გაგრძელდება რომაული კოშმარი?

დღეს, ევროპის სტადიონზებზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩების დარჩენილი ნაწილი გაიმართება. Fanebi.com დღის გამორჩეული შეხვედრების პრევიუს გთავაზობთ.

ბაიერნი – რომა

დღევანხელ მატჩში გამარჯვება “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რაუნდში ოფიციალურად გაიყვანს. გვარდიოლას გუნდის ახლანდელი ფორმა და ამ წყვილის პირველ მატჩში დაფიქსირებული რეზულტატი მიუნხენელ გულშემაკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

გვარდიოლა ყოველთვის მიმართავს როტაციას და გამონაკლისი ალბათ არც მოახლოებული მატჩი იქნება. ყველაზე ხშირად მიუნხენელები სამი მცველით თამაშობენ და დიდი ალბათობით დღესაც აღნიშნულ ტაქტიკას გამოიყენებენ. ძირითად შემადგენლობაში მოსალოდნელია დანტეს დაბრუნება, რაც დაცვის ხაზში გარვეკულ გადაადგილებებს გამოიწვევს. შეტევაში კი გვარდიოლას უამრავი ვარიანტი აქვს.

“ბაიერნთან” დამარცხების შემდეგ “რომას” სერია A-შიც გაუფუჭდა საქმე. რუდი გარსიას გუნდმა ბოლო სამი მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება შესძლო. ბუნებრივია, რომ ორი კვირის წინანდელ შემადგენლობასთან შედარებით რომაელები სასტარტოში გარკვეულ კორექტივებს შეიტანენ.

სავარაუდო შემადგენლობა:

ბაიერნი: ნოიერი, ბენატია, დანტე, ბოატენგი, ლამი, ჩაბი ალონსო, ალბა, რობენი, მიულერი, გიოტცე, ლევანდოვსკი.

რომა: დე სანქტისი, ტოროსიდისი, მანოლასი, იანგამვივა, ჰოლებასი, დე როსი, ნაინგოლანი, პიანიჩი, იტურბე, ტოტი, ჟერვინიო.

აიაქსი – ბარსელონა

“ბაიერნის” მსგავსად მომდევნო ეტაპის საგზურის გაფორმება დღეს “ბარსელონასაც” შეუძლია. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კატალონიელებთან ერთად პარალელურად საკუთარ თამაშს პსჟ არ წააგებს.

“აიაქსისგან” განსხვავებით ლუის ენრიკეს “ბარსელონა” ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. “სელტასთან” მარცხის შემდეგ ესპანური პრესა კატალონიურ კლუბში კონფლიქტურ სიტუაციაზე ბევრს საუბრობს. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონაში” მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის კონფლიქტს აქვს ადგილი და ბოლო დროს ცუდი შედეგი სწორედ ამის ბრალია.

შეიძლება ითქვას, რომ “აიაქსისთვის” დღევანდელი მატჩი ერთ-ერთი ბოლო შანსია, რომელიც ამსტერდამელებმა “ბარსაში” არსებული ვითარებიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოს.

სავარაუდო შემადგენლობები:

აიაქსი: სილესენი, ვან რეინი, ველტმანი, მოისანდერი, ვირგევერი, სერერო, ანდერსენი, კლაასენი, შენე, ელ გაზი, სიგტორსონი.

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ჩავი, სუარესი, მესი, ნეიმარი.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

Champions_League_NEW_GEO

ჩემპიონთა ლიგა: სათამაშო დღის მიმოხილვა

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველი სათამაშო დღის სრულ მიმოხილვას.

ზენიტი ზენიტი 1:2 ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენის ბაიერი
მალმიო მალმიო 0:2 ატლეტიკო ატლეტიკო
იუვენტუსი იუვენტუსი 3:2 ოლიმპიაკოსი ოლიმპიაკოსი
ბაზელი ბაზელი 4:0 ლუდოგორეცი ლუდოგორეცი
მადრიდის რეალი მადრიდის რეალი 1:0 ლივერპული ლივერპული
ბენფიკა ბენფიკა 1:0 მონაკო მონაკო
არსენალი არსენალი 3:3 ანდერლეხტი ანდერლეხტი
დორტმუნდი დორტმუნდი 4:1 გალათასარაი გალათასარაი

 

ვიდეოს სანახავად გადადით სასურველი მატჩის გვერდზე და ჩართეთ მიმოხილვა

„არსენალი“ – „ანდერლეხტი“ 3:3

„არსენალსა“ და „ანდერლეხტს“ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მატჩი საინტერესოდ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ 58-ე წუთზე ლონდონური კლუბი ანგარიშით 3:0 მარცხდებოდა, ბელგიელებმა ინგლისის დედაქალაქიდან ქულის წამოღება მაინც მოახერხეს.

25-ე წუთზე ანგარიში მიკელ არტეტამ გახსნა, რომელმაც დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა. უკვე ოთხ წუთში ორამდე ლონდონელთა უპირატესობა ალექსის სანჩესმა გაზარდა. მეორე ტაიმის მე-13 წუთზე თავი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გამოიჩინა. ერთ შეხედვით, მატჩი „არსენალისთვის“ მშვიდად უნდა მორჩენილიყო. თუმცა, 61-ე წუთზე ვანდენ ბონეს გოლი „ანდერლეხტისთვის“ ამ თამაშში ერთადერთი არ ყოფილა.  73-ე წუთზე პენალტით ბონემ დუბლი შეასრულა, 90-ე წუთზე კი, ალექსანდრ მიროტიჩმა მესამე გოლიც გაიტანა.

საბოლოოდ, 3:3 და დრამატულ ბრძოლაში „ანდერლეხტმა“ აქტივში ქულა მიითვალა.

ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

გაიხსნა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის პირველი სათამაშო დღე. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის რვა მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“ზენიტი” (41) ფრე (28) “ლევერკუზენი” (31)
“მალმიო” (2) ფრე (3) “ატლეტიკო” (95)
“იუვენტუსი” (95) ფრე (3) “ოლიმპიაკოსი” (2)
“ბაზელი” (85) ფრე (9) “ლუდოგორეცი” (6)
“რეალი” (90) ფრე (7) “ლივერპული” (3)
“ბენფიკა” (66) ფრე (26) “მონაკო” (8)
“არსენალი” (98) ფრე (1) “ანდერლეხტი” (1)
“დორტმუნდი” (93) ფრე (6) “გალათასარაი” (1)

 

ჩემპიონთა ლიგაში მეორე წრე იწყება

დღეს, ევროპის ქალაქებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩებით მეორე წრე აიღებს სტარტს. სათამაშო დღის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა შედეგიანობის რეკორდია. რაულის შედეგს (71 გოლი) კრიშტიანუ რონალდუ ექმურება, რომელსაც გონსალესზე ერთი გოლი აქვს გატანილი. სავსებით შესაძლებელია, რომ პორტუგალიელმა დღესვე შესძლოს ლეგენდარული ესპანელის მაჩვენებლის დამხობა. სხვათა შორის, რაულის რეკორდს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლეო მესიც უტევს (69 გოლი), რომელიც ხვალ “აიაქსის” წინააღმდეგ ითამაშებს.

ტურის პირველ დღეს, ცენტრალურ შეხვედრას მადრიდი უმასპინძლებს, სადაც “რეალს” საინტიაგო ბერნებეუზე “ლივერპული” ესტუმრება. ანჩელოტის შეგირდები ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობენ და აქამდე გამართულ სამივე შეხვედრაში იოლი გამარჯვებები მოიპოვეს. დარჩენილ სამ გუნდს კი პირველი წრის შემდეგ პლეი-ოფში გასვლის თანაბარი შანსი აქვთ.

ორი კვირის წინ მადრიდელებმა “ლივერპულს” ინგლისში გადახალისებული შემადგენლობით მოუგეს და რთული წარმოსადგენია, რომ ინგლისელებმა ესპანეთში შესძლონ რევანშის აღება.

სატურნირო მდგოამრეობის ტვალსაზრისით პრინციპული მატჩი შედგება ტურინში. “იუვენტუსი” საბერძნეთში წაგების შემდეგ “ოლიმპიაკოსის” დამარცხებას საკუთარ მოედანზე ეცდება. სამი ტურის შემდეგ იტალიელების აქტივში მხოლოდ ერთი გამარჯვებაა და ალეგრის შეგირდები დროზე თუ არ გამოფხიზლდნენ, შესაძლოა, ჯგუფიდან გასვლაც სანატრელი გაუხდეთ.

აღნიშნული გუნდები ერთმანეთს ტურინში 2003 წელს შეხვდნენ. ის მატჩი “იუვეს” გამანადგურებელი გამარჯვებით, 7-0 დასრულდა. დღეს, ასეთი შედეგის დაფიქსირება რთული იქნება, თუმცა ტურინელთა გამარჯვების შანსი მაინც დიდია.

Champions_League_NEW_GEO

ინიესტა, მატიე, ვერმელენი და სერხი რობერტო „აიაქსთან“ მატჩს გამოტოვებენ

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამსტერდამის „აიაქსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში „ბარსას“ დანაკლისი საგრძნობი იქნება. ტრავმების გამო კატალონიელებს ანდრეს ინისტა, ჟერემი მატიე, ტომას ვერმალენი და სერხი რობერტო ვერ დაეხმარებიან.

„ბარსელონას“ სრული განაცხადი კი შემდეგნაირად გამოიყურება: ბრავო, ტერ შტეგენი, მასიპი, ალვეში, დუგლასი, მონტოია, პიკე, ბარტრა, მასკერანო, ადრიანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ხავი, რაფინია, პედრო, მუნირი, სუარესი, მესი, ნეიმარი

მესამე ტურის ხუთი საუკეთესო გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ხუთი საუკეთესო გოლის ამსახველ ვიდეოს.

ჰენდერსონი: „თავიდან „რეალზე“ უკეთესად ვმოქმედებდით“

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა მადრიდის „რეალთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის საშინაო მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 0:3 წააგო.

„თამაში არც ისე ცუდად დავიწყეთ და პირველი ოცი წუთი კარგ ტემპში ჩავატარეთ, შევქმენით რამდენიმე მომენტი. ვიგრძენით, რომ თამაშში ნორმალურად შევედით და თავიდან მეტოქეზე უკეთესად ვმოქმედებდით. შეტევაში კარგად გადავდიოდით და დაცვაშიც არ გვიჭირდა.

პირველი გოლის ეპიზოდში „რეალმა“ თავისი კლასი აჩვენა, რის შემდეგაც პრობლემები დაგვეწყო. შესვენებამდე უკვე მეტოქე დომინირებდა. ზოგჯერ, მეტოქე მისი კარგი თამაშისთვის უნდა შეაფასო. პირადად მე, ვთვლი, რომ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

დიდებული მოთამაშეები დიდებულ მატჩებში შეუდარებლად თამაშობენ. „რეალი“ ტოპ კლასის გუნდია. ასეთ გუნდების წინააღმდეგ თამაში პროგრესისთვისა და შენი შესაძლებლობების გაგებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯორდანმა.

ჩემპიონთა ლიგა: სათამაშო დღის მიმოხილვა

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველი სათამაშო დღის სრულ მიმოხილვას.

ატლეტიკო 5-0 მალმიო

ოლიმპმიაკოსი 1-0 იუვენტუსი

ლუდოგორეცი 1-0 ბაზელი

ლივერპული 0-3 რეალი

ლევერკუზენი 2-0 ზენიტი

მონაკო 0-0 ბენფიკა

ანდერლეხტი 1-2 არსენალი

გალათასარაი 0-4 ბორუსია

ვიდეოს სანახავად გადადით სასურველი მატჩის გვერდზე და ჩართეთ მიმოხილვა

 

„ანდერლეხტი“ – „არსენალი“ 1:2

საინტერესო გამოდგა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მესამე მატჩი.

ანგარიში 71-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, გოლი კი თავის ანგარიშზე ენდი ნახარმა მიითვალა. ლონდონელებმა წონასწორობა მხოლოდ 89-ე წუთზე გიბსის გოლით აღადგინეს, ხოლო ორ წუთში გოლი ლუკას პოდოლსკიმაც გაიტანა.

საბოლოოდ, 1:2 და „მეთოფეებმა“ 3 ქულა ბოლო წუთზე გატანილი გოლებით მოიპოვეს.

ჩემპიონთა ლიგა: სათამაშო დღის მიმოხილვა

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველი სათამაშო დღის სრულ მიმოხილვას.

ცსკა 2-2 მანჩესტერ სიტი

რომა 1-7 ბაიერნი

აპოელი 0-1 პსჟ

ბარსელონა 3-1 აიაქსი

შალკე 4-3 სპორტინგი

ჩელსი 6-0 მარიბორი

ბატე 0-7 შახტარი

პორტო 2-1 ბილბაო

ვიდეოს სანახავად გადადით სასურველი მატჩის გვერდზე და ჩართეთ მიმოხილვა

 

„ჩელსი“ – „მარიბორი“ 6:0

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მესამე ტურის მატჩში ლონდონის „ჩელსიმ“ შინ სლოვენიის „მარიბორი“ მიიღო და ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

გოლები: რემი 13′, დროგბა 23′ (პ), ტერი 31′, ვილერი 54′ (ავტოგოლი), აზარი 77′ (პენ), 90′


All goals & Highlights ~ Chelsea 6-0 Maribor 21… noname229617