კოლუმბია — კოტ დივუარი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიისა და კოტ დივუარის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში 64-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

„მონაკოში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 53 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.

 

ფალკაო მუნდიალს გამოტოვებს — კოლუმბიის ნაკრების განაცხადი

კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა გუნდის საბოლოო სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა.

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო 23 კაცში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა იანვრის თვეში მძიმე ტრავმა მიიღო, რის მოშუშებასაც არანაკლებ ნახევარი წელიწადი სჭირდებოდა. ფალკაომ რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სასურველ ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო. ამრიგად, მას მუნდიალის გამოტოვება მოუწევს.

კოლუმბიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ოსპინა („ნიცა“), მონდრაგონი („დეპორტივო კალი“), ვარგასი („სანტა-ფე“);
მცველები: იეპესი („ატალანტა“), საპატა („მილანი“), ვალდესი („სან-ლორენსო“), ბალანტა („რივერ პლეიტი“), არიასი (პსვ), სუნიგა („ნაპოლი“), არმერო („ვესტ ჰემი“);
ნახევარმცველები: სანჩესი („ელჩე“), გუარინი („ინტერი“), აგილარი („ტულუზა“), რამირესი („მორელია“), კინტერო („პორტუ“), მეხია („ნასიონალი“), როდრიგესი („მონაკო“), კუარდადო („ფიორენტინა“), იბარბო („კალიარი“);
თავდამსხმელები: გუტიერესი („რივერ პლეიტი“), ბაკა („სევილია“), რამოსი („ჰერტა“), მარტინესი („პორტუ“).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიას მეტოქეებად კოტ დივუარის, საბერძნეთისა და იაპონიის ნაკრებები ჰყავს.

ბექა დოგრაშვილი

ფალკაო მუნდიალის გამოტოვებას არ გამორიცხავს

კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, რომელიც ამ დრომდე მკურნალობს, განაცხადა, რომ თუ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას ვერ მოასწრებს, შესაძლოა, ტურნირზე არც წავიდეს.

„სათამაშო პრაქტიკის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში ვერ შეხვდები. თუ თავს კარგად ვიგრძნობ, მუნდიალზე წავალ. თუ სასურველი კონდიციების დაბრუნებას ვერ მოავსწრებ და გუნდისთვის უსარგებლო ვიქნები, მაშინ უკეთესი იქნება, რომ ტურნირზე არც წავიდე. ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება.

ახლა თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ბურთი უნდა ვიგრძნო და ვნახო, რა რეაგირება ექნება მუხლს“, – ფალკაოს სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

 

ანხელიკა კამაჩო – კოლუმბიის ნაკრების ყველაზე სექსუალური ქომაგი

ანხელიკა კამაჩო კოლუმბიელი მოდელი და ტელეწამყვანი გახლავთ. ის კოლუმბიის ნაკრების თავგამოდებული (მკერდგამოდებულიც) ქომაგია და ქვეყნის ყველაზე სექსუალური ქალის წოდებაზე აქვს პრეტენზია.

„ფეხბურთი მიყვარს. მთელი ჩემი ცხოვრება სპორტის ამ სახეობის გარშემო ტრიალებს. ის მე მაბედნიერებს. მე ვარ მსოფლიო ფეხბურთის ქალი“, – განუცხადა ანხელიკა კამაჩომ ჟურნალისტებს.

ცოტა ხნის წინათ, ანხელიკამ იმ მოტივით, რომ კოლუმბიის ნაკრების ყველაზე სექსუალური ქომაგია, ჟურნალ „სოხოს“ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

ანხელიკას იდეალური ფიგურა აქვს, თუმცა სამშობლოში მოფერებით მსუქანას ეძახიან.

გთავაზობთ მის ფოტოებსა და ვიდეოს.