“კიევო” სერია A-დან გავარდა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში “ნაპოლისთან” განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ “კიევო” ქვეყნის ელიტური დივიზიონიდან დაქვეითდა. ვერონულ გუნდს აქტივში მხოლოდ 11 ქულა აქვს და სერია A-ში დარჩენის თეორიული შანსიც გაუქრა.

“მფრინავმა ვირებმა” იტალიის ელიტურ დივიზიონში მიჯრით 11 სეზონი გაატარეს. “კიევო” სერია A-დან უკანასკნელად 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ გამოვარდა, თუმცა ერთ წელიწადში დაბრუნება მოახერხა. გასულ გათამაშებაში გუნდმა სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილი დაიკავა.

დი ნატალემ სერია A-ში ჩატარებულ მე-400 მატჩში მე-200 გოლი გაიტანა

იტალიის ჩემპიონატის XII ტურში “უდინეზესა” და “კიევოს” შორის გამართულ მატჩში (1:1) მასპინძელთა ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ სერია A-ში თავისი მე-200 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, აღნიშნული შეხვედრა იტალიელი თავდამსხმელისთვის ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული მე-400 შეხვედრა გახლდათ.

37 წლის დი ნატალეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში შვიდი გოლი აქვს გატანილი.

„ლაციოს“ ქომაგთა პროტესტი

რომის „ლაციოს“ ქომაგებმა იტალიის სერია A-ს მესამე ტურში, „კიევოს“ წინააღმდეგ გამართული მატჩის დასაწყისს, პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, „ლაციოს“ ტიფოზები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბის მონაგარით უკმაყოფილონი არიან და სწორედ ამიტომაც გაატარეს შეხვედრის პირველი 15 წუთი სტადიონის გარეთ, ტრიბუნაზე კი ბანერი გამოკიდეს, რომელზეც ეწერა: „მორიგი სატრანსფერო ფანჯარა – მორიგი კრახი“.

„ქომაგები კლუბთან ერთად უნდა იყვნენ. პროტესტანტი გულშემატკივრები უმცირესობას წარმოადგენენ. მე მხოლოდ კონსტრუქციულ კრიტიკას მივიღებ“, – განაცხადა „ლაციოს“ პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ.

ცნობისთვის, „ლაციოსა“ და „კიევოს“ შორის გამართული მატჩი რომაელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

ბექა დოგრაშვილი