემპტონში” გადაბარგდა

გლაზგოს “სელტიკის” აწ უკვე ყოფილი მეკარე ფრეიზერ ფორსტერი ინგლისურ “საუთჰემპტონში” გადაბარგდა.

26 წლის კიპერმა “წმინდანებთან” 2018 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

არაოფიციალური წყაროს თანახმად, “საუთჰემპტონმა” ფორსტერის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო.

ფრეიზერ ფორსტერი “სელტიკის” ღირსებას 2010 წლიდან იცავდა: ორი სეზონის განმავლობაში კლუბში იჯარის წესით თამაშობდა, შემდეგ კი შოტლანდიურმა კლუბმა “ნიუკასლ იუნაიტედისგან” სრულად გამოისყიდა მეკარე.

ფორსტერი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის სამუნდიალე განაცხადშიც იყო შეყვანილი.

 

გვარდიოლას „სელტიკთან“ თამაში სურს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთვნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გლაზგოს „სელტიკის“ საშინაო არენის ატმოსფეროს შეგრძნების სურვილი გამოთქვა.

„ბარსელონამ“ ამ სტადიონზე ბოლო ორ წელიწადში ითამაშა, თუმცა ეს უკვე მაშინ მოხდა, როდესაც მე გუნდს აღარ ვთავკაცობდი. კატალონიაში ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, თუმცა „სელტიკ პარკზე“ მატჩს სამწუხაროდ ვერ მოვესწარი. ამიტომაც, იმედი მაქვს, გლაზგოში ჩასვლის შესაძლებლობა მომავალშიც მექნება“, – განაცხადა გვარდიოლამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

“ბარსელონამ” “სელტიკთან” მატჩისთვის ორი ახალგაზრდა მოთამაშე დაიმატა

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, გლაზგოს “სელტიკის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. სხვადასხვა სახის ტრავმების გამო, აღნიშნულ შეხვედრას  ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანო, ჟორდი ალბა, კარლეს პუიოლი, ისააკ კუენკა და იბრაჰიმ აფელაი გამოტოვებენ. ამასთან დაკავშირებით, “ბარსელონას” განაცხადში გუნდის “B” სიიდან ორი ფეხბურთელია შეყვანილი – პატრიკ გაბარონი და სერხი გომესი.

“ბარსელონას” სრული განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ვიქტორ ვალდესი, ხოსე პინტო, ოლასაბალი;
მცველები: მარტინ მონტოია, ხერარ პიკე, მარკ ბარტრა, დანი ალვეში, სერხი გომესი, ადრიანო კორეა;
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, პატრიკ გაბარონი, ალექს სონგი, ჯონათან დოს სანტოსი, ანდრეს ინიესტა, ჩავი, ჩესკ ფაბრეგასი;
თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი, ალექსის სანჩესი, ნეიმარი, კრისტიან ტელიო.

მატჩი “სელტიკსა” და “ბარსელონას” შორის პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი