„მონრეალმა“ დროგბა წარადგინა (სურათები + ვიდეო)

როგორც გუშინ მოგახსენეთ, 37 წლის თავდამსხმელი დიდიე დროგბა, რომელსაც „ჩელსისთან“ კონტრაქტი ამოეწურა, კარიერას „მონრეალ იმაქტში“ გააგრძელებს.

კანადურმა კლუბმა კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელის წარდგენა უკვე მოასწრო.

ტერ შტეგენის შესანიშნავი სეივი “ჩელსისთან” მატჩში (ვიდეო)

29 ივლისს, “ჩელსისა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (2:2), ტერ შტეგენმა შესანიშნავი სეივი განახორციელა.

“მან.სიტი” “ევერტონის” მცველისთვის ბრძოლაში ერთვება

“ქალაქელებმა” ჯონ სტოუნზის ტრანსფერის მიმართ ინტერესი გამოთქვეს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “კანფეტების” მცველს ლონდონის “ჩელსი” ყიდულობდა, მაგრამ ახლა “ქალაქელები” სწრაფად დაუკავშირდნენ მერსისაიდელებს, რადგან ახალგაზრდა მცველის ტრანსფერის საკითხები მოაგვარონ.

ცოტა ხნის წინ, “ევერტონმა” “ჩელსის” ორი წინადადება უარყო. მათ 21 წლის მცველში 30 მილიონ ფუნტის მიღება სურთ.

გასულ სეზონში, სტოუნსმა პრემიერ ლიგაში 23 მატჩში ერთხელ გაიტანა.

კურტუას ფინტი “ბარსელონასთან”, რომელიც არ გამოუვიდა

როგორც იცით გუშინ ამერიკაში “ბარსელონასა” და “ჩელსის” შორის საერთაშორისო ტურნირზე მატჩი გაიმართა, სადაც ლონდონელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს.

თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში ტიბო კურტუა ფინტით პედროს ჩამოშორებას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა.

vneeWr

ედენ აზარმა “ბარსელონას” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

29 ივლისს, ლონდონის “ჩელსისა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (2:2), ედენ აზარმა კატალონიელთა კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ოფიციალურად: ფილიპე ლუისი „ატლეტიკოში“ გადავიდა

„ჩელსის“ მცველი ფილიპე ლუისი მადრიდის „ატლეტიკოში“ დაბრუნდა, რის შესახებაც ესპანური კლუბის ოფიციალური საიტი წერს.

29 წლის მოთამაშესთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამჟამად შეთანხმების ფინანსური მხარე უცნობია. აქამდე გავრცელებული ცნობით, ტრანსფერი 16 მილიონი ევროს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ფილიპე ლუის „ატლეტიკოში“ 2010 წლიდან 2014 წლამდე გამოდიოდა, რის შემდეგაც 22 მილიონ ევროდ „ჩელსიში“ გადაბარგდა. ინგლისის პრემიერლიგის განვლილ სეზონში ბრაზილიელა 15 მატჩი ჩაატარა.

ATM_Landscape_fichaje_filipe_EN

“ჩელსი” “გალათასარაის” მცველს უმიზნებს

“პენსიონერები” უკანა ხაზის გაძლიერებას ცდილობენ.

ლონდონის “ჩელსი” “გალათასარაის” მცველით, ალექს ტელესით ინტერესდება.

წყაროს თანახმად, ლონდონელების მოლაპარაკება 22 წლის მცველის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო ეტაპზეა.

ადრე ტელესისადმი ინტერესს “პსჟ”-ც იჩენდა. გასულ სეზონში, ბრაზილიელმა თურქეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა.

მოურინიო: “აზარი რონალდუზე უკეთესია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ედენ აზარმა გასული სეზონი კრიშტიანო რონალდუზე უკეთ ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “ჩელსიმ” ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო, რაშიც დიდი წვლილი სწორედ ბელგიელ შემტევს მიუძღვის.

“ბოლო სეზონიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ აზარი რონალდუზე უკეთესია. კრიშტიანო ფანტასტიური ფეხბურთელია, მან ძალიან ბევრი მნიშვენლოვანი გოლი გაიტანა.

ედენს გაუმართლა, რომ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ფეხი არ მოტეხეს. მას შეეძლო, უამრავი ტრავმა მიიღო, რადგან ბევრი მეტოქე მისთვის ტკივილის მიყენებას ცდილობდა”, – ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports-ი.

დროგბამ, შესაძლოა, კარიერა ინდოეთში გააგრძელოს

თავდამსხმელმა დიდიე დროგმა, შესაძლოა, კარიერა ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. გავრცელებული ინფორმაციით, კოტ-დ’ივუარელს კონტრაქტს ინდოეთის სუპერლიგის მოქმედი გამარჯვებული „ატლეტიკო კალკუტა“ სთავაზობს. საუბარი ოთხთვიან შეთანხმებაზეა (ინდოეთის ჩემპიონატი სწორედ ამ ხნის განმავლობაში ტარდება).

თანხმობის შემთხვევაში, ახალ კლუბში დროგბას ხელფასი ამ პერიოდში ერთ მილიონ დოლარს შეადგენს.

ამჟამად დიდიე თავისუფალი აგენტია. „ჩელსისთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მის დამატებას ასევე „მონრეალი“ და მილანის „ინტერი“ ცდილობენ.

ტიბო კურტუამ “პარი სენ-ჟერმენს” შესანიშნავი პენალტი გაუტანა (ვიდეო)

26 ივლისს, ჩემპიონთა თასზე ერთმანეთს “პარი სენ-ჟერმენი” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, საქმე კი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დარტყმები უკეთესად ლონდონელებმა შეასრულეს.

პენალტების სერიაში, გამარჯვების მომტანი დარტყმა “ჩელსის” მეკარემ, ტიბო კურტუამ შეასრულა.

რა გაუკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჯონ ტერის დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

26 ივლისს, ჩემპიონთა თასზე ერთმანეთს “პარი სენ-ჟერმენი” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, საქმე კი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უკეთესად დარტყმები ლონდონელებმა შეასრულეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჯონ ტერის წინააღმდეგ იუხეშა.

კოშტა: “თამაშის სტილს არ შევიცვლი”

“ჩელსის” თავდამსხმელი, დიეგო კოშტა არ აპირებს, რომ თამაშის სტილი შეიცვალოს.

“ლურჯების” შემტევს კრიტიკოსების აზრი არ აინტერესებს მის თამაშის სტილთან დაკავშირებით.

კოშტამ პრემიერ ლიგის სადებიუტო სეზონში 20 გოლი გაიტანა, თუმცა პრესამ ესპანელი შემტევის მიმართ კრიტიკა არ დაიშურა.

გასულ სეზონში, დიეგოს სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც ჰქონდა, ემრე ჯანთან ძალიან უხეში საქციელის გამო, თუმცა 26 წლის თავდამსხმელი არ აპირებს სტილის შეცვლას, თუ მოურინიო არ ეტყვის.

“არ ვფიქრობ, რომ იმ მომენტში ცუდად მოვიქეცი. რატომ უნდა შევიცვალო სტილი? იმ მომენტში წითელი ბარათიც კი არ მიმიღია,”-აცხადებს კოშტა.

“ჩემი მიზანი ხშირად გოლების გატანაა და ამას რა გზით მოვახერხებ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გავიტანო, გუნდს გავამაჯვებინო და თასები მოვიპოვოთ”.

“თავს მშვენივრად ვგრძნობ. თუ მფლობელი ან მწვრთნელი არაფერს მეტყვის, ყოველთვის იგივე დავრჩები,”-შეაჯამა დიეგომ.