“რეალი” “ჩელსის” ედენ აზარის სანაცვლოდ მორატასა და ფულს თავაზობს

The Sun-ის მიერ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები მომავალ ზაფხულს დიდი ტრანსფერისთვის ემზადებიან.

როგორც ცნობილი ხდება, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანთან ერთად ახალი “გალაქტიკოს” შექმნით არის დაინტერესებული და ფულის დაზოგვას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, მადრიდელებმა თავი დაანებეს “იუვენტუსის” არგენტინელ ფორვარდს, პაულო დიბალას და მთლიანად ბელგიელ ნახევარმცველზე გადაერთვნენ.

პერესი მზადაა, აზარის გადასაბირებლად ალვარო მორატა გაწიროს და ამასთან ერტად ფულიც გადაუხადოს “არისტოკრატებს”.

გარი ნევილი: “აზარი უმაღლესი დონის მოთამაშეა, მაგრამ მე მაინც კანტეს ვამჯობინებდი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა “ჩელსის” ლიდერებზე, ნგოლო კანტესა და ედენ აზარზე ისაუბრა.

“აზარი უმაღლესი დონის მოთამაშეა, მას შეუძლია მსოფლიოს ოთხ, ხუთ საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში მოხვდეს, ისეთების გვერდით, როგორებიც ნეიმარი და ბეილი არიან.

კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი სხვა პლანეტაზე არიან, თავიანთთვის.

აზარს ნამდვილად შეუძლია ისეთ ფეხბურთელებზე წინ დადგეს, როგორებიც ბეილი და ნეიმარი არიან. ის უნიჭიერესი ფეხბურთელია, უბრალოდ მეტი შრომა სჭირდება.

ამისდა მიუხედავად, ჩემზე რომ იყოს, “მანჩესტერ იუნაიტედში” კანტეს უფრო მოვიყვანდი, ვიდრე აზარს,” – აცხადებს ნევილი.

ნგოლო კანტე ლონდონის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ინგლისური “ჩელსის” ნახევარმცველი, ნგოლო კანტე ლონდონის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიტულისთვის ბრძოლაში კანტემ ისეთ ფეხბურთელებს აჯობა აჯობა, როგორებიც არიან დელე ალი, ალექსის სანჩესი, დენი როუზი და დიეგო კოშტა.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსის” კუთვნილებაში მყოფი კანტე გასულ სეზონში “ლესტერ სიტის” ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო და წელსაც არანაკლებ მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს.

რაც შეეხება ლონდონის წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს, ეს ჯილდო “არისტოკრატთა” იტალიელ დამრიგებელს, ანტონიო კონტეს გადაეცა.

ოფიციალურად: ვიქტორ მოზესმა “ჩელსისთან” გაახანგრძლივა

ლონდონის “ჩელსის” ვარსკვლავმა, ვიქტორ მოზესმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც მას “სტემფორდ ბრიჯტან” 2021 წლამდე დააკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი “არისტოკრატთა” რიგებში 2012 წელს ჩაირიცხა, მაგრამ თავდაპირველად, მან ძირითადში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. არენდის წესით, მან სხვადსხვა დროს “ლივერპულის”, “სტოკ სიტისა” და “ვესტ ჰემის” შემადგენლობებშიც ითამაშა.

ანტონიო კონტეს მოსვლის შემდგომ კი, ნიგერიელი ფეხბურთელი გუნდისათვის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა და სწორედ მას აბარია დაცვის მარჯვენა ფლანგი.

“ძალიან ბედნიერი ვარ. მოხარული ვარ, რომ აქ დარჩენას კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე შევძლებ,” – განაცხადა მან კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.

