დიეგო კოშტა ახალი კლუბის ძიებაშია. ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მას სატელეფონო შეტყობინებით მისი კლუბიდან წასვლის საჭიროების შესახებ აცნობა.
“სულ ცოტა ხნის წინ კონტესგან მცირე ზომის მესიჯი მომივიდა, სადაც ეწერა, რომ მომავალ სეზონისთვის მას აღარ ვჭირდები. ალბათ, ეს იმიტომ მითხრა, რომ ეს სეზონი ცუდად ჩავატარე. სირცხვილია! ეს შეტყობინება კლუბის ყველა წევრს გავუგზავნე, რათა ამ საკითხზე მათი აზრი გამეგო. თუმცა, ფაქტია, რომ მწვრთნელს აღარ ვუნდივარ.”
“ახლა ახალი კლუბის ძიებაში ვარ. თუ მწვრთნელი გეტყვის, რომ მის გეგმებში არ შედიხარ, შენ აუცილებლად უნდა წახვიდე სხვაგან,” – აცხადებს თავდამსხმელი.