The Guardian: ზაფხულში “ჩელსის” მთავარი სამიზნე ალექსის სანჩესი იქნება

ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ზაფხულში ალექსის სანჩესის გადაბირებას შეეცდებიან.

როგორც უკვე გაცნობეთ, “ჩელსის” მფლობელი, რომან აბრამოვიჩი მზადაა, კონტეს შენარჩუნების მიზნით, ნებისმიერი ფეხბურთელი მოიყვანოს გუნდში. იტალიელი სპეციალისტის სიაში კი პირველი ნომერი 28 წლის ჩილელ ფეხბურთელს უჭირავს.

გამომდინარე იქიდან, რომ სანჩესსა და “არსენალს” შორის არსებული კონტრაქტი სულ მალე იწურება და ჩილელს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი “ემირეიტსის” დატოვება, ამ ტრანსფერის განხორციელების შანსები საკმაოდ რეალურია.

The Guardian-ის გამოცემის ცნობით, “არისტოკრატთა” უფროსი მიზნად ერთი მარცხენა მცველის გადაბირებასაც ისახავს.

კალდერონი: “რეალისთვის” აზარში 100 მილიონის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა talkSPORT-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ედენ აზარის ტრანსფერში ბოლო სიტყვა არა “ჩელსის”, არამედ თავად ფეხბურთელს ეკუთვნის.

“ჩელსი” ის კლუბი არ არის, რომელსაც ფეხბურთელების გაყიდვა სჩვევია. ასე რომ, ეს რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი მაინც ფეხბურთელის სურვილზეა დამოკიდებული.

თუ მას წასვლა უნდა, ის ამას გააკეთებს – სწორედ ეს არის მთავარი. ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული

“ჩელსი” მის სანაცვლოდ დიდ თანხას მოითხოვს, ეს ნათელია. თუმცა, “რეალს” 100 მილიონის გადახდა ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს,” – აცხადებს კალდერონი.

დიეგო კოშტა ლიგა 1-ში გადასვლის ვარიანტს არ გამორიცხავს

ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ფორვარდი, დიეგო კოშტა კარიერის ფრანგულ კლუბში გაგრძელები ვარიანტს არ გამორიცხავს.

“მარსელის” ხელმძღვანელებმა საკმაოდ კარგი პროექტი შექმნეს, “პარი სენ-ჟერმენი” კი ყველამ იცის, რამდენად ღირსეულ კლუბად ითვლება.

“მონაკოსაც” საკმაოდ მშვენიერი პროექტი აქვს, მათი გუნდი ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. საერთო ჯამში, ლიგა 1 დიდ პროგრესს განიცდის.

“ჩელსიში” ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საფრანგეთში აქამდე არასოდეს მითამაშია, ასე რომ, რატომაც არა?” – აცხადებს ესპანელი ფორვარდი.

კონტეს შესანარჩუნებლად, აბრამოვიჩი მზადაა, ნეიმარიც კი გადაიბიროს

ლონდონის “ჩელსის” მფლობელს, რომან აბრამოვიჩს არ სიამოვნებს ანტონიო კონტეს მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვების არსებობა და მზადაა, მის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთოს.

როგორც ცნობილი ხდება, აბრამოვიჩმა უკვე შესთავაზა კონტეს ნეიმარის ტრანსფერი, რომელსაც “ბარსელონასთან” არსებული კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა, იტალიელმა სპეციალისტმა ტრანსფერი მაშინვე დაბლოკა.

Tuttosport-ის ცნობით, აბრამოვიჩი მზადაა, ნებისმიერი ფეხბურთელი გადაიბიროს თავის კლუბში, თუ ეს კონტეს შესანარჩუნებლად საკმარისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კონტეს გადაბირებით მილანის “ინტერია” დაინტერესებული. ისინი იტალიელ სპეციალისტს წელიწადში 15 მილიონსა და 400 მილიონიან სატრანსფერო ბიუჯეტს სთავაზობენ.

