კოპა ამერიკა 2015-ის პირველი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია.
A ჯგუფის პირველადგილოსანი ჩილე B ჯგუფის მესამეადგილოსან, ურუგვაის დაუპირისპირდება.
მატჩი 24 ივნისს, “სანტიაგო ესტადიო ნასიონალზე” გაიმართება.
კოპა ამერიკა 2015-ის პირველი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია.
A ჯგუფის პირველადგილოსანი ჩილე B ჯგუფის მესამეადგილოსან, ურუგვაის დაუპირისპირდება.
მატჩი 24 ივნისს, “სანტიაგო ესტადიო ნასიონალზე” გაიმართება.
ჩილეს ნაკრების მთავარმა მწვბრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ბოლივიასთან „კოპა ამერიკას“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 5:0 მოიგო.
„მატჩის მიმდინარეობას 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. ძალიან ძლიერები ვიყავით, ეს ის იყო, რაც აქამდე გვაკლდა. ჩინებული შეხვედრა ჩავატარეთ. როგორც წინა შეხვედრებში, დღესაც ვდომინირებდით, მაგრამ ამჯერად გაცილებით მაღალ დონეზე ვითამაშეთ“, – განაცხადა სამპაოლიმ.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჩილელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ტურნირის მასპიძლებმა ბოლივიელებს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს და პირველი ადგილიდან გავიდნენ პლეიოფში. თუმცა, მიუხედავად დიდი ანგარიშით მარცხისა, 1/4 ფინალში თამაშის უფლება ბოლივიელებმაც მოიპოვეს.
შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე არანგუისმა გახსნა. 37-ე წუთზე მეორე გოლი ალექსის სანჩესმა გაიტანა. მეორე ნახევარში არანგუისმა დუბლი გაიფორმა. მეოთხე გოლი მედელმა გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ავტოგოლით რალდესმა დააფიქსირა.
ჩილე 5-0 ბოლივია
გოლები: არანგუისი 3′ ; სანჩესი 37′ ; არანგუისი 66′ ; მედელი 79′ ; რალდესი 86′ (ს.კ.)
ჩილეში მდებარე ერთ-ერთი მოტელის მფლობელი მიმდინარე კოპა ამერიკის ტურნირთან დაკავშირებით მის სტუმრებს საინტერესო შეთავაზებებით ანებივრებს.
ობიექტის მფლობელმა განაცხადა, რომ კოპა ამერიკაზე ლიონელ მესის ყოველი გოლის შემდეგ მის სტუმრებს უფასო სასმელით გაუმასპინძლდება. არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, მოტელის სტუმრებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს გაუკეთებენ. გარდა ამისა, სტუმრებს შორის ერთგვარი ლატარია ჩატარდება, რომლის გამარჯვებულიც საჩუქრად არგენტინის ნაკრების მაისურს მიიღებს.
ჩილეს ნაკრების და “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი სანტიაგოს მახლობლად საშინალ ავტოავარიაში მოყვა. საკუთარი ფერარით მოძრვაი 28 წლის ფეხბურთელი სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა.
“სამწუხაროდ ავარიაში მოვყევი, თუმცა საბედნიეროდ ყველა ჯანმრთელად არის. არ ინერვიულოთ” – დაერა ვიდალმა სოციალურ ქსელში.
ინციდენტის დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიდალი საჭესთან ნასვამი იჯდა, რაც პოლიციის წარმომადგენელმა რიკარდო გონსალესმაც დაადასტურა.
ორშაბათი კოპა ამერიკაზე მოასპარეზე ჩილეს ნაკრებისთვის დასვენების დღე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჩილელთა თავკაცი ხორხე სამპაოლლი ვიდალს გუნდიდან გარიცხავს.
12 ივნისს, კოპა ამერიკაზე, ჩილესა და ეკვადორის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (2:0), ალექსის სანჩესმა მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა.
ეკვადორთან გამარჯვების შემდგე, ჩილეს ნაკრების ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა კომენტარი გააკეთა.
კოპა ამერიკა ჩილესა და ეკვადორის ნაკრებებს შორის მატჩით გაიხსნა. მასპინძლებმა 2-0 იმარჯვეს, არტურო ვიდალის პენალტისა და ედუარდო ვარგასის გოლის წყალობით.
“ტურნირის გახსნითი მატჩი ყოველთვის რთულია. ყველა ვნერვიულობდით. რაც მთავარია, მოვახერხეთ სამი ქულის მოპოვება,”-განაცხადა ვიდალმა.
“სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ყველა თამაშში უფრო და უფრო უნდა დავიხვეწოთ და დავდგეგთ იმ დონეზე, რომ ღირსეულად ვიასპარეზოთ ტურნირზე”.
სანტიაგოს ნაციონალურ სტადიონზე 2015 წლის კოპა ამერიკას პირველი შეხვედრა შედგა. ა ჯგუფში ჩილელებმა ეკვადორის ნაკრებს უმასპინძლეს და კონტინენტის საშინაო პირველობის სასტარტო შეხვედრაში გამარჯვებაც მოიპოვეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის ყველაზე სინტერესო მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა. 67-ე წუთზე ანგარიში ჩილელთა ლიდერმა, არტურო ვიდალმა 11-მეტრიანი დარტყმით გახსნა. 84-ე წუთზე კი ალექსის სანჩესის გადაცემით თავი ვარგასმა გამოიჩინა, რომელმაც საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:0.
ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის ლონდონში გამართული ამხანაგური მატჩის (1:0) მიმდინარეობისას მეტად უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ჩილეს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გარი მედელმა “სელესაოს” ლიდერ ნეიმარს ფეხი განზრახ დააბიჯა ნაკუთალზე და ბრაზილიელს დიდი ტკვილიც მიაყენა. საბედნიეროდ, ნეიმარი ტრავმა გადაურჩა და მატცის გაგრძელებაც შეძლო.
მედელმა ეს არ იკმარა და მოგვიანებით ნეიმარი სიმულაციაშიც დაადანაშაულა. ჩილელმა ფეხბურთელმა ამ მომენტის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა, თუმცა მოჭრილ სურათზე მისი უხეში თამაში არ არის აღბეჭდილი.
“ფეხბურთში მეტოქეს რომ გაეხახუნები, ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგიერთი ასეთი მომენტისგან თეატრს დგამს. ცუდია, რომ ამას ყველა ვერ ხედავს”, – დაწერა გარი მედელმა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ მომენტი მსაჯის ყურადღების მიღმა დარჩა. შესაბამისად, გარი მედელი არ დასჯილა.
7 თებერვალს, ჩილეს ჩემპიონატში “ჰუაჩიპატომ” საკუთარ მოედანზე “უნივერსიად ჩილეს” უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ლეანდრო ბენეგასმა პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქის კარი “მაკრატელა” დარტყმით დალაშქრა.
29 იანვარს, ჩილეს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა ქუსლით მოედანზე ორი ბურთის გადაგდება მოახერხა.
ჩილესა და ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ჩილელმა კრისტიან კუევასმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.