ინგლისური გრანდები იკარდის აკვირდებიან

“ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი, მაურო იკარდი პრემიერ ლიგის კლუბებში პოპულარულია.

Corriere dello Sport-ის ცნობით, “ინტერსა” და “პალერმოს” შორის გასამართ მატჩს “მანჩესტერ სიტის”, “ლივერპულის”, “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” სკაუტები დაესწრებიან.

22 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 21 მილიონი ევროა, რომლის ხელშეკრულებასაც ვადა 2018 წელს გადის.

ამ სეზონში, მაურო იკარდიმ სერია A-ში და ევროპა ლიგაზე 28 მატჩი ჩაატარა, სადაც 16 გოლით გამოირჩა.

მოურინიო: “სხვაობა შვიდი ქულა – ეს არაფერია”

“ჩელსის” პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს არ სჯერა, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის საჩემპიონო ტიტული განაღდებული აქვს.

როგორც იცით, გუშინ ლონდონელებმა “ვილა პარკზე” 1-2 იმარჯვეს, ხოლო მათმა კონკურენტმა “მანჩესტერ სიტიმ” საშინაო არენაზე ქულები “ჰალ სიტისთან” დაკარგა.

“იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებოდით სხვა ჩემპიონატში, ვიტყოდი, რომ ეს ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ ინგლისში სხვაობა შვიდი ქულა, არაფერია. წინ კიდევ 14 ტურია, საქმე 42 ქულას ეხება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

“რას ვიტყვი “მანჩესტერ სიტის” ჩავარდნაზე? – არაფერს. ეს პრემიერ ლიგაა, სადაც ნებისმიერი რამ ხდება. აქ ლიდერი და აუტსაიდერი არ არსებობს. არ ვარ მეტოქის შედეგით დაინტერესებული. რაც მთავარია, ჩვენ დავამარცხეთ “ასტონ ვილა“,“-განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო: “საფრანგეთის ნაკრები მე უნდა მიმადლოდეს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მას რაფაელ ვარანისა და კურტ ზუმას განვითარებისთვის სამადლობელი წერილი უნდა გაუგზავნონ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ვარანს მადრიდის “რეალში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა, ზუმას კი ამჟამად “ჩელსიში” ხელმძღვანელობს.

“საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს მასშტაბით ორი საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრალური მცველის გამო მადლობის წერილი უნდა გამომიგზავნოს. წარმოგიდგენიათ, კიდევ რამდენი წლის განმავლობაში ითამაშებენ ვარანი და ზუმა უმაღლეს დონეზე? ფრანგთა თავკაცი დიდიე დეშამი ამით ბედნიერი უნდა იყოს”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC.

 

10 საუკეთესო ტრანსფერი იანვარში

საფეხბურთო ვებ-გვერდმა Goal.Com-მა 2015 წლის იანვრის ათი საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა.

გაბრიელ პაულისტა (“ვილიარეალიდან” ლონდონის “არსენალში”)
15 მილიონი ევრო

10

მანოლო გაბიადინი (“სამპდორიადან” “ნაპოლიში”)
13 მილიონი ევრო

9

მარტინ ედეგორი (“სტრომსგოდსეტიდან” მადრიდის “რეალში”)
4 მილიონი ევრო

8

ვიქტორ ვალდესი (თავისუფალი აგენტი – “მანჩესტერ იუნაიტედში”)

victor-valdes_u23ptvrotp9u1scqdyak5lmpp

ლუკას სილვა (“კრუზეიროდან” მადრიდის “რეალში”)
15 მილიონი ევრო

lucas-silva_10pngnpp7z2h41stkl4xvyen16

ფერნანდო ტორესი (“მილანიდან” მადრიდის “ატლეტიკოში”)

fernando-torres_1g33vdsdflsem10rk0o5rcvbl0

ანდრეი კრამარიჩი (“რიეკადან” “ლესტერში”)
9.3 მილიონი ევრო

andrej-kramaric_rithtzqwu5pr163yrgyvell9m

ხუან კუადრადო (“ფიორენტინადან” ლონდონის “ჩელსიში”)
33 მილიონი ევრო

cuadrado-chelsea

ანდრე შიურლე (ლონდონის “ჩელსიდან” “ვოლფსბურგში”)
30 მილიონი ევრო

andre-schurrle_155mja5c0138e1b93w8cfyc8jr

ჩერდან შაქირი (მიუნხენის “ბაიერნიდან” “ინტერში”)
15 მილიონი ევრო

xherdan-shaqiri_c38gx7a6lnkx13o1mrp2yi2bu

ჯონ ტერიმ კუადრადოს ცოლს ქალაქი დაათვალიერებინა (ვიდეო)

იმის შემდეგ, რაც კოლუმბიელი ფეხბურთელი ხუან კუადრადო “ფიორენტინადან” ლონდონის “ჩელსიში” გადავიდა, Talksport-მა სახუმარო ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეო მაშინაა გადაღებული, როდესაც კუადრადო “ფიორენტინას” ღირსებას იცავდა. ის ჟურნალისტებს იტალიურ ენაზე ესაუბრება, Talksport-მა კი ყველაფერი გადააკეთა.

“ჯონ ტერიმ ჩემს ცოლს ქალაქი დაათვალირებინა”, – ეს ის სიტყვებია, რომლებიც ყველაზე დიდ ყურადღებას იპყრობს.

ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ლონდონის “ჩელსის” ისტორიაში

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ლონდონის “ჩელსის” ისტორიაში ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი აღბეჭდილი.

„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის შემდეგ მოურინიომ ჟურნალისტებთან საუბარზე უარი განაცხადა

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ სიტისთან“ ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარი იუარა, რის შესახებაც BBC წერს. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის მატჩისშემდგომი პრესკონფერენციაც გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირას „არისტოკრატთა“ თავკაცი მსაჯების კრიტიკისთვის 25 ათასი ფუნტით დაჯარიმდა. ჟოზეს თქმით, მსაჯები მისი გუნდის წინააღმდეგ კამპანიას ატარებენ.

ლამპარდი „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ: „ოდნავ ვნერვიულობდი“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა „ჩელსისთან“ ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი შეაჯამა.

„ბოლო მატჩებში ცოტა მოვუკელით, თუმცა დღეს უკეთესად გამოვედით. არამგონია, შედეგის გამო გული არ უნდა დაგვწყდეს.

პირადად ჩემთვის, „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩასვლა ცოტა უცნაური იყო. ვნერვიულობდი, თუმცა მიხარია, რომ გულშემატკივრები თბილად დამხვდნენ. მატჩამდე რთული იყო იმის თქმა, თუ როგორ მიმიღებდა აქაური პუბლიკა. მიხარია, რომ დავბრუნდი და ნაცნობი სახეები ვნახე“, – განაცხადა ფრენკმა.

ფერნანდო: „მანჩესტერ სიტის“ „ჩელსის“ დამარცხება შეუძლია“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ფერნანდომ „ჩელსისთან“ პრემიერლიგის 23-ე ტურის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, წინ ურთულესი მატჩი გველის, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქულათა სხვაობა შევამციროთ. ვიცით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, „ჩელსის“ ორ ქულამდე მივუახლოვდებით.

ჟოზე მოურინიო ძალიან კარგი მწვრთნელია, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტაქტიკოსია. მის კარიერიას მრავალი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი.

რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, თუმცა ამ შეხვედრის მოგება ნამდვილად შეგვიძლია“, – ციტირებს ფერნანდოს „ქალაქელთა“ ოფიციალური საიტი.

ცნობისთვის, „ჩელსი“ – „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

დიეგო კოსტამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

„ლივერპულთან“ სათასო მატჩში „ჩელსის“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ ემრე ჩანს ფეხზე დააბიჯა, რის გამოც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. „არისტოკრატების“ ფორვარდმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებთ სააპელაციო სარჩელიც შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

აქედან გამომდინარე, დიეგო თავის გუნდს „მანჩესტერ სიტისთან“, „ასტონ ვილასთან“ და „ევერტონთნა“ მატჩებში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში კოსტამ პრემიერლიგაში 19 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 17 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სესკ ფაბრეგასს მსაჯის მოტყუება სურდა (ვიდეო)

27 იანვარს, ლონდონის “ჩელსისა” და “ლივერპულს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.

დიეგო კოშტამ სტივენ ჯერარდთანაც იჩხუბა (ვიდეო)

27 იანვარს, ინგლისის ლიგის თასზე, ლონდონის “ჩელსისა” და “ლივერპულს” შორის გამართულ შეხვედრაში (1:0) დიეგო კოშტასა და სტივენ ჯერარდს შორის სიტუაცია დაიძაბა.