პრემიერ ლიგა: 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დასრულდა პრემიერ ლიგის 26-ე ტური. წინ მიიწევს ლიდერი ლონდონის “ჩელსი”, რომელმაც საკუთარი მატჩი “სუონსი სიტისთან” ჩაატარა და უპრობლემოდ მოიგო (3:1). იმარჯვეს “ტოტენჰემაც” და “ევერტონმაც”. მანჩესტერულ გრანდებსა და “არსენალს”, “საუთჰემპტონთან” ერთად, ინგლისის ლიგის თასის ფინალის გამო, არ უთამაშიათ. გუშინდელ შეხვედრაში “ლესტერ სიტიმ” მოულოდნელად დაამარცხა (3:1) “ლივერპული”.

Goal.Com-ი 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

ლორისი, ვან აანჰოლტი, ევანსი, მაკოლი, კოულმენი, გეიე, ფაბრეგასი, ალი, ერიკსენი, პედრო, კეინი.

 

 

 

“მილანი” ფაბრეგასის სანაცვლოდ 27 მილიონს ჩამოდის

ზაფხულის მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე იტალიური “როსონერის” ხელმძღვანელები ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “მილანელებმა” თვალი ლონდონის “ჩელსის” ესპანელ ნახევარმცველს, ცესკ ფაბრეგასს დაადგეს და მზად არიან, მის სანაცვლოდ 27 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ზუსტად ამ რაოდენობის თანხა გადაუხადეს 2014 წელს ლონდონელებმა “ბარსელონას”.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცდილი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედიც” გამოთქვამს.

კონტე: “პრემიერ ლიგის მოსაგებად კიდევ 29 ქულა გვჭირდება”

ანტონიო კონტე თავისი გუნდის ჩემპიონობაზე საუბრისას უარყოფს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და თვლის, რომ სეზონის ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

“ჩვენი უპირატესობა 11 ქულაში სულაც არ აისახება, სხვა გუნდებს ჯერ არ უთამაშიათ.

შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერ ლიგის მოსაგებად მათ კიდევ 29 ქულის აღება ესაჭიროებათ, თუ ისინი ამას შეძლებენ, მაშინ ტიტული ჩვენი იქნება.

29 ქულა ბევრია. წინ 12 მატჩი გვაქვს და მუშაობა ძველებურ რეჟიმში უნდა განვაგრძოთ,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი, რომელიც “ჩელსის” სათავეში ზაფხულში ჩაუდგა.

ანტონიო კონტეს ახალი რეკორდი

ლონდონის “ჩელსიმ” ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “სუონსის” დამარცხება შეძლო (3:1) და კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა.

ეს ანტონიო კონტესთვის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 26-ე მატჩი იყო, რომელთაგანაც იტალიელი სპეციალისტის გამარჯვებით დასრულდა.

პრემიერ ლიგის საწყის 26 მატჩში 20 ან მეტი მატჩი სხვა არცერთ მწვრთნელს არ მოუგია. ასე რომ, ანტონიო კონტემ კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის “ჩელსის” 63 ქულა აქვს და 11 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, “მანჩესტერ სიტის”.

“ჩელსიმ” “სუონსი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი, ლონდონის “ჩელსი” უელსურ “სუონსის” დაუპირისპირდა.

მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის მე-19 წუთზე გაიხსნა, როდესაც ფაბრეგასმა მოახერხა პედროს პასით გოლის გატანა. თუმცა, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს, დამატებულ დროში თავი ფერნანდო ლორენტემ გამოიჩინა.

მატჩის მეორე ტაიმის პირველ ნაწილში “სუონსი” “არისტოკრატებს” ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ უელსელები 72-ე წუთზე გატყდნენ, რასაც პედროს გოლს უნდა ვუმადლოდეთ. 84-ე წუთზე კი კოშტამ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.


“ჩელსი”: კურტუა; კეჰილი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა; ალონსო, ფაბრეგასი, ნ’გოლო კანტე, მოზესი; ედენ აზარი, კოშტა, პედრო

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“სუონსი”: ფაბიანსკი; ნათონი, ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი; ფერი, კორკი, ქეროლი (აიუ 76′); რუტლეგე, ლორენტე, სიგურდსონი

მთავარი მწვრთნელი: პოლ კლიმენტი


პედრო: “არც ისე მარტივ სიტუაციაში ვართ”

ლონდონის “ჩელსიმ” პრემიერ ლიგის 25-ე ტურის შეხვედრა “ბარნლის” წინააღმდეგ ჩაატარა და ფრე – 1-1 ითამაშა. პედროს გოლს ბრედიმ უპასუხა. შედეგად, ლონდონელებსა და მეორეადგილოსან “ტოტენჰემს” შორის სხვაობა 12-ის ნაცვლად 10 ქულაა. ამას ემატება ისიც, რომ “მანჩესტერ სიტიმ” თუ მისი მატჩი “ბორნმუთის” წინააღმდეგ მოიგო, იგი “სპუსრების” პოზიციას დაიკავებს და “არისტოკრატებს” 8 ქულით ჩამორჩება.

ანტონიო კონტეს ერთ-ერთმა შეგირდმა, პედრო როდრიგესმა ვერმოგებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვიცით, რომ დიდი უპირატესობა გვაქვს, თუმცა ეს ტურინირი ძალიან რთულია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქულები არ დავკარგოთ და მეტოქეებს შორის სხვაობა არ შევამციროთ. აქ ძლიერი გუნდები თამაშობენ, რომლებიც ფეხის დაცდენას არ გაპატიებენ. შესაბამისად, არც ისე მარტივ სიტუაციაში ვართ.”

“თუნდაც უკვე ზეგ, “მანჩესტერ სიტი” შესაძლოა, მოგვიახლოვდეს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს “ლივერპული”, “არსენალი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.”

“ახლა მთლიანად სათასო შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ. შეცდომის დაშვების უფლება არსად არ გვაქვს,” – განაცხადა პედრომ.

კონტე: “მოურინიოს სიტყვები? ამაზე საუბარს არ ვაპირებ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიოს სიტყვებზე კომენტარის გაკეთებისაგან, რომლის მიხედვითაც ლონდონელები ზედმეტად დაცვით ფეხბურთს თამაშობენ, თავი შეიკავა.

“არ მიყვარს სხვა მწვრთნელების ნათქვამზე კომენტარს როცა ვაკეთებ. ასეთი თამაშები ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. ამას ჩემი გამოცდილების ხარჯზე ვამბობ.

მოედანი პატარაა, რაც ისეთი გუნდების სასარგებლოდ მოქმედებს, რომლებთაც აქცენტი დაცვასა და გრძელ პასებზე აქვთ გაკეთებული. ატმოსფერო ნამდვილად კარგია, რითიც კმაყოფილი ვარ.

რაც შეეხება ჩემპიონატს, ლიგის დასრულებამდე 13 თამაშია დარჩენილი და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, აშკარად ცდება.”

ტიერი ანრი: “კანტესთან მივედი და ვკითხე: “შენ ნამდვილად არსებობ?”

ტიერი ანრი ცოტა ხნის წინ ლონდონის “ჩელსის” ვარჯიშს დაესწრო. ფრანგმა ლეგენდამ ამ თემაზე საჯაროდ ისაუბრა.

“გასულ კვირაში “ჩელსის” სავარჯიშო ბაზაზე ვიყავი. განსაკუთრებით, აზარისა და კანტეს სამზადისი მაინტერესებდა. ერთ-ერთ მომენტში მინდორზე ჩავედი, ნ’გოლოს მხარზე მივარტყი ხელი. მაინტერესებდა, ის რეალური არსება იყო თუ არა. შემდეგ კი ხუმრობით ვუთხარი: “კი, კი, შენ რეალური ხარ!” და გავიცინეთ.”

“ვერ ვხვდები, რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ  პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ იგი სეზონის ბოლოს საუკეთესო მოთამაშედ არ დაასახელოს. ის გენიალურ სპორტსმენია,” – აცხადებს ანრი.