დიეგო კოშტა აღიარებს, რომ “ატლეტიკომ” მისი დაბრუნების შანსი ხელიდან გაუშვა

ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ფორვარდი, დიეგო კოშტა აღიარებს, რომ 2016 წლის მას შეეძლო “ატლეტიკოში” დაბრუნებულიყო, მაგრამ ტრანსფერი მადრიდელთა პასიურობის გამო ჩაიშალა.

“ატლეტიკოში” იციან, რომ მათ მიმართ განსაკუთრებული გრძნობები, საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. სიმეონემ ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩემი მადრიდში დაბრუნება შეუძლებელი არ იყო.

თავდაპირველად, ჩემი და კონტეს ურთიერთობა არც ისე კარგად აეწყო. მე მას მაშინვე ვუთხარი, რომ “ატლეტიკოში” მინდოდა დაბრუნება. “ჩელსის” ფანებს ძალიან ვუყვარვარ, უფრო მეტად, ვიდრე “ატლეტიკოს” გულშემატკივრებს, წარმოიდგინეთ!

მე ყველაფერი გავაკეთე უკან დასაბრუნებლად, მაგრამ როდესაც საჭირო იყო, “ატლეტიკომ” არ დაიცადა.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, არ მინდა რამე გამოვრიცხო, კარს არასოდეს ვკეტავ. ახლა “ჩელსიში” თავს მშვენივრად ვგრძნობ, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება მომავალში.

დიდი იმედი მაქვს, რომ “რეალი’ აზარისა და კურტუას ვერ გადაიბირებს,” – აცხადებს ესპანელი ფორვარდი.

კურტუა: “ჩემს თავს “რეალში” ვერ ვხედავ”

ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯმა, ტიბო კურტუამ საკუთარ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ მის გეგმებში “სტემფორდ ბრიჯის” დატოვება არ შედის.

“ჩემს თავს “რეალში” ნამდვილად ვერ ვხედავ.

კარიერას “ჩელსიში” გავაგრძელებ, კლუბში, რომელმაც ექვსი წლის წინ ბელგიაში აღმომაჩინა და შანსი მომცა ჩემი შესაძლებლობები მსოფლიოსთვის მეჩვენებინა.

კლუბმა იმის უფლებაც მომცა, “ატლეტიკოში” სამი წელი გამეტარებინა. რაც დამეხმარა გავმხდარიყავი ისეთი მეკარე, როგორიც ახლა ვარ.

აქ თავს მნიშვნელოვნად ვგრძნობ და წასვლას არ ვაპირებ, ” – აცხადებს ბელგიელი მეკარე.

ნგოლო კანტე: “თავი პრემიერ ლიგის ფეხბურთელად ნამდვილად არ მიმაჩნია’

პრემიერ ლიგის 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების მთავარმა კანდიდატმა, ნგოლო კანტემ პრესასთან ისაუბრა.

“თითოეულ მატჩს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. ეს უპირატესობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.

ჩემი ამჟამინდელი ფორმა? მართალია, ჯან-ღონით აღსავსე ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავს პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ.

აქ საკმაოდ ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. ამ ტიტულს ჩემს გუნდშიც ბევრი ფეხბურთელი იმსახურებს,” – აცხადებს “ლესტერის” ექს-ფეხბურთელი.

“ჩელსიმ” “სტოკ სიტი” ბოლო წუთებზე დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა ლონდონის “ჩელსის” გულშემატკივართათვის, რომელთა გუნდმაც ძალზედ რთული ბარიერის წარმატებით გავლა შეძლო.

საუბარია მარკ კიუზის “სტოკ სიტიზე”, რომელიც საშინაო არენაზე ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-13 წუთზე თავისი გუნდი უილიანმა დააწინაურა. უოლტერსმა კი 38-ეზე გაათანაბრა.

მეორე ტაიმის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი კი 87-ე წუთზე ტიმ კეჰილმა გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულაც მოუტანა, რომლის წყალობითაც 28 მატჩის შემდეგ “არისტოკრატებს” 69 ქულა დაუგროვდათ. “სტოკი” კი 39 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.


“სტოკ სიტი”: გრანტი; პიტერსი, მარტინს ინდი, შოუქროსი, ბარდსლი; სობჰი, ალენი, კამერონი, არნაუტოვიჩი; ბერაჰინო (დიუფი 62′), უოლტერსი

მთავარი მწვრთნელი: მარკ კიუზი

“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; ვიქტორ მოზესი (ფაბრეგასი 70′), ნგოლო კანტე, მატიჩი, ალონსო; უილიანი, დიეგო კოშტა, პედრო

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე


“ჩელსისთან” მომხდარის გამო, “მანჩესტერ იუნაიტედი” 20 000 ფუნტით დაჯარიმდა

ინგლისური ფეხბურთის ასოციაციამ “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში, “ჩელსისთან” მატჩში ასოციაციის მიერ შედგენილი კოდექსის მეოცე მუხლის დარღვევის გამო 20 000 ფუნტით დააჯარიმა.

როგორც იცით, აღნიშნული მატჩის 35-ე წუთზე მატჩის არბიტრმა ანდერ ერერას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა ედენ აზარის მიმართ წესების განძრახ დარღვევის გამო. შედეგად კი, “ჩელსიმ” მატჩი ნგოლო კანტეს ერთადერთი გოლის ხარჯზე მოიგო, “წითელი ეშმაკები” კი ასპარეზობას გამოეთიშნენ.

მსაჯის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების გამო, მაიკლ ოლივერს უმალვე შემოეხვია გარს “მანჩესტერ იუნაიტედის” რამდენიმე ფეხბურთელი (რაც აკრძალულია) და აგრესიულად აპროტესტებდნენ მის გადაწყვეტილებას, რაც დისციპლინარულ კომიტეტს არ გამორჩენია.

როგორც ცნობილი ხდება, კლუბის ხელმძღვანელობა ფედერაციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

ნემანია მატიჩი “ბარსელონას” შესთავაზეს

ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელებმა ნემანია მატიჩი კატალონიურ “ბარსელონას” შესთავაზეს. ამ ინფორმაციას ესპანური ტაბლოიდი, Mundo Deportivo ავრცელებს.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” უკვე კარგა ხანია, რაც სერხიო ბუსკეტსის ჩამნაცვლებელს ეძებენ და როგორც ჩანს, სერბი ფეხბურთელის გადაბირება “ბარსელონასთვის” ბრწყინვალე ვარიანტია.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ლონდონელებმა ბოლო დროს არაერთხელ შესთავაზეს მატიჩს ახალი კონტრაქტი, თუმცა ფეხბურთელს უფრო მაღალი მიზნებისთვის სურს ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი “არისტოკრატთა” ღირსებას 2014 წლიდან იცავს.

“ჩელსი” ლუკაკუსა და ბარკლის ტრანსფერებისთვის 100 მილიონს გამოყოფს

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ზაფხულში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, ლონდონელთა მთავარი სამიზნე “ევერტონის” ბელგიელი ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ იქნება, რომელიც მერსესაიდულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

გარდა ამისა, “არისტოკრატები” როს ბარკლის გადაბირებასაც აპირებენ, რომელსაც “კამფეტები” 30 მილიონად აფასებენ. ლუკაკუს ტრანსფერი კი დაახლოებით 70 მილიონი უნდა დაჯდეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ოსკარის ჩინურ კლუბის მიყიდვის მეოხებით, ლონდონელებმა უკვე მოახერხეს ტრანსფერებისთვის 60 მილიონი ევროს შეგროვება.

მაიკლ ესიენი ინდონეზიურ ჩემპიონატში ითამაშებს

მადრიდის “რეალისა” და ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი, მაიკლ ესიენი “პერსიბ ბანდუნგის” რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხა.

ცნობილი ხდება, რომ 34 წლის ფეხბურთელი ინდონეზიურ კლუბში უფასოდ გადაბარგდა. ტრანსფერთან დაკავშირებით სხვა დამატებითი ინფორმაციები ჯერ-ჯერობით ხელმიუწვდომელია.

შეგახსენებთ, რომ განელი ფეხბურთელის ბოლო კლუბი “პანათინაიკოსი” იყო, სადაც გასულ სეზონში ასპარეზობდა.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ესიენის აქტივში განას მაისურით ჩატარებულ 58 მატჩში გატანილი 9 გოლია.