“მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტი, ვადიმ ვასილიევი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რადამელ ფალკაო 2016-17 წლების სეზონში ფრანგული გრანდის ღირსებას დაიცავს.
“ფალკაო დაბრუნდება. თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის მომავალ სეზონს ჩვენთან ერთად გაატარებს.
რამოდენიმე დეტალი ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალ სეზონში ის ჩვენს მაისურს მოირგებს.” – განაცხადა ვასილიევმა.
შეგახსენებთ, რომ “ჩელსიში” თამაშის მიუხედავად, ფალკაო “მონაკოს” საკუთრებაში იმყოფება, რომელთანაც არსებული კონტრაქტი 2018 წელს იწურება.