დერიკ როუზი: „ჩიკაგოს“ NBA-ს მოგების შესაძლებლობა აქვს“

„ჩიკაგო ბულზის“ გამთამაშებელს დერიკ როუზს სჯერა, რომ ოდესმე მისი გუნდი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას მოიგებს.

„მაქსიმალურად ვცდილობ, პროგნოზებისგან თავი შევიკავო. თუმცა, კლუბში გვესმის, რომ შანსი და შესაძლებლობა გვაქვს. შესაძლოა, ეს მიმდინარე სეზონში არ მოხდეს, თუმცა მჯერა, რომ ოდესმე NBA-ს მოვიგებთ. ვიცი, რომ უახლოეს მომავალში ამ მიზანს უნდა მივაღწიო“, – განუცხადა დერიკმა „ESPN Chicago“-ს.

დერიკ როუზი: „მატჩი ტრავმის გამო არ გამომიტოვებია“

„ჩიკაგო ბულზისა“ და აშშ-ს ნაკრების გამთამაშებელმა დერიკ როუზმა დომინიკის რესპუბლიკასთან ამხანაგური მატჩი გამოტოვა. კალათბურთელმა გულშემატკივრები დააწყნარა და განაცხადა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა დაღლილობის გამო არ მიიღო.

„საქმე ჩემს მუხლებში არ არის. საგანგაშო არაფერია, უბრალოდ, დაღლილობას ვგრძნობდი“, – განუცხადა როუზმა „Chicago Tribune“-ს.

დერიკ როუზი აშშ-ს ნაკრების ვარჯიშს გამოტოვებს

აშშ-ს ნაკრების გამთამაშებელი დერიკ როუზი ტრავმის თავიდან ასაცილებლად დღეს აშშ-ს ნაკრების ვარჯიშს გამოტოვებს, რის შესახებაც ESPN.com-ის მიმომხილველი მარკ სტაინი წერს.

როგორც წყარო იტყობინება, დასვენების დღის მიცემა როუზისთვის აქამდეც გადაწყვეტილი იყო, ასე რომ, გულშემატკივრებს განგაშის საფუძველი არ უნდა ჰქონდეთ.

ცნობისთვის, ოთხშაბათს „ჩიკაგო ბულზის“ ვარკსვლავი დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ითამაშებს.

აშშ-მ ბრაზილია დაამარცხა, როუზი მოედანზე დაბრუნდა

გამთენიისას ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიას დაუპირისპირდა და 17 ქულით – 95:78 აჯობა.

საუკეთესო ამერიკელთა რიგებში ენტონი დევისი აღმოჩნდა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა, ბურთი რვაჯერ მოხსნა და ხუთი ბლოკშოთიც მიითვალა. მასზე ორი ქულით ნაკლები ჯეიმს ჰარდენმა დააგროვა.

რაც შეეხება ბრაზილიელებს, მათი რიგებდან სპლიტერი გამოირჩა, რომლის მონაგარმა 16 ქულა შეადგინა.

ეს მატჩი, პირველ რიგში, აღსანიშნავი იმითაა, რომ მოედანზე „ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი დაბრუნდა, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო ორი სეზონი მძიმე ტრავმების გამო გამოტოვა. განვლილ სეზონში მან მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, რომელთა შემდეგაც კვლავ დაშავდა.

„ამ მომენტისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. შესაძლოა, თუ ეს რამდენიმე კვირის წინ მოხდებოდა, თავს ასე კარგად ვერ ვიგრძნობდი. რაც მთავარია, ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც ძალიან მახარებს. თუ წავაგებდით, ასეთ ემოციებს არ განვიცდიდი. ახლა ნიუ-იორკში ჩავალთ, სადაც მზადებას ამავე შემართებით გავაგრძელებთ“, – განაცხადა დერიკმა.

როუზის თამაშთან დაკავშირებით „ჩიკაგო ბულზის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომაც ისაუბრა.

„სასიამოვნოა, რომ დერიკი კვლავ თამაშობს. მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი“, – აღნიშნა „ხარების“ დამრიგებელმა.

დერიკ როუზი: „ჩიკაგოს“ ლიგის მოგება შეუძლია“

„ჩიკაგო ბულზის“ უკანახაზელი დერიკ როუზი მიმდინარე ზაფხულს თავისი გუნდის მომზადებით კმაყოფილია. მისი აზრით, ახალ სეზონში „ხარებს“ ლიგის მოგებსითვის ბრძოლის უნარი ექნებათ.

„ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ფავორიტებს შორის უნდა იყოს. ჩვენ შეთამაშებულები ვართ და ვიცით, რა გავაკეთოთ მოედანზე. ყველას საერთო მიზანი გვაქვს. თუ მოთამაშეებს ინდივიდუალურად შევაფასებთ, მაშინ, გეტყვით, რომ ამ ზაფხულს ყოველი ჩვენგანი ცალკეც ბევრს მუშაობდა.

დაგვწყდა თუ არა გული, რომ კარმელო ენტონი „ჩიკაგოში“ არ გადასულა? მითხარით, გული ვის არ დაწყდებოდა? ამავე დროს, გაცხარებული არ ვარ და მისი გადაწყვეტილების მესმის. მას ძალიან გაუჭირდა. საჭირო იყო ოჯახზე და ფინანსებზე ფიქრი. როდესაც საუბარი მილიონ დოლარებზეა, ამის უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია. ასე რომ, ენტონის მხოლოდ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“, – განუცხადა როუზმა ESPN Chicago-ს.

დერიკ როუზი: „კარგი იქნება, თუ ჩემი კრიტიკოსები თავის სიტყვებს უკან აიღებენ“

„ჩიკაგო ბულზის“ გამთამაშებელი დერიკ როუზი, რომელმაც თითქმის ორი სეზონი გამოტოვა, მოედანზე დასაბრუნებლად და საბრძოლველად მზად არის.

„ჩემს წინაშე მიზანი დავისახე. კარგი იქნება, თუ ყველა ჩემი კრიტიკოსი საკუთარ სიტყვებს უკან აიღებენ“, – ციტირებს როუზს „SLAMonline“.

აარონ ბრუკსი „ჩიკაგოში“ გადავიდა

„ჩიკაგო ბულზმა“ სამშაბათს თავისუფალ აგენტთან აარონ ბრუკსთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა, რის შესახებაც „ESPN Chicago“ იუწყება.

ამჟამად შეთანხმების დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დედლაინის წინ ბრუკსი „ჰიუსტონ როკეტსიდან“ „დენვერ ნაგეტსში“ გადაბარგდა. „ნაგეტსის“ რიგებში 29 ჩატარებულ მატჩში გამთამაშებლის საშუალო მონაგარმა 11,9 ქულა, 2,7 მოხსნა და 5,2 გადაცემა შეადგინა.

ოფიციალურად: პაუ გასოლი „ჩიკაგოში“ ითამაშებს

„ჩიკაგო ბულზმა“ თავის ოფიციალურ საიტზე ფორვარდთან პაუ გასოლთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა. შეთანხმების ფინანსური დეტალები ამჟამად უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 13 სეზონი ჩაატარა. ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში პაუ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მაისურით გამოდიოდა. კალიფორნიული კლუბის შემადგენლობაში გასოლმა 2009 და 2011 წელს ლიგის მოგება შეძლო.

პაუ გასოლი უახლოეს დროში „ჩიკაგოში“ გადავა

„ჩიკაგოსა“ და „ლეიკერსს“ შორის პაუ გასოლის გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო. ამავე დროს, გამორიცხული არ არის, 33 წლის ბიგმენმა „ბულზთან“ კონტრაქტი თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმოს.

„იაჰუ სპორტსის“ მიმომხილველის ედრიან ვოინაროვსკის აზრით, რაც არ უნდა იყოს, ესპანელი უახლოეს დროში „ხარების“ რიგებში გადაბარგდება.

იმ შემთხვევაში, თუ „ბულზი“ „ლეიკერსს“ შეუთანხმდება, გასოლი ახალ კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი ათ მილიონ დოლარს შეადგენს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ესპანელის წლიური ხელფასი დაახლოებით 6,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

„ჩიკაგოს“ ენტონის დამატების ყველაზე მეტი შანსი აქვს

აშშ-ს პრესა ვარაუდობს, რომ „ჩიკაგო ბულზს“ „ნიუ-იორკ ნიქსის“ მთავარ ვარსკვლავთან კარმელო ენტონისთან კონტრაქტის გაფორმების ყველაზე მეტი შანსი აქვს.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ „ხარები“ კარლოს ბუზერს გაუშვებენ, მის ხელფასზე გამოყოფილ თანხას კი, მელოს ანაზღეურებას დაუმატებენ. გარდა ამისა, კლუბი მზადაა, ტაჯ გიბსონი და კიდევ ერთი მოთამაშეც გაუშვას.

გამორიცხული არ არის, ჩიკაგოელებმა ენტონი ბუზერზე და დრაფტ-პიკის პირველ რაუნდზე გაცვალონ.

დერიკ როუზს სრული მატჩის ჩატარება შეუძლია

„ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი სრულყოფილ მატჩებს თამაშობს, რის შესახებაც „Chicago Tribune“ წერს. მოთამაშეთა და დამკვირვებელთა თქმით, გამთამაშებელს თავისი ჩვეული სისწრაფე არ დაუკარგავს.

შეგახსენებთ, რომ მარცხენა მუხლის ტრავმის გამო როუზმა განვლილს სეზონში მხოლოდ ათი მატჩი ჩაატარა. 2012/13 წლების სეზონი კი, მას სრულიად გაუცდა.

ამჟამად, აშშ-ს ნაკრებთან შეკრების წინ, დერიკი ფორმის აღდგენას ცდილობს და ესპანეთში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას იმედოვნებს.

ჟოაკიმ ნოას, შესაძლოა, მუხლის ოპერაცია ჩაუტარდეს

„ჩიკაგო ბულზის“ ცენტრს ჟოაკიმ ნოას ზაფხულში, შესაძლოა, მუხლის ოპერაციის ჩატარება მოუწიოს, რის შესახებაც „ჩიკაგო ტრიბუნი“ იუწყება.

„ჩიკაგო ბულზისა“ და „ვაშინგტონ უიზარდსის“ პლეი-ოფის პირველი რაუნდის სერიის დასრულების შემდეგ (1-4) ცნობილი გახდა, რომ ფრანგ კალათბურთელს მუხლის პრობლემა აწუხებს.

იმ შემთხვევაში, თუ „ხარების“ მოთამაშეს მცირე ოპერაცია ჩაუტარდება, ახალი სეზონისთვის მზადებას იგი მაინც მოახერხებს.

ცნობისთვის, რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, ნოა დაცვითი პლანის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ალექსანდრე მატევოსოვი