“ბარსელონა” ზამთარში ბრანისლავ ივანოვიჩის გადაბირებას შეეცდება

ლონდონის “ჩელსის” 32 წლის მცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის გადაბირებით კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულნი. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.Com ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აკტალონიური გრანდისათვის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარ მიზანს მარჯვენა მცველის პოზიციის გამაგრება წარმოადგენს, რისთვისაც სერბი მცველის გადაბირება საკმარისი უნდა აღმოჩნდეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ბარსელონაში” გადასვლის შემთხვევაში, ივანოვიჩი “ლურჯ-ბროწეულისფერებს” ჩემპიონთა ლიგის მატჩებშიც დაეხმარება, რაც ტრანსფერის კიდევ ერთი დადებითი მხარეა.

რაც შეეხება ფეხბურთელსა და “სტემფორდ ბრიჯელებს” შორის არსებულ კონტრაქტს, ის 2017 წლის ზაფხულში იწურება.

“ჩელსიმ” პრემიერ ლიგაში ახალი რეკორდი დაამყარა

როგორც ჩანს, “არისტოკრატთა” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ექსპერიმენტები მობეზრდა და ერთი ფორმულით აპირებს მუშაობას, რამაც ეს უკანასკნელი პრემიერ ლიგის ახალ რეკორდამდე მიიყვანა.

საქმე იმაშია, რომ იტალიელმა ანტონიო კონტემ “მიდლსბროსთან” გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იგივე ფეხბურთელები გაამწესა, რომლებმაც ბოლო ოთხი შეხვედრაც პირველივე წუთებიდან დაიწყეს.

Sky Sports Statto გვარწმუნებს, რომ ლონდონის “ჩელსისა” და პრემიერ ლიგის ისტორიაში (1992 წლიდან) მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა და საქმე აშკარა რეკორდთან გვაქვს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ბოროს” წინააღმდეგ გამართული მატჩი საიუბილეო იყო მატჩისა (100 მატჩი პრემიერ ლიგაში) და აზარისთვის (150).

აიტორ კარანკა: “პრემიერ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი ლონდონის “ჩელსია”

ინგლისური “მიდლსბროს” მთავარი მწვრთნელი, აიტორ კარანკა თვლის, რომ პრემიერ ლიგის წლევანდელი გათამაშების მოგების მთავარი ფავორიტი ლონდონის “ჩელსია”, რომელსაც სათავეში იტალიელი ანტონიო კონტე უდგას.

“კონტეს “ჩელსით”, მათი თამაშით მოხიბლული ვარ. მათი მწვრთნელი ახალ ჩემპიონატს საკმაოდ მალე და კარგად შეეჩვია. კლუბი ძველ ფორმას უბრუნდება, ბევრი გოლი გააქვთ, თანაც ნაკლებს უშვებენ.

ვფიქრობ, სწორედ ისინი არიან პრემიერ ლიგის მოგების ნამდვილი ფავორიტები, რადგანაც ყველაფერთან ერთად, მათ ევროპულ სარბიელზე ართამაშის პრივილეგიაც აქვთ.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ამის გამო ისინი საზღაურს აუცილებლად მიიღებენ. შუა კვირაში ართამაში დიდი უპირატესობაა.”

“ჩელსის” ექს-თავკაცი: “მანჩესტერში” ნამდვილად იქნება ვიღაც, ვისაც ტერის გადაბირება გაუხარდება”

ლონდონის “ჩელსისა” და ჯონ ტერის ყოფილი დამრიგებლის, რეი უილკინსის აზრით, საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ “არისტოკრატთა” ინგლისელმა ლეგენდამ “სტემფორდ ბრიჯი” “ოლდ ტრაფორდში” გაცვალოს.

“დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩინეთში გადასვლას ვარიანტადაც არ თვლის, ამას გამოვრიცხავ.” – განაცხადა მან talkSport-ის ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ოლდ ტრაფორდზე” გადასვლა? ახლა ის “ჩელსის” ძირითადში აღარ თამაშობს, თუმცა მაინც მჯერა, რომ გუნდისთვის კიდევ ბევრი აქვს შესათავაზებელი. იქ (მანჩესტერში) კი ნამდვილად იქნება ვიღაც, ვისაც მისი გადაბირება ესურვება.”

შეგახსენებთ, რომ ამ ტრანსფერის მთავარ ხელისშემწყობ ფაქტორს “წითელ ეშმაკთა” დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო წარმოადგენს, რომელსაც ტერისთან მშვენიერი ურთიერთობა გააჩნია.

რუბენ ლოფტუს-ჩიკი ტრავმირებულია

ლონდონური “ჩელსის” ნახევარმცველი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი “სტემფორდ ბრიჯზე” სანაკრებო ბატალიებიდან ნაადრევად დაბრუნდა, რის მიზეზადაც ტრავმა სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის ფეხბურთელმა დაზიანება იტალიასთან, დრამატულ მატჩში მოპოვებული გამარჯვებისას (3-2) მიიღო. შედეგად, ის 21-წლამდელთა ნაკრებს საფრანგეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.

თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ “ლესტერ სიტის” ვინგერი დემარაი გრეი და “რედინგის” ჯონ სვიფტიც, რომელთა ფიზიკური მდგომარეობაც საკმარისად ძლიერი ვერ აღმოჩნდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლოფტუს-ჩიკი “ჩელსის” ახალი თავკაცის, ანტონიო კონტესთვის თავის მოწონებას ვერ ახერხებს. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა ახალ სეზონში “ჩელსის” მაისურით თამაში.

ტრავმირებულმა დიეგო კოშტამ ესპანეთის ნაკრები დატოვა

ლონდონური “ჩელსისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, დიეგო კოშტა ტრავმირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური ფეხბურთის ფედერაციაც ადასტურებს.

მართალია, კოშტა მადრიდში გამართულ ნაკრების ბოლო ვარჯიშზე დააფიქსირეს, თუმცა როგორც ჩანს, მან ტრავმა ბოლოსკენ მიიღო. შედეგად, ის მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში “ფურია როხას” დახმარებას ვეღარ შეძლებს.

28 წლის ესპანელი ფორვარდი იძულებული გახდა უკან, ლონდონში დაბრუნებულიყო, სადაც ის სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს და გაარკვევს, თუ დროის რა მონაკვეთის გატარება მოუწევს ლაზარეთში.

ნაკრებსი კი მას “სელტა ვიგოს” თავდამსხმელი, იაგო ასპასი ჩაანაცვლებს, რომელსაც ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შანსი 29 წლის ასაკში ეძლევა.

მწვრთნელი ადასტურებს: “ვან გინკელი “ჩელსის” იანვარში დატოვებს”

ლონდონური “ჩელსის” ახალგაზრდული გუნდის თავკაცმა, ადრიან ლი ვივაშმა პრესასთან საუბრისას მარკო ვან გინკელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იანვარში “სტემფორდ ბრიჯს” იჯარის წესით დატოვებს.

“მარკოს მუხლთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა ჰქონდა. სეზონის დაწყებამდე ის არენდით აყვანილ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობდა, ჩვენ გუნდს კი რამდენიმე კვირის წინ შემოუერთდა. მცირე პროგრესი უკვე იგრძნობა.” – განაცხადა “ჩელსის” 23-წლამდელთა გუნდის თავკაცმა.

“მას მეტი სათამაშო დრო და ვარჯიში ესაჭიროება. იანვარში ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს და გადავა კლუბში, სადაც მას სათამაშო პრაქტიკა არ დააკლდება. როგორც ეს აქამდე მოხდა.” – აღნიშნა ვივაშმა.

კონტე ზამთარში ორი ნახევარმცველის დამატებას აპირებს

გასულ ზაფხულს ლონდონის “ჩელსის” სათავეში ანტონიო კონტე მოვიდა და გუნდიც სხვანაირად ათამაშდა. ამჟამად, ლონდონელები საოცარ ფორმაში იმყოფებიან. ბოლო ტურში მათ “ევერტონი” ანგარიშით, 5:0 გაანადგურეს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, Mirror-ი იუწყება, რომ ანტონიო კონტეს მაინც სურს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფეხბურთელების დამატება.

ნახსენები წყაროს მიხედვით, იტალიელი სპეციალისტი იანვარში “სევილიას” ნახევარმცველის, სტივენ ნ’ზონისა და “ინტერის” იმავე პოზიციის სპორტმსენის, ჯეფრი კონდოგბიას დამატებას შეეცდება.

 

გარდა ამისა, კონტე ცენტრალური და მარცხენა მცველის შეძენას აპირებს. თუმცა, ამ პოზიციის ფეხბურთელების ვინაობა არ სახელდება.

5-0: “ჩელსიმ” მერსესაიდული “ევერტონი” გაანადგურა (ვიდეო)

ახლახან დასრულდა პრემიერ ლიგის მე-11 ტურის შაბათის დღის გათამაშების ცენტრალური მატჩი, რომელსაც “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა.

ლონდონური “ჩელსისა” და მერსესაიდული “ევერტონის” დაპირისპირება საკმაოდ ალოგიკური შედეგით დასრულდა, რომელიც მასპინძელთა გოლების გრაფაში ხუთიანის, ხოლო სტუმართა გრაფაში ნულიანის ჩაწერას ითვალისწინებს.

ამ გამარჯვების წყალობით, ლონდონურმა გრანდმა 25 ქულა დააგროვა და დროებით (ან არა) პირველ ადგილზე გადაინაცვლა, “ევერტონი” კი მეექვსე ადგილზევე დარჩა.


“ჩელსი”: ტიბო კურტუა; კეჰილი, ლუისი, ასპილიკუეტა; ალონსო, მატიჩი, ნ’გოლო კანტე, მოზესი; ედენ აზარი(ბატშუაი 81′), დიეგო კოშტა, პედრო (ოსკარი 71′);

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ევერტონი”: სტეკელენბურგი; კოულმენი, უილიამსი, იაგიელკა, მორი, ოვიედო (მირალასი 36′); კლევერლი, ბარი (დეივისი 66′), ბარკლი; ბოლასი (ლენონი 60′), ლუკაკუ;

მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი


ანტონიო კონტემ ცესკ ფაბრეგასის მომავალზე ისაუბრა

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ცესკ ფაბრეგასმა უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კლუბს ცესკ ფაბრეგასის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი და აღნიშნა, რომ ახლა ის ამაზე სულაც არ ფიქრობს.

“ახლა მხოლოდ ნოემბერია, ასეთ დროს კი მნიშვნელოვანი მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრია.

ასეთი ტიპის სიტუაციებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ფაბრეგასი “ჩელსის” ფეხბურთელია, ბედნიერი ვარ რომ გუნდში მისნაირი მოთამაშე მყავს.

მისთვის რეაბილიტაციის პროცესის სრულფასოვნად გავლა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მან როგორმე ძველი ფორმა უნდა დაიბრუნოს.” – განაცხადა კონტემ, რომლის გუნდიც პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

ლოპოტეგიმ მატა ნაკრებში დააბრუნა, ფაბრეგასი – არა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლოპოტეგიმ მაკედონიისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებთან გასამართი მატჩისთვის 23 ესპანელი ფეხბურთელი გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი იტალიისა და ალბანეთის ნაკრებებთან გამართულ მატჩებისთვის არ გამოუძახებიათ, მსგავსად “ჩელსის” ფლეიმეიქერის, ცესკ ფაბრეგასისა.

აღსანიშნავია, რომ იულენ ლოპოტეგიმ მომავალ მატჩებში თამაშის შანსი მატასთან ერთად არიც ადურისსაც მისცა, რომელმაც ევროპა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

გარი ნევილმა ჩემპიონობისთვის მებრძოლთა შანსები შეაფასა

გარი ნევილმა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლის კანდიდატთა შანსები განიხილა, თუმცა რომელიმე მათგანის გამორჩევა ვერ მოახერხა.

“ვფიქრობ, “ტოტენჰემი” იმდენად ძლიერია, რამდენადაც “ლივერპული”, ვფიქრობ “ტოტენჰემი” ისეთივე დონეზეა, როგორზეც “ჩელსია”. ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ “სპურსი” ევროსარბიელზე გამოდის, ამიტომაც მასზე წინ “ლივერპულსა” და “ჩელსის” დავაყენებდი პრემიერ ლიგაში.

ჩემი გადმოსახედიდან “მანჩესტერ სიტი” და “არსენალი” უკეთესი გუნდები არიან, მაგრამ შეიძლება კი მათი ბოლომდე ნდობა? ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. ეს ორი გუნდი ევროპაშიც თამაშობს, თანაც ჩავარდნებიც ჰქონდათ, ამიტომ მათგან მეტს ვითხოვ, რათა რეალურ კანდიდატად განვიხილო.

სწორედ ასეთია ფავორიტთა მდგომარეობა ინგლისში, ისე რომ “იუნაიტედი” არც კი მიხსენებია, რომელიც ბოლო დროს ძველებურად ვეღარ თამაშობს